კინო "სიყვარული და სასჯელი" 2013, 24 აპრილი, 11:28 დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თურქულ სერიალმა ქართველ ტელემაყურებლებში, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადის 15 აპრილიდან.სერიალი 2010-2011 წლებში იქნა გადაღებული და თურქეთის ტელევიზიით იქნა ნაჩვენები.მთავარ როლებში არიან მურატ ილდირიმი, ნურგულ ეშილჩაი, ტომრის ინსერი, ფერიდე ჩეტინი და სხვა. გადაღებები მიდიოდა ვანში, ბოდრუმში და სტამბულში.2011 წელს სერიალი ნაჩვენები იქნა ხორვატიაში Nova TV-ზე.2013 წლის 8 იანვარს სერიალის ჩვენება დაიწყო სერბიამ- ტელეკომპანია1PRVA-მ.2013 წლის 15 აპრილიდან კი მესამე ქვეყანა საქართველომ -ტელეკომპანია "მაესტროზე".ცოტა რამ მთავარი როლების შემსრულებლებზე:ნურგულ ეშილჩაი(იასმინი)-დაიბადა 1976 წლის 26 მარტს თურქეთში, სწავლობდა სახელმწიფო კონსერვატორიაში დრამას "Anadolu University"-ში (ესკიშეხირი).დამთავრების შემდეგ თამაშობდა თეატრში, შესრულებული აქვს ოფელიას როლი "ჰამლეტში", ბლანშ დიბუა "A Streetcar Named Desire"-ში.შემდეგ იყო ტელეწამყვანი, მისი დებიუტი 2001 წელს შედგა სატელევიზიო ფილმში "Şelale", რისთვისაც ანტალიის "45th Antalya Golden Orange Film Festival "-ზე აიღო პრიზი "საუკეთესო ქალის როლის" შესრულებისათვის. მურატ ილდირიმი(სავაჟ ბალდერი)-დაიბადა 1979 წლის 13 აპრილს თურქეთში, მამით თურქია, დედით არაბი.დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "Firtina" (ქარიშხალი), და "Asi" -იმ.დაამთავრა მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტი სტამბულში, სტუდენტობის პერიოდში უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე, პარალერულად უნივერსიტეტის თეატრში გამოდიოდა და ასრულებდა როლებს.2007 წელს იგი თამაშობდა ფილმში "Asi", რომელიც მსოფლიოს 73 ქვეყანაში იქნა ნაჩვენები და ნომინირებული იყო, როგორც საუკეთესო სერიალი მონტე-კარლოს 51-ე სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე (Monte-Carlo Television Festival) 5565 14-ს მოსწონს 1-ს არა |
კაი პოსტია...:*