კინო გარდაიცვალა ალენ დელონი 18 აგვისტო, 10:37
ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP იტყობინება.
ცნობილია, რომ ის გარდაიცვალა საკუთარ სახლში საფრანგეთის კომუნა დუშიში, „შვილებისა და ოჯახის გარემოცვაში“. მანამდე მსახიობს ალცჰეიმერის დაავადება და კიბო დაუდგინეს. 2024 წლის იანვარში სასამართლომ შეზღუდა მისი ქმედუნარიანობა და მსახიობს აუკრძალა თავისი უძრავი ქონების მართვა. აპრილში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მონტარჟის კომუნის სასამართლომ მსახიობ ალენ დელონისთვის მეურვეობის გაძლიერებული რეჟიმი დააწესა. დელონის შემოსავალი და ქონება მეურვის ხელში გადავიდა. თუმცა ამ პიროვნების გვარი გასაიდუმლოებულია. 88 წლის არტისტი სასამართლოს დაცვის ქვეშ ჯერ კიდევ იანვარში მოექცა.ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, რომელმაც 2019 წელს ინსულტი გადაიტანა. 2022 წლის მარტში ალენ დელონმა გამოაცხადა ევთანაზიის გზით სიკვდილის სურვილი. მსახიობის ვაჟის, ენტონის თქმით, მამამ ამასთან დაკავშირებით ანდერძიც კი შეადგინა. ალენ დელონი მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო გახდა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "როკო და მისი ძმები"(1960) "თაკარა მზე"(1960), "შავი ტიტა"(1963), "თავგადასავლების მაძიებლები"(1967) "ორნი ქალაქში"(1973) "ზორო"(1975) და მრავალი სხვა. საშუალო სიმაღლემ, სახის ნატიფმა ნაკვთებმა, უსაზღვრო ხიბლმა და კარგად შერჩეულმა როლებმა მსახიობი მრავალი ათწლეულის მანძილზე პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცად აქცია. მისი სახელი გამოიყენებოდა როგორც ზოგადი არსებითი სახელი, მამაკაცის გარეგნობის დადებითად შეფასების დროს. წლების განმავლობაში მსახიობის ახალგაზრდობა მიილია, მაგრამ ცნობადი სახის ნაკვთები დელონს არ აძლევდა საშუალებას დაეთმო ყველაზე სიმპატიური მსახიობის ტიტული. ალენ დელონი 2015 წელს საქართველოში იმყოფებოდა, სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" მოწვევით, ლეგენდარული მსახიობი პაატა ბურჭულაძის კონცერტს დაესწრო. 52 2-ს მოსწონს
|