კომპანია Porsche - მ წარმოადგინა საშუალოძრავიანი კუპეს Cayman-ის RS-ვერსია, რომელშიც ძრავი Porsche 911 GT3 -დან გადმოიტანა.
Porsche 718 Cayman GT4 RS გაცილებით უფრო სწრაფი და გარეგნულად უფრო ეფექტურია ვიდრე «ჩვეულებრივი GT4»
გარეგნულად ბევრი განსხვავებაა, ყურადღებას იქცევს, რომ უკანა გვერდითი ფანჯრების ნაცვლად დამატებითი ჰაერშემკრებები გამოჩნდა.
გაუმჯობესებულმა აეროდინამიკამ მიზიდულობის ძალა 25% -ით გაზრდა Cayman GT4-სთან შედარებით
დამატებითი ჰაერშემკრებები ახალი მძლავრი ძრავის გასაგრილებლადაა საჭირო. ექვსცილინდრიანი, 4 ლიტრი მოცულობის ძრავი ნახევრადსარბოლო Porsche 911 GT3- დან გადმოიტანეს. ეს
ძრავი დიდ დატვირთვებს უძლებს, მაგალითად 9000 ბრუნს/წუთში.
სიმძლავრე— 500 ცხენისძალა, ბრუნვითი მომენტი— 450 ნმ. თითქოს ეს მონაცემები დიდად არ განსხვავდება Cayman GT4--საგან, რომლის ძრავას 420 ცხენისძალა და 420 ნმ აქვს. მაგრამ საქმე არა მხოლოდ ძრავში, არამედ სპორტულ ძარაშია, რამაც Cayman GT4 RS -ს საშუალება მისცა 23.6 წამით უფრო სწრაფად გაევლო ნიურბურგრინგი ვიდრე Cayman GT4-ს.
ქარხნის გამომცდელმა იორგ ბერგმაისტერმა Зй 20, 6 კილომეტრი სიგრძის წრე 7 წუთსა და 4, 511 წამში დაფარა
თავისი როლი მასის შემცირებამც ითამაშა, წინა საბარგულის სახურავი და წინა ფრთები კარბონისგანაა დამზადებული, უკანა მინა უფრო თხელი გახდა, ამით წონა 35 კილოგრამით შემცირდა. სპორტკარის მასა — 1415 კილოგრამია.
100 კმ/სთ სიჩქარეს Porsche 718 Cayman GT4 RS 3, 4 წამში ანვითარებს —ნახევარი წამით ადრე, ვიდრე GT4. მაქსიმალური სიჩქარე გაიზარდა 302 დან 315 კმ/სთ -მდე
ფასი გერმანიაში — 141 000 ევროდან იწყება, რაც 40 000 ევროთი ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი GT4-სა.