x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამ გამოაქვეყნა ფეხმძიმე ქალიშვილის წერილი,რომელიც კოვიდ-19-მა იმსხვერპლა
image


უკრაინაში როვნოს ოლქში, 20 წლის ორსული გოგონა საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი დედას აატყობინებდა, რომ საავადმყოფოში ჟანგბადის ნაკლებობა იყო, წერს გამოცემა "Обозреватель"-ი.


მოგვიანებით, გარდაცვლილი ელენა ბოროვეცის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მათი მიმოწერის სკრინები.


კერძოდ, ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ ჩივილების გაგრძელების შემთხვევაში მას სხვა საავადმყოფოში გადაყვანით ემუქრებოდნენ.


„როდესაც სხვა პაციენტი სუნთქავს, ჟანგბადი ცოტაა და აღარ მყოფნის. როდესაც ჟანგბადი იცლება, აუცილებელია ექიმების გამოძახება, რათა ვინმე ქუჩაში მიმავალს დაუძახონ, რათა ბალონი გამოცვალოს. მოკლედ, საგიჟეთში ვარ, ”- წერდა იგი.

image

პაციენტი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, მასთან ერთად ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. აღმოჩნდა, რომ იგი, ისევე როგორც ბევრი მომავალი მშობიარე, არ იყო ვაქცინირებული. ამავდროულად, მას ადრე ბრონქული ასთმის დიაგნოზი დაუსვეს.

image


5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სამედიცინო ჟანგბადის კატასტროფული დეფიციტის ფონზე, ადამიანები ნიკოლაევის ინფექციურ საავადმყოფოში შეიჭრნენ და თანამშრომლებს მუქარით ჟანგბადი მოთხოვეს.



მთავარი ექიმის თქმით, ადამიანთა ჯგუფმა გაარღვია შლაგბაუმი, მისაღების კარი შეამტვრია, შემდეგ კი ექიმებს და ექთნებს დაესხა თავს. აღმოჩნდა, რომ მათ მოჰყვა მანქანა მძიმედ დაავადებული პაციენტით, რომელსაც სატურაციის ძალზე დაბალი დონე აღენიშნებოდა, რის გამოც მათ კერძო საავადმყოფოში დახმარება ვერ გაუწიეს.



ოქტომბერში უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშჩენკომ მოუწოდა NSDC-ს საგანგებო სხდომის ჩატარებას, კოროვირუსული სიტუაციის ფონზე მედიკამენტებისა და ჟანგბადის კრიტიკული დეფიციტის გამო. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინამ COVID-19-ით სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში მესამე და ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა.



უკრაინაში პანდემიის დღიდან მოყოლებული კოვიდ-19-ით დაინფიცირდა 3, 3 მილიონი ადამიანი, აქედან გამოჯანრთელდა 2, 7 მილიონი, გარდაიცვალა 80, 231 პაციენტი, 19 ნოემბრის მონაცემებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი არის 20 591 ადამიანი, ხოლო 24 საათში გარდაცვლითა რაოდენობა არის 725 პაციენტი.


დღეისთვის უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 22 მილიონი ადამიანი, აქედან ორჯერადად 9, 47 მილიონი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 21, 5%-ია.


ასევე იხილეთ


image


ავსტრია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მკაცრი ზომები საყოველთაო ვაქცინაციისთვის ბრძოლაში - იმათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ვაქცინა 15 ნოემბრიდან მკაცრი ლოკდაუნის ქვეშ მოექცევიან. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა. დღეიდან ვაქცინაციის მოწმობა...



ლატვიის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა იური პერევოშჩიკოვმა " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდის სკრინშოტი, სადაც პირველ ადგილზე გამოჭიმული ბალტიის რესპუბლიკა "თავს იწონებს"მილიონ მოსახლეზე COVID-19 ით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის...


ირლანდიელი პენსიონერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, მისმა "კეთილისმყოფელმა", იტალიელმა "მეგობარმა" ანტივაქსერმა დაარწმუნა, რომ საავადმყოფო დაეტოვებინა, თუ უნდოდა რომ გადარჩენილიყო...რამდენიმე დღის შემდეგ ის კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. 67 წლის პაციენტს ჯო მაკარონუს დონეგალის...


სამწუხაროდ კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც ქუთაისში კლინიკა "ბომონდში ერთი თვის წინ დაიბადნენ და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ორივე ტყუპებს კოვიდით გამოწვეული პნევმონია განუვითარდათ. მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის, თუმცა უშედეგოდ. "ტყუპები დაბადებისთანავე აპარატ...


მილიარდზე მეტმა ადამიანმა დაასრულა კორონავირუსის ვაქცინაციის კურსი ჩინეთში. ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, მი ფენი, რომლის პრესკონფერენციის ჩანაწერიც გამოქვეყნდა დეპარტამენტის ვებგვერდზე. 15 სექტემბრის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინაა...

0
71
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0