ტენდენციები გამჭვირვალე კომბინეზონი ჩანართებით ყველაზე თამამი მოდის მოყვარულებისთვის 2021, 15 ნოემბერი, 14:42 დიზაინერების ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს ამაზე ეს მორიგი ტრენდიც მეტყველებს. The Flesh Flasher bodystocking-ი გულგრილს ვერავის ტოვებს. გამჭვირვალე, ტანზე მომდგარი ნეილონის კომბინეზონი ლამაზმანების გულებს კალეიდოსკოპური სიჩქარით იპყრობს. მართალია, ასეთ სამოსში სხეულის ყველა ღირსება და ნაკლი ჩანს, თუმცა მსოფლიო შოუ - ბიზნესის ვარსკვლავებს ეს დიდად არ ანაღვლებთ. გლამურული სელებრითები მაცდუნებელ ბადისებრ კომბინეზონებში სხვადასხვა ივენთებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავენ, რითიც გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებასაც ახდენენ.
გამჭვირვალე ნეილონის კომბინეზონი გაუმჭირვალე ჩანართებით, მოდის მოყვარულთა მაცდუნებელ ფორმებს შესანიშნავად უსვამს ხაზს. მოდით ვნახოთ, გლამურის რომელმა დედოფალმა მოასწრო უკვე ამ მომაჯადოებელი ლუქით საზოგადოების წინაშე გაბრწყინება.
ბიონსე Mugler-ის ბრენდის სამოსში ჟურნალ "Vogue"-ის გარეკანისთვის 2020 წლის დეკემბერში პოზირებდა. Mugler-ის კრეატიული დირექტორის თქმით, ნეილონის კომბინეზონის შესაქმნელად დაახლოებით 100 საათია საჭირო. სამოსი 64 დეტალისგან შედგება და საცვლებისა და სპორტული ტანსაცმლის ჰიბრიდს წარმოადგენს.
ბელა ჰადიდი მსგავსი სამოსით 2019 წელს, პარიზში, Mugler-ის ჩვენებაზე წარსდგა.
ცნობილ სელებრითებს არც ირინა შეიკი ჩამორჩა, მოდელმა თამამი ლუქი შავი ნიღბით გაამრავალფეროვნა, რითიც ერთგულ თავანისმცემლებში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბრიტანული რეალითი - შოუს "სიყვარულის კუნძულის" მონაწილე კედი მაკდერმოტი ფოტოგრაფების წინაშე "Mugler"- ის მაცდუნებელი კომბინეზონით წარსდგა, რომლის ღირებულებაც 145 ფუნტს შეადგენს. ლამაზმანმა ის შავ ტოპთან ერთად მოირგო.
ფრანგი მომღერალი იზოლდა 2021 წლის Victoires de la Musique Music Awards-ზე მაყურებლების წინაშე ნეილონის გამჭვირვალე კომბინეზონით გამოჩნდა. შემსრულებლის სექსუალურმა იმიჯმა კრიტიკოსებსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
კაილი ჯენერმა საკუთარ მაგალითზე აჩვენა თუ როგორ შეიძლება მოდური ლუქის უფრო მოკრძალებულად ქცევა. რეალითი - შოუს ვარსკვლავმა და კოსმეტიკის მაგნატმა შავ ნეილონის კომბინეზონზე შავი, დიდი ზომის პიჯაკი მოირგო. ასე წვეულებაზე შეგიძლიათ თქვენც თავისუფლად წაბრძანდეთ.
რეალითი - შოუს "სიყვარულის კუნძულის" კიდევ ერთმა მონაწილემ, ევა გეილმა "ინსტაგრამის" მრავალათასიანი აუდიტორია ბოლო პერიოდის ერთ - ერთი ყველაზე მოდური ტრენდით მოხიბლა.
"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი, მსახიობი მეგან ფოქსი კი, ნიუ-იორკში MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე ხორცისფერი, მბრწყინავი გამჭვირვალე კაბით წარსდგა.
512 შეფასება არ არის |