x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124180
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ უცხოპლანეტელთა არსებობა დასაშვებია

image

ამერიკაში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი უცხოპლანეტელებზე


აშშ-ს ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინესმა აღიარა, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს.

image


სპეცსამსახურების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად ექვემდებარება CIA-ს და FBI-ის უწყებები, პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია მთავარი, რასაც, შესაბამისად, შეიძლება დაემუქროს უცხო ცივილიზაცია.


„მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს აშშ-ს კონგრესს და სხვა დეპარტამენტებს, არის ფრენის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის საკითხები“, - ციტირებს ევრილ ჰეინესის ნათქვამს გამოცემა The Sun-ი.


მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატების შესაბამისი დეპარტამენტები ცდილობდნენ საფუძვლიანად გაანალიზონ უცხოპლანეტელების სავარაუდო ნახვის ყველა ეპიზოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველას გაკონტროლება შეუძლებელია.


ამრიგად, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ინციდენტი მართლაც დაკავშირებული იყოს უცხოპლანეტელებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან.


გარდა ამისა, ჰეინესმა წამოაყენა წინადადება შესწავლილ იქნას სპეციალური დანაყოფის შექმნის საკითხი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა.


ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, ფაქტობრივად, იგი გვთავაზობს განაახლოს ცნობილი "ლურჯი წიგნის" მსგავსი პროექტი, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა 1969 წელს.


პროექტის დახურვის მომენტში მის საქმიანობაში ჩართულმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული 12, 5 ათასზე მეტი ინციდენტი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არცერთი შესწავლილი ფენომენი არ შეიძლება იყოს სანდო მტკიცებულება მათი არამიწიერი წარმოშობის შესახებ.


შეგახსენებთ, ბოლო ხანებში პენტაგონმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა და დაადასტურა მისი ნამდვილობა.სადაც დაუდგენელი მფრინავი ობიექტია აღბეჭდილი.ერთი გადაღებულია 2019 წლის ივლისში სან დიეგოს სანაპიროსთან საესკადრო ხომალდ "რასელიდან", ხოლო მეორე "სფერული"ამოს კადრები გადაღებულია ასევე 2019 წლის 15 ივლისს საბრძოლო კრეისერიდან USS Omaha.


image

ასევე დაგაინტერესებთ


ინგლისელი მამაკაცი 1980 წელს გავიდა სახლიდან მაღაზიაში საყიდლებზე. მისი იდუმელებით მოსილი გარდაცვალება დღესაც განხილვის თემაა. 1980 წელს, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, 56 წლის მაღაროელი სოფელ ტინგლიში (ინგლისი) ზიგმუნდ ადამსკი გამოვიდა სახლიდან, მიესალმა მეზობლებს და უთხრა, რომ სასურსათო მაღაზიაში მიდიო...


რატომ ჩამოვარდა უცხოპლანეტელა ხომალდი იაკუტიის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამ თვეზე მეტხანს ეგდო იმავე ადგილზე? სად გაქრა ამო და რა დაემართათ მის ექვსთითიან პილოტებს? ასევე რა ექსპერიმენტები ჩაატარეს საიდუმლო ლაბორატორიაში საბჭოთა მეცნიერებმა მის აღდგენაზე, ქვემოთ მასალაში გაეცნობით. ინფორმაცია, რომ ამოუცნობი მფრინავი...


ზუსტად 45 წლის წინ თეირანში, მოხდა ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი, რომელიც "თეირანის ინციდენტის"სახელითაა ცნობილი .იგი ითვლება ტოპ-10 საუკეთესო და რეალურ ინციდენტად მსოფლიო ისტორიაში. 1976 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, ირანის საჰაერო ძალებ...


ინტერნეტ მომხმარებლები ცდილობენ მოუძებნონ გონივრული ახსნა ამ იდუმალ ფენომენის. ინტერნეტში გამოჩნდა ნიუ იორკის(აშშ)მკვიდრის ვიდეო, რომელმაც მოახერხა უკიდურესად უცნაური ციური ფენომენის გადაღება კამერაზე. მაშ ასე, მიმდინარე წლის 25 ივლისს მან მთვარის მახლობლად შენიშნა რამდენიმე უცნაური ობიექტი, რომლებიც დედა...

1
156
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
2021, 13 ნოემბერი, 12:58
ამათი მჯერა მეც
0 1 1