x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115308
  • ვიდეო:352795
  • სურათი:489277
რა ბედია ეწია უცხოპლანეტელთა ხომალდს,რომელიც იაკუტიაში ჩამოვარდა?

image

რატომ ჩამოვარდა უცხოპლანეტელა ხომალდი იაკუტიის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამ თვეზე მეტხანს ეგდო იმავე ადგილზე? სად გაქრა ამო და რა დაემართათ მის ექვსთითიან პილოტებს? ასევე რა ექსპერიმენტები ჩაატარეს საიდუმლო ლაბორატორიაში საბჭოთა მეცნიერებმა მის აღდგენაზე, ქვემოთ მასალაში გაეცნობით.

image

ინფორმაცია, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 1978 წელს ჩამოვარდა იაკუტიაში, სოფელ ჟიგანსკის აღმოსავლეთით, ვერხოიანსკის ქედის მთისწინეთში, შედარებით გვიან გამჟღავნდა: კგბ-ს ყოფილმა ოფიცერმა ანდრეი პეტროვმა, კონკოვის მკვიდრმა, ჟურნალისტებს განუცხადა კატასტროფის შესახებ 1990-იანი წლების ბოლოს.

image

პენსიაზე გასული კაპიტანი სავარაუდოდ პირადად იმყოფებოდა ჩამოვარდნის ადგილზე, რათა ოფიციალურად ეუწყებინა შესაბამისი ორგანოებისთვის ჩამოვარდნილი "თეფშის" და მისი მფრინავების შემდგომი ბედის შესახებ.

image

კატასტროფა

image

image

მისი თქმით, დაუდგენელი საფრენი აპარატის ავარია მოხდა იაკუტიის ასსრ-ში, 1978 წლის 17 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:13 საათზე. ხომალდი ჩამოვარდა ჟიგანსკიდან 56 კილომეტრში - მდინარე ლენას მარჯვენა სანაპიროს შენაკადთან-მდინარე ბეგიჯიანთან.

ჩამოვარდნილი ობიექტი იყო მბზინავი გუმბათოვანი დისკი, რომლის დიამეტრი იყო 6, 2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3, 8 მეტრი. ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩვენების თანახმად, ჩამოვარდნის მიზეზი იყო ბრძოლა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს შორის, რომელიც მათ დააფიქსირეს სოფელში, ღამის ცაზე უცხოპლანეტელების ხომალდის ჩამოვარდნამდე ნახევარი საათით ადრე.

რადგან მესაზღვრეებმა საბჭოთა კავშირის ცაზე რაიმე დარღვევა ვერ დააფიქსირეს, ხელისუფლებამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ ადგილობრივი აეროპორტის თანამშრომლების შეტყობინების შემდეგ შეიტყო. თუმცა, ძლიერი ყინვებისა და მოკლე დღის გამო, რომელიც ზამთარში, არქტიკის რეგიონში სულ რამდენიმე საათს გრძელდება, სამხედროებმა ჩამოვარდნილი ობიექტის ძებნაზე უარი თქვეს - თან ალბათ სიგნალიც ამოს ჩამოვარდნის შესახებ მცდარად მიიჩნიეს.

image

აღმოჩენა


თუმცა სამი თვის შემდეგ, 1978 წლის ივნისში ვერცხლისფერი ობიექტი პოლარული ავიაციის მფრინავებმა აღმოაჩინეს, რომლებიც იაკ -40-ით სამოქალაქო რეისს ასრულებდნენ ჟიგანსკიდან ვერხოიანსკამდე.


განმეორებითი ინფორმაციის შემდეგ, რომ მდინარე ბეგიჯიანის სანაპიროზე ობიექტი ნამდვილად არსებობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომელთა სპეციალური ჯგუფი ადგილზე გაემგზავრა.


ექსპედიციაში მონაწილე 14 კაცი მოსკოვიდან გააგზავნეს.ადგილზე ჩაფრენილები, ორი Ми-8 ვერტმფრენით ისინი კატასტროფის ადგილზე მიიყვანეს, სადაც მათ გულდასმით შეისწავლეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, მოგვიანებით კი "თეფში" დაფარეს გაურკველი სპეციალიზებული მასალით, შემდეგ კი ბრეზენტი გადააფარეს.


თვითონ კგბ-ს კაპიტანი პეტროვი იმყოფებოდა ავარიის ადგილზე, მაგრამ იგი არ მიუახლოვდა ამოს, მხოლოდ შორიდან უყურებდა და არც სურდა მიახლოვება - ზოგიერთი მეცნიერი, რომლებიც ამ ობიექტს იკვლევდა. შეუძლოდ გახდა. პირდაპირ ჟიგანსკიდან, ორი ადამიანი სასწრაფოდ გადასაყვანი გახდა იაკუტსკის საავადმყოფოში - მათ გონება დაკარგეს და ძლიერ სისუსტეს უჩიოდნენ. ერთმა მათგანს თმის ცვენა იქვე დაეწყო.



ამასთან, მეცნიერებმა უცხოპლანეტელების კოსმოსურ ხომალდში მოხვედრა ვერ მოახერხეს . მათ აღმოაჩინეს, რომ თეფშს სამი გემბანი ჰქონდა. კაბინა ყველაზე დაბლა მდებარეობდა. იქ, უცნაურ, ქოქოსის მსგავს სავარძლებში, მეცნიერებმა ორი უცხოპლანეტელის გვამი იპოვნეს. მათი სიმაღლეს დაახლოებით ერთნახევარი მეტრი იყო, ჰქონდათ დიდი თავები, თმის გარეშე, მსხვილი თვალები და კიდურებზე ექვსი თითი. უცხოპლანეტელები სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და მათზე ზოლები განსხვავებული იყო: ერთი კვადრატები ეხატა, ხოლო მეორეს წრის ფორმის, შიგნით ჩახატული სამკუთხედით.





ბოლო პუნქტი-მოსკოვი


image



იმისათვის, რომ უკეთ შეესწავლათ უცხოპლანეტელების ნეშტები, მათი ხომალდი და უცნობი ტექნოლოგიები, გადაწყდა მათი ტუნდრიდან მატერიკზე გატანა. ეს მოხდა Ми-6 სატვირთო ვერტმფრენის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია 15 ტონამდე ტვირთის გადატანა.

პირველად დისკი, რომელიც ფრთხილად იყო შეფუთული დამცავ მამბრანაში და ბრეზენტში, ჯერ იაკუტიის დედაქალაქში აგდაიტანეს, ხოლო 10 დღის შემდეგ უსტ – კუტისა და კრასნოიარსკის გავლით ციმბირის დახურულ ქალაქ ტომსკ –7 – ში (იგივე სევერსკი), სადაც განთავსებულია გამდიდრებული ურანის წარმოების საიდუმლო ობიექტები ...

ეს დახურული დასახლება რეგულარულად იღებდა საიდუმლო ტვირთებს, შესაბამისად ეს ტვირთიც შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. გარდა ამისა, საბჭოთა მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდს შეიძლება ჰქონოდა ატომური ძრავა, ხოლო ტომსკ –7-ში შესაბამისი სპეციალისტები- ფიზიკოსები და ინჟინრები უხვად იყვნენ.

ცნობილია, რომ სევერსკში ამო-ს მალავდნენ იმ მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც ბირთვული ნარჩენები ინახებოდა. იქ დიდხანს მუშაობდა მთელი სსრკ-დან შეკრებილ მეცნიერთა ჯგუფი. კგბ-ს ყოფილი აგენტი პეტროვი ირწმუნება, რომ საბჭოთა ატომური მეცნიერების წამყვანი კორიფე, აკადემიკოსი ანატოლი ალექსანდროვიც კი იყო ჩასული და თითქოსდა მას თან ახლდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანატოლი ლოგუნოვი-გრავიტაციის რელატივისტური თეორიის შემქმნელი, რომელმაც უარყო აინშტაინის ფარდობითობის თეორია და ცოდნის ახალი თეორიები წამოაყენა.

უცნობია, რაიმე ახალი ფაქტით გამდიდრდა თუ არა ლოგუნოვის გრავიტაციის თეორია, მაგრამ ცნობილია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, 1979 წლის ბოლოს, დისკი ფარულად გადაეცა საბჭოთა სამეცნიერო ქალაქ პროვინოს. - მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტს, სადაც იგი საგულდაგულოდ გადამალეს ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბაზის ერთ-ერთ ანგარში.

image

აფრენის მცდელობა კრახით დასრულდა

image

თითქმის ათი წლის განმავლობაში სწავლობდენ საბჭოთა მეცნიერები უცხოპლანეტელების ხომალდს და 1988 წელს სცადეს მისი ჰაერში აწევა. თუმცა, ექსპერიმენტი ჩაიშალა - გემი ხმელეთიდან მხოლოდ ხუთი მეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი სასტარტო მოედანზე დაეხეთქა. დაშავდნენ მფრინავები-გამომცდელები, რომლებმაც უცხოპლანეტელების ადგილი დაიკავეს ბორტზე.

მას შემდეგ "თეფშის" აღდგენის ექსპერიმენტები შეწყდა, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ ობიექტი მთლიანად დაიხურა. რა მდგომარეობაშია ახლა მფრინავი აპარატი ან სად მდებარეობს, უცნობია.

რაც შეეხება უცხოლპანეტალთა ცხედრებს-ისინი მოსკოვში გადაიტანეს - გასაიდუმლოებულ სამხედრო ლაბორატორია "ვნუკოვოში", რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების აეროპორტის სიახლოვეს. იქ, მიწისქვეშა ოთახში, უცხოპლანეტელების გაკვეთა მოხდა.კგბ-ს კაპიტანი პეტროვისთვის უცნობია გაკეთის შედეგები, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

image

P.S ზემოთ აღწერილი ფაქტების რაიმე ოფიციალურად დადასტურებული დოკუმენტაცია და განცხადებები არ არსებობს(სხვათა შორის არც უარმყოფელი), რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი კგბ-ს კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფია.

1
1237
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1237
  
26 ივლისი, 20:03
ეს ყველაფერი კაგებეს კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფია, ოღონდ კაგებეს დავალებით, რათა მსოფლიო დააჯერონ უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიები გაგვაჩნიაო.
0 1 1