x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაღაროელის გაუხსნელი საქმე ,რომელზეც ამბობენ,რომ 40 წლის წინ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს
image

ინგლისელი მამაკაცი 1980 წელს გავიდა სახლიდან მაღაზიაში საყიდლებზე. მისი იდუმელებით მოსილი გარდაცვალება დღესაც განხილვის თემაა.


1980 წელს, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, 56 წლის მაღაროელი სოფელ ტინგლიში (ინგლისი) ზიგმუნდ ადამსკი გამოვიდა სახლიდან, მიესალმა მეზობლებს და უთხრა, რომ სასურსათო მაღაზიაში მიდიოდა პროდუქტების საყიდლად.


თუმცა ამ დღის შემდეგ ის არავინ უნახავს. მაღაროელის ცხედარი შემთხვევით აღმოაჩინეს ხუთი დღის შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში. ზიგმუნდი ნახშირის გროვაზე იპოვა ადგილობრივმა მუშამ, ტრევორ პარკერმა რომელიც საწვავის დასატვირთად იყო მოსული. ადამსკი იწვა კოსტიუმში გამოწყობილი, მაგრამ პერანგის, საათისა და საფულის გარეშე და შეკრული ფეხსაცმლით. ამავე დროს, ზიგმუნდს თავი უცნაურად ჰქონდა გაკრეჭილი, ხოლო ტავად ისე სუფტად იყო გაპარსული, თითქოს ხუთი დღე არც იყო გასულიო. გარდა ამისა, სხეული გარკველ ნაწილებში ამომწვარი ჰქონდა რაღაც გაურკვეველი ლორწოთი.


imageფოტოზე: ტრევორ პარკერი, რომელიც ირწმუნებიდა, რომ წინა დღეს იყო აქ და არავითარი გვამი არ უნახია.


კონსტებლი ალან გოდფრიმ, რომელიც ტრაგედიის ადგილზე გამოიძახეს, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელი ნახშირის გროვაზე იწვა, ის თავად არ იყო გამურული. თითქოს იგი მერე ჩააწვინეს იქ. ასევე, ვერც მან და ვერც ექსპერტებმა ვერ შეძლეს აეხსნათ იმ ლორწოს წარმოშობა, რომელიც დამწვრობის კვალი დატოვა გარდაცვლილის სხეულზე.



ინციდენტს უცხოპლანეტელებიც კი მიაწერდნენ. მოგვიანებით კონსტებლმა გოდფრიმ არაპირდაპირი გზით დაადასტურა ეს ვერსია.

imageფოტოზე: ალან გოლდფრი



ინციდენტიდან ხუთი თვის შემდეგ, სხვა საქმის გამოძიების დროს, გოდფრიმ უფროსებს მიაწოდა ანგარიში იმის შესახებ, რომ მან დაინახა უცხოპლანეტელები დაახლოებით იმავე ადგილზე.

ჰიპნოზის ქვეშ პოლიციელმა განაცხადა, რომ მასზე უცხოპლანეტელებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს, რის შემდეგაც იგი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, თუმცა პოლიციიდან მალევე გაათავისუფლეს, თუმცა სამუშაოს გარეშე იგი არ დარჩენილა, სხვადასხვა ღონისძიებებზე დაიწყო გამოსვლა.

image


მაღაროელის გარდაცვალება დაუყოვნებლივ მიაწერეს კოსმოსურ სტუმრების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს. პოლიციის გარდა, საქმეს უფოლოგებიც სწავლობდენ. მათ დაადგინეს, რომ კონსტებლის ამბავში იყო 15 წუთიანი „დროის შუალედი“, რომლის ახსნაც მხოლოდ უცხოპლანეტელთა მიერ მისი გატაცებით აიხსნებოდა. ეს ნიშნავდა იმასაც, რომ მაღაროელის იდუმალ სიკვდილში მათი ხელი ერია.

image


ახლა ალანი ამბობს, რომ ნანობს თავის სიტყვებს უცხოპლანეტელები შესახებ და ირწმუნება, რომ მან უბრალოდ სიზმარი ნახა.

"ჩემს შვილები ისედაც დისკომფორტს განიცდიდნენ, რომ მათი მამა პოლიციელი იყო და კიდევ პოლიციელი, რომელიც უცხოპლანეტელებს ხედავდა - და კიდევ უფრო დამთრგუნველია", - ამბობს კონსტებლი.

image

რას შეიძლება გამოიწვია მაღაროელის უცნაური სიკვდილი? პასუხი, რად არ უნდა უცნაური იყოს, სავარაუდოდ იპოვნეს იმავე ბრიტანელმა უფოლოგებმა. პოლიციისგან განსხვავებით, მათ გაარკვიეს, რომ ზიგმუნდს, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ჰქონდა კონფლიქტი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან, რომელიც ხანგრძლივად გადახვეწილი იყო და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მშობლიურ სახლში. მათი აზრით, ეს უცნაური შემთხვევა ჭკვიანურად შენიღბული მკვლელობა იყო.


თუმცა ოფიციალურად პოლიციამ მხედველობაში არ მიღო უფოლოგების დასკვნები და ეს უცნაური მკვლელობა 41 წლის შემდეგაც გაუხსენლია.

0
353
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0