x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პენტაგონმა კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნა,სადაც ამო-ა აღბეჭდილი(ვიდეო)
imageპენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სან დიეგოს სანაპიროზე გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ნამდვილობა დაადასტურეს.




მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორ ჯერემი კორბელის მიერ "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ შავ-თეთრ ვიდეოზე ასახულია დაუდგენელი მფრინავი ობიექტი, რომელიც სანაპიროსთან გამოჩნდა.ამოუცნობი ობიექტი თავდაპირველად მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ, შემდეგ წყლის ზედაპირზე ერთ ადგილზე ჩერდება და შემდეგ უცებ ქრება.აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ "სფერული"ამოს კადრები გადაღებულია 2019 წლის 15 ივლისს საბრძოლო კრეისერიდან USS Omaha.


"მთლიანმა ეკიპაჟმა დაუდგენელი საჰაერო მოვლენა ჩართო მიმდინარე კვლევაში”, - განუცხადა მედიას პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუზან გოფმა.


შეგახსნებთ, მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტოებისა და ვიდეოების ნამდვილობა დაადასტურა, რომლებიც გადაღებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ.



2019 წლის ივლისში ასევე სან დიეგოს სანაპიროსთან საესკადრო ხომალდ "რასელის" მეზღვაურებმა ცაში სამი მანათობელი ბურთი და მწვანე სამკუთხა, პირამიდის მაგვარი ობიექტი დააფიქსირეს.(იხილე სტატია)


image



ასევე იხილეთ


იაპონური წარმოშობის ყველასთვის ცნობილი მიჩიო კაკუ, (Michio Kaku) ნიუ -იორკ სითის კოლეჯის თეორიული ფიზიკის პროფესორი და მეცნიერების ცნობილი პოპულარიზატორი მიიჩნევს, რომ მაღალგანვითარებულ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარება საშიშია. ცნობილი ფიზიკოსის აზრით, ძალიან დიდია შანსი, რომ კაცობრიობამ არც თუ ისე შორეულ მომავალში ნა...


21 წლის ვოლგოგრადელი ბორის კიპრიანოვიჩი ამბობს, რომ ის წინა ცხოვრებაში მარსზე ცხოვრობდა, ახსოვს წარსული და ამ პლანეტაზე სიცოცხლეა. მშობლების თქმით, ბიჭმა 4 თვის ასაკში ენა ამოიდგა, ორი წლისამ კი წერა-კითხვა ისწავლა, ბორისმა არა მარტო ამით გააოცა გარემოცვა, იგი პატარაობიდანვე ბრწყინვალედ ერკვეოდა ასტროლოგიაში და უცხოპლანეტელთა ცივილიზაციაში. ბავშვობიდანვე ბორი...


ამერიკელმა ბიოლოგებმა, რომლებმაც ვერტმფრენით უდაბნოს გადაუფრინეს, აღმოაჩინეს სრულიად უადგილო ადგილას იდუმალი ობიექტი, რომელმაც ცოტა არ იყოს დააბნია მკვლევარები. უდაბნოში თითქოსდა მიწიდან ამოსულაო მეტალის სვეტი, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს მოგვაგონებს. იუტას შტატის მეცნიერებმა ფრენის დროს მოვერცხლისფრო ობელის...


ბრიტანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ წიგნით "Секреты USO России" სადაც აღწერილია საბჭოთა და რუსი სამხედროების შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან. წიგნი დაწერილია ფილიპ მენტლომის მიერ, პოლ სტოუნჰილთან თანაავტორობით, თავიანთ ნაშრომში ავტორებმა გამოიყენეს ვეტერანი სამხედროების ჩვენებები. როგორც გამოცემა The Sun -ი წერს, წიგნში აღწერილია უცნ...


ამერიკულ საიტ UFO section 51-ზე, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს სწავლობს გამოქვეყნდა ვიდეო შემდეგი მინაწერით:"ჩვენმა წყარომ ლიპეცკიდან გვაუწყა, რომ რუს სამხედროებს კონტაქტი ჰქონდათ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან.ჩვენს ინფორმატორს უბრძანეს ერთი საათის განმავლობაში დაეტოვებინა ზონა და ჩუმად ყოფილიყო.ა...

0
614
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0