x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ უნდოდა ხრუშჩოვს თურქეთის განადგურება ატომური ბომბით?
image

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინვე დაამტკიცა, რომ წამოსროლილ სიტყვებზე არავინ გამოეკიდებოდა .მოსწონდა ნიკიტას "მხურვალე" ემოციური მუქარის შემცველი გამოსვლები, რომელიც ხშირად იწვევდა პრობლემებს.




50-იანი წლების შუა ხანებში სსრკ ღიად უჭერდა მხარს ეგვიპტეს და პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩაიგდო. 1956 წლის შემოდგომაზე ხრუშჩოვმა ეგვიპტეს იარაღი და მრჩეველები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქვეყანას ისრაელის წინააღმდეგ ომში, ამ უკანასკნელის მხარეზე იყვნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი.




როდესაც ხრუშჩოვმა მიიღო საპროტესტო განცხადებები ორივე ქვეყნის ლიდერისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ "აგრესიული ეგვიპტის მხარდაჭერა" "მიუღებელი და მილიტარისტული" იყო, საპასუხოდ საბჭოთა ლიდერი ბირთვული დარტყმით დაემუქრა პარიზსა და ლონდონს და შეახსენა ამ უკანასკნელს, რომ "ჩვენი ჯარებმა უკვე იციან თქვენი ყველა ბაზის შესახებ. ”…


image

მუქარამ იმოქმედა - ისრაელის დასავლელმა მოკავშირეებმა შეამცირეს თავიანთი კონტიგენტები სინაის ნახევარკუნძულზე, ხოლო ხრუშჩოვი და მისი სამხედრო მრჩევლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნატო-სთან საუბარი მხოლოდ ძალების დემონსტრირებით და მუქარით იყო შესაძლებელი .





იმ დროისთვის სსრკ-ს სტრატეგიული ჯარები არ წარმოადგენდა ისეთ სერიოზულ დაჯგუფებას, როგორც ეს შემდგომი ათწლეულების დროს იყო, მაგრამ ხრუშჩოვს არ აინტრესებდა დიპლომატიური პოლიტიკა - სარაკეტო იარაღის მოყვარული თვლიდა, რომ "ერთი მუქარა" ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ექვსი თვის განმავლობაში დარწმუნების პოლიტიკა.




1957 წლის შემოდგომაზე, მარშალ გიორგი ჟუკოვის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის ადგილი დაიკავა მარშალმა როდიონ მალინოვსკიმ, - ჭკვიანი სტრატეგი, რომელიც კარგი ურთიერთობა ჰქონდა პარტიულ და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მისი პირველი გამოცდა იყო 1957 წლის სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი - ეგვიპტესა და სირიას სურდათ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, ხოლო ისრაელმა, რომელმაც შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა, დაიწყო ახალი დიდი ომისთვის მზადება.

image

თურქეთი მოულოდნელად ჩაება ამ ამბებში და კონფლიქტის ერთ-ერთი მხარედ წარმოჩინდა - ქვეყანა მხოლოდ ხუთი წლის წინ(საბერძნეთთან ერთად) გახდა ნატოს წევრი გახდა და პოტენციურად ჰქონდა ყველა შანსი გაეჩაღებინა მესამე მსოფლიო ომი.




ეგვიპტე-სირიის გაერთიანების მცდელობის ჩაშლის მიზნით, თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგდა რამდენიმე მძიმედ შეიარაღებული ბატალიონი, რომელთა რაოდნებამ 70 000-ს მიაღწია. ხრუშჩოვმა ოსტატურად გამოიყენა გამწვავება სირიის ირგვლივ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და გადაწყვიტა ღიად ჩარეულიყო კონფლიქტში.



იმ დროისთვის სსრკ-ს (ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან) ჰქონდა მეგობრული ურთიერთობები.



1957 წლის 19 ოქტომბერს, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებიდან ორი კვირის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში „საბჭოთა კავშირი განზე არ დადგება“. პრობლემა ის იყო, რომ ამ კარგ ურთიერთობებს ვერ ამაგრებდა ხელშეკრულება სამხედრო დახმარების შესახებ და ამიტომ ფორმალურად სსრკ ვერ ჩაერეოდა კონფლიქტში - ამის მიზეზი უბრალოდ არ არსებობდა. მაგრამ განცხადებას მაინც ჰქონდა სასურველი ეფექტი - ეგვიპტისა და სირიის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს ხრუშჩოვს მხარდაჭერისთვის და დაიწყეს აქტიური მოლაპარაკება გაერთიანების თემაზე და ამავე დროს, დაიწყეს აქტიური თავდაცვითი სამზადისი იმის იმედით, რომ საბჭოთა კავშირი საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებას გაუწევდა.



1957 წლის 20 ოქტომბერს სსრკ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მალინოვსკიმ ხრუშჩოვს ომის ორი სცენარი შესთავაზა: დაუყოვნებლივ ყველას წინააღმდეგ და თითოეულს ცალ-ცალკე. პირველი მოიცავდა ცალსახად ატომური ბომბდამშენების გაგზავნას, ხოლო მეორე- ატომური იარაღის შეზღუდულად გამოყენებას იმათ წინააღმდეგ, ვინც ყველაზე აგრესიულად იქცეოდა. თურქეთი ატომური დაბომბვის პირველი კანდიდატი აღმოჩნდა - სასაზღვრო რაიონებში მიტოვებულმა სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ თურქული მექანიზებული ქვედანაყოფები ემზადებიან აქტიური შეტევის დასაწყებად.

image


როდესაც მალინოვსკის ეს ინფორმაცია გადასცეს, მან სასწრაფოდ აიღო ყურმილი და დაურეკა ხრუშჩოვს. წინადადება მარტივი იყო - თურქეთის დედაქალაქზე პრევენციული დარტყმის მიყენება, რომელიც ადგილობრივ გენერალურ შტაბს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის შესაძლებლობას აღარ მისცემს.


ნიკიტა ხრუშჩოვმა "თურქებზე დარტყმას" ხანგრძლივი პაუზით უპასუხა, საბოლოოდ კი მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე უარი თქვა, მაგრამ გასცა ბრძანება, მოემზადებინათ ატომური ბომბი საბრძოლო გამოყენებისთვის. ამის პარალელურად მზადდებოდა სახმელეთო ოპერაცია - უკვე 1957 წლის 22 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურად დაინიშნა საბჭოთა კავშირის მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი, ორი დღის შემდეგ კი აქ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. ხრუშჩოვს არ დაუმალავს საკუთარი განზრახვა - პირიქით, საბჭოთა ლიდერი დემონსტრაციულად „ლესავდა დანას მტრის წინაშე“, თითქოს განუმარტავდა, თუ რა ელოდა თურქეთს, თუ სირიას თავს დაესხმებოდა და ორი ქვეყნის გაერთიანების მცდელობას ხელს შეუშლიდა.


საიდუმლო ინსტრუქციის თანახმად, თუ თურქეთი აგრესიას გამოიჩენდა სირიის მიმართ, ავიაციის მხარდაჭერით, მასიური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ატომური ბომბს ანკარაში ჩამოგდებდნენ, ამის შემდეგ საბჭოთა ჯარები ალყას შემოერტყამდნენ თურქეთის დედაქალაქს და მოითხოვდნენ კაპიტულაციას.



ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთზე თავდასხმა არ განხორციელებულა, იყო აშშ-ს პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის ზარი.ზოგიერთი ცნობით, მან სთხოვა ხრუშჩოვს „არ გაეკეთებინა სისულელეები“ და მიეცეს დრო ნატოს უახლოეს მოკავშირეებთან საკითხის მოსაგვარებლად.საბჭოთა ლიდერმა დაუჯერა აშშ-ს პრეზიდენტს, მაგრამ გეგმა არ გააუქმა.

image


კრიზისის გავლის შემდეგ სსრკ-სთვის კარგი არც არაფერი მომხდარა. 1958 წელს გაერთიანებული ეგვიპტისა და სირიის კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც სამი წლის შემდეგ 1961 წლის 28 სექტემბერს სირიამ გამოაცხადა ერთიანი სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, რა დროსაც საბჭოთა კავშირს ცალ-ცალკე მოუწია მოლაპარაკება თითოეულ ქვეყანასთან.



თურქეთში შეჭრის სქემა სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გენერალური შტაბის სამხედრო სეიფში იყო გადამალული და მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გამოაშკარავეს.


80-იანი წლების ბოლოს ექსპერტებმა გააანალიზეს როდიონ მალინოვსკის წინადადებები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამხედრო თვალსაზრისით, თურქეთში შეჭრა საბჭოთა არმიას რამდენიმე კვირიან უპირატესობას მიანიჭებდა, რომლის დროსაც ეგვიპტის და სირიის გაერთიანების პროცესის დასრულება შეიძლება. რაც შეეხება ატომური იარაღის გამოყენებას, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ დედაქალაქი ანკარა იყო სამიზნე - პორტებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს შემდეგ საბჭოთა კავშირს ტროფეის სახით აიღებდა.


image


image

ასევე იხილეთ

80 წლის წინ, 1941 წლის 18 ოქტომბერს იაპონიაში დააკავეს რიხარდ ზორგე, ბაქოში დაბადებული გერმანული წარმოშობის საბჭოთა ჯაშუში, რომელიც 1933 წლიდან დაკავებამდე აწვდიდა საბჭოთა მხარეს საიდუმლო მასალებს. რიხარდ ზორგემ, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" და მისმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა 32 საიდუმლო აგენტს, საბჭოთა მხარეს უამრა...



80 წლის წინ 1941 წლის 22 ივნისს, განთიადისას ვერმახტის ჯარები საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, ჰიტლერელთა სტრატეგიული მიზანი იყო საბჭოთა კავშირის უმოკლეს დროში, "ელვისებურად" დამარცხება, რომლის გეგმაც 1940 წელს შემუშავდა და ეწოდებოდა "ოპერაცია ბარბაროსა", ან "ბარბაროსას გეგმა". რატომ ჩაფლავდა " ბარბაროსას" გეგმა? ამ კითხვაზე პასუხი აი...


შესაძლოა 1983 წლის 26 სექტემბერი ყოფილიყო მსოფლიო ისტორიაში არა მხოლოდ ყველაზე მძიმე თარიღი, არამედ რადიკალურად შეეცვალა სამყაროს მომავალი ცხოვრება, რომ არა საბჭოთა ოფიცრის საღი განსჯა და გაბედული გადაწყვეტილება, რამაც 38 წლის წინ მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა. 1983 წელს ცივი ომმა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის პიკს მიაღწია, ერთი თ...


80 წლის წინ.1941 წლის 16 ივლისს, ალყის გარღვევის მცდელობისას, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი უგზო-უკვლოდ გაქრა. მალე ნაცისტურმა პროპაგანდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტალინის შვილი მათთან ტყვეობაში იმყოფებოდა. და რომ იგი თავის გადარჩენის მიზნით ნებაყოფლობით ჩაბარდა. მოგვიანებით, იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის შემდეგ, ...


1945 წლის მაისის დასაწყისში ბრიტანელმა სამხედროებმა ჩაძირეს გერმანული ხომალდები, სადაც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით პატიმარი იმყოფებოდა. ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები აღწერა სპეცსამსახურების ისტორიკოსმა დიმიტრი ხოხლოვმა. 1945 წლის 3 მაისს, ბალტიის ზღვაში, ლიუბეკის ყურეში, სამეფო საჰაერ...

0
545
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0