x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ადრეული აღმოსავლეთ აზიელები
ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები (Early East Asians) ჩამოყალიბებულნი იყვნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოვიდნენ ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. 100, 000-დან ძვ.წ. 60, 000 წლებში და შემდგომში გავრცელდნენ დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზეც. თანამედროვე ადამიანები ჩინეთში ცხოვრობდნენ როგორც ცალკეული, განსხვავებული მოდგმა ძვ.წ. 40, 000 წლიდან. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთის სამხრეთ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით ძვ.წ. 60, 000 წლიდან. ამ დიდი რეგიონის, ჩინეთისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ფილიპინები, ინდონეზია, ინდოჩინეთის ნახევარკუნძული) მოსახლეობა მთელი კაცობრიობის 30%-ს შეადგენს 2021 წლისთვის და სცილდება 2.3 მილიარდს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ რეგიონის ისტორია, ვინ ცხოვრობდა აქ, რომელი ჯგუფები გადაშენდნენ და რომლებმა შეიტანეს წვლილი დღევანდელი სახით ამ რეგიონის ხალხთა ჩამოყალიბებაში, ვინ შექმნა აქ პირველად მიწათმოქმედება და სხვა. ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი, რომლის დნმ-ის გაშიფრვაც მოხერხდა, ცხოვრობდა დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 40, 000 წლისთვის და წოდებულია, როგორც "ტიანიუელი კაცი" (Tianyuan man). მისი ნაშთები აღმოჩენილი იქნა პეკინთან ახლოს, დასავლეთით მდებარე ცნობილ პალეონანთროპოლოგიურ არქეოლოგიურ ადგილზე. 2016 წელს, დოქტორ ქიაომეი ფუს მოლეკულურმა პალეონტოლოგიურმა ლაბორატორიამ, პალეონტოლოგიისა და პალეონანთროპოლოგიის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ ბეიჯინგში (პეკინში) დაადგინა, რომ ეს ადამიანი და მისი მოდგმა, რომელსაც უწოდეს ადრეული აღმოსავლეთ აზიელები, არიან დღევანდელი აზიელების და ევროპელების დიდი ნაწილის და ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის წინაპრები. ტიანიუელი კაცის Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი იყო K2b, ხოლო მიტოქონდრიული - B.

ჰაპლოჯგუფმა K2b-ს შთამომავლობამ შემდგომ ათასწლეულებში წარმოშვა შემდეგი Y-ჰაპლოჯგუფები:

ერთი მხრივ: K2b1, რომელმაც თავის მხრივ კიდევ წარმოშვა ჰაპლოჯგუფი S (K2b1a) და M (K2b1b)


მეორე მხრივ კი: P (იგივე K2b2), რომელმაც თავის მხრივ კიდევ წარმოშვა ჰაპლოჯგუფი P1 და P2. აქედან P1-მა წარმოშვა ჰაპლოჯგუფები R და Q.

ჰაპლოჯგუფი R წარმოიშვა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის ციმბირის ან შუა აზიის ტერიტორიაზე. ასევე Q წარმოიშვა დაახლოებით ამავე პერიოდში (ძვ.წ. 25, 000 წლისთვის) ამავე ტერიტორიებზე, ციმბირში ან შუა აზიაში.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


საერთოდ, ჩინეთის ტერიტორიაზე უძველესი თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის ცხოვრების კვალი უკვე აღინიშნება ძვ.წ. 125, 000 - 80, 000 წლებიდან. მაგრამ ცალკე, სხვა რეგიონებში გავრცელებული ჰომო საპიენსებისგან განსხვავებულ მოდგმად ჩამოყალიბდნენ ადრეული აღმოსავლეთ აზიელები ძვ.წ. 40, 000 წლისთვის. ეს განსხვავებულობა აჩვენა სწორედ ტიანიუელი კაცის თავის ქალას ანთროპოლოგიურმა კვლევამ, მისი ქვედა ყბის მახასიათებლები განსხვავდებოდა მაშინდელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის მონადირე-შემგროვებლებისგან. იზოტოპურმა ანალიზმა გაარკვია, რომ ამ ხალხის უმთავრესი საკვები იყო მდინარის თევზი და საერთოდ მტკნარი წყლის თევზი. მან გამოამჟღავნა დიდი გენეტიკური ნათესაობა ბელგიაში, ნამურის პროვინციაში, გოიეთის გამოქვაბულებში აღმოჩენილ ადამიანის ნარჩენებთან, რომლის სამეცნიერო სახელწოდებაა GoyetQ116-1, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მისი მსგავსი გენეტიკის ადამიანი მეორე არ აღმოჩენილა დასავლეთ ევრაზიის არცერთ ძველ ეპოქაში.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფუძისეული, ბაზალური ადრეული აღმოსავლეთ აზიელები დაახლოებით ძვ.წ. 50, 000 წლისთვის გამოეყვნენ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კონტინენტურ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე და რომლებიც სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელდნენ როგორც ჩრდილოეთით ჩინეთისკენ, ასევე სამხრეთით ინდონეზიისკენ. სწორედ ბაზალური ადრეული აღმოსავლეთ აზიელები იყვნენ მონღოლოიდური რასის პირველი წარმომადგენლები დედამიწაზე.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


აღმოსავლეთ აზიაში დიდი მასშტაბის გენეტიკურმა კვლევებმა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა ჩამოყალიბდა ორი ერთმანეთეისგან განსხვავებული მოდგმის შერევის შედეგად, ეს შერევა კი დაიწყო ძვ.წ. 8000 წლიდან, რაც უკავშირდებოდა მიწათმოქმედების ჩამოყალიბებას და გავრცელებას. გენეტიკოსებმა გამოიკვლიეს ვიეტნამის ტერიტორიაზე არსებული ჰოაბინიური კულტურის (ძვ.წ. 12, 000 - 10, 000 წწ.) მონათესავე მოსახლეობის, ლაოსისა და მალაიზიის ტერიტორიებზე ძვ.წ. 6000-2000 წლებში მცხოვრები ორი მონადირე-შემგროვებლის გენომი და აღმოაჩინეს, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ ადრეული აღმოსავლეთ აზიელებისგან განსხვავებულ მოდგმას. როგორც ბოლო კვლევები ცხადყოფს, ჰოაბინიელი მონადირე-შემგროვებლები არსებობდნენ ძვ.წ. 2000 წლამდეც კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


როგორც ეს მოდგმა, ასევე ტიაიუნელი კაცის მონადირე-შემგროვებელთა მოდგმა ანუ ადრეული აღმოსავლეთ აზიელები იქნენ მეორე ადგილზე გადაწეული და დღევანდელი აღმოსავლეთ აზიელები კიდევ ერთმა დიდმა და ძლიერმა მოდგმამ ჩამოაყალიბა დომინანტურად, ესენი იყვნენ ის ხალხი, ვინც ამ რეგიონში პირველებმა დაიწყეს მიწათმოქმედებაზე გადასვლა. არქეოლოგიურ ადგილებში მცენარეების ნარჩენების კვლევით, მეცნიერებმა უკვე იციან, რომ დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე, ადამიანებმა პირველად დაიწყეს მიწათმოქმედება ყვითელი მდინარის აუზში, როცა მათ გააკულტურეს ფეტვი ძვ.წ. 8000 წლიდან. ამავე პერიოდიდან უფრო სამხრეთით, ასევე დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ მდინარე იანძის აუზშიც ადამიანებმა პირველად დაიწყეს ბრინჯის კულტურული ჯიშების მოყვანა.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


ევროპისგან განსხვავებით, სადაც ძვ.წ. 7000 წლიდან იქნა შეტანილი ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთელების მიერ მიწათმოქმედება, აღმოსავლეთ აზიაში ნეოლითურ პერიოდზე გადასვლა ლოკალურად მოხდა, ადგილობრივი ხალხის მიერ და არსაიდან განხორციელებულა მიგრაცია. ამის შემდეგ მოსახლეობა ძალიან გამრავლდა, შეიძინა სხვა მაღალკულტურული ნიშნები, გააშენა დიდი სოფლები, დაბები, ქალაქები, რაც დაგვირგვინდა ძვ.წ. 2000 წლიდან პირველი დინასტიების ჩამოყალიბებით.

ჩინეთში, იანძის აუზში ძვ.წ. 8000 წლიდან ბრინჯის მოყვანის დაწყების შემდეგ, ხალხს დიდი რაოდენობით საკვები გაუჩნდა, გამრავლდა და სულ მალე მოახერხა გაფართოება და სამიწათმოქმედო კულტურის გავრცელება სამხრეთისკენ, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, ისევე, როგორც ჩინეთის უფრო ჩრდილოეთ მხარეებშიც. ამ ხალხმა მოახერხა რომ გადაეფარათ ადგილობრივი მონადირე-შემგროვებლების გენეტიკა და რეგიონში, როგორც აღმოსავლეთ აზიაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სრული დომინაცია მოეპოვებინათ მომდევნო ათასწლეულებში. სწორედ ამიტომაა დღევანდელი მოსახლეობა ამ რეგიონებში, სწორედ ამ მიწათმოქმედთა შთამომავალი და ნაკლებად ადგილობრივი, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის მონადირე-შემგროვებლების. ზუსტად ასეთივე რამ მოხდა ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე, ციმბირში. უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები და პალეოციმბირელები არ იყვნენ დიდად მონათესავე ხალხები დღევანდელი ციმბირელი ხალხების. დღევანდელი ციმბირელი ხალხების დიდი ნაწილის წინაპრები სწორედ ჩინეთის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით მიგრირებული პირველი პროტო-ჩინელი მიწათმოქმედები არიან.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


დღევანდელი აღმოსავლეთ აზიელები გენეტიკურად დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ მონადირე-შემგროვებლების განსხვავებულ ჯგუფებს ბევრად გადააჭარბეს პირველმა მიწათმოქმედებმა ჩინეთში და სწორედ ისინი გახდნენ სრულიად დომინანტურნი. მონადირე-შემგროვებლობის პერიოდში, პალეოლითისა და მეზოლითის პერიოდებში კი ჩინეთის ტერიტორიის მოსახლეობა ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახლდათ. გენეტიკური კვლევების დაწყებამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ყვითელი მდინარის აუზში მცხოვრები ხალხის გენეტიკა განსხვავებული იქნებოდა მის სამხრეთით, ჩინეთის სანაპიროებზე მცხოვრები ხალხის გენეტიკისგან, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და გაირკვა, რომ ამ ორი რეგიონის ხალხი უკვე ერთნაირი გენეტიკის და მოდგმის იყო უკვე ძვ.წ. 7000 წლიდან და ამ დროიდან ჩინეთის ტერიტორიაზე დღევანდელი ჩინელების წინაპარი ნეოლითური ხალხი უკვე დომინანტურნი იყვნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ყვითელი მდინარის ხალხის გენეტიკა ბევრად უფრო დიდია დღევანდელ ჩინელებში, ვიდრე სამხრეთ ჩინეთის სანაპიროს მიწათმოქმედების.


ადრეული აღმოსავლეთ აზიელები


წყარო: Ancient DNA is revealing the genetic landscape of people, who first settled East Asia - theconversation.com;

წყარო 2: Ancient human genomes shed new light on East Asia's history - nature.com;

წყარო 3: Tianyuan man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0