საზოგადოება აფხაზი აფრიკელები - როგორ მოხვდნენ აფრიკელი შავკანიანები აფხაზეთში? 2021, 6 ნოემბერი, 21:28 აფრიკელები სახლობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ასიმილაციის პროცესი XVII ს-ის პირველ ნახევარში უნდა დაწყებულიყო.
მათი დასახლებების (ორი თუ სამი სოფელი ქონდათ) წარმოშობის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად არის არგუმენტირებული და გამყარებული, გვიყვება თუ როგორ შეიძინა აფხაზეთის მთავარმა შერვაშიძემ თურქებისაგან აფრიკელი მონები მიწის დასამუშავებლად, ციტრუსების მოსაყვანად და ზოგადად, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისათვის.
რადგანაც ფეოდალურ საქართველოში და არც ქართველი ხალხის მეხსიერებაში არ არსებობდა ცნება მონათმფლობელობა, შეძენილი მონა-აფრიკელები გახდნენ შერვაშიძის ყმები, როგორც სხვა დანარჩენი აფხაზი და მეგრელი გლეხები, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი სამართლებრივ-უფლებრივად და საზოგადოებრივი სოციალური სტატუსით აღმოჩნდნენ ადგილობრივი გლეხების თანასწორნი. სწორედ ამან განაპირობა მშვიდობიანი და თანასწორი თანაცხოვრება ადგილობრივ აფხაზებთან და მეგრელებთან საუკუნეების მანძილზე, მითუმეტეს რომ მათ მალევე აითვისეს აფხაზური და ქართული ენები მარტივად, მიიღეს ქართული ტრადიციები და ცხოვრების წესი, შთამომავალებსაც ქართული ტრადიციების შესაბამისად ზრდიდნენ, სახელებსაც ქართულს არქმევდნენ.
ყველაზე გავრცელებული გვარი აფრო-აფხაზებს შორის იყო აბაში - ეს სიტყვა გამოიყენებოდა დასავლეთ საქართველოში შავკანიანის აღსანიშნად, აღმოსავლეთში უწოდებდნენ ზანგს, რომელიც არაბული ენიდან შემოვიდა ქართულში.
აბაში მეგრულ-ლაზურ ენაზე ნიშნავდა აბისინიელს (ეთიოპიელს) და პირველად მოხსენიებულია მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მურვანის არმიაში მომსახურე აბაში (აბისინიელი) მეომრები წაიღო ადიდებულმა აბაშამ და ცხენისწყალმა.
რაც შეეხება თუ სად არის ეს ხალხი ახლა: აფრო-აფხაზები დღეს პირვანდელი სახით აღარ არსებობენ, რადგან საუკუნეების მანძილზე მოხდა სრული კულტურულ-გენეტიკური შერევა ადგილობრივ აფხაზურ, მეგრულ და აფსუა მოსახელეობასთან და მათი კვალი იკარგება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან. თუმცა ახლაც ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე თეთრკანიანი მათი შთამომავლები, რომლებიც თავიდან ბოლომდე აფხაზებად აღიქვამენ თავს და ერთადერთი შეიძლება სუსტად შეიმჩნეოდეს მათ გარეგნობაში აფრიკული ნაკვთები (ტუჩები, ცხვირი, ყურები და ა.შ).
210 3-ს მოსწონს
|