x
image
თამილა გურაშვილი
ბრიტანეთმა მსოფლიოში პირველმა აღიარა მოლნუპირავირი COVID-19-ის სამკურნალოდ
image
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა მოლნუპირავირის გამოყენება ახალი კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა საჯიდ ჯავიდმა განმარტა, ეს არის ამერიკული კომპანია Merck&Co-ის მიერ წარმოებული პრეპარატი.





„დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Merck&Co-ის COVID-19 წამალი, "მოლნუპირავირი" - აღნიშნა ჯავიდმა Twitter-ზე.





Merck-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, "მოლნუპირავირი" დამტკიცებულია COVID-19 მსუბუქი და ზომიერი დაავადების სამკურნალოდ მოზრდილებში SARS-CoV-2 დადებითი ტესტით და მძიმე ავადმყოფობის მინიმუმ ერთი რისკის ფაქტორით.






როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მაცხოვრებლები "მოლნუპირავირის" მიღებას კომფორტულ პირობებში - სახლში შეძლებენ. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა კონტროლის ადმინისტრაციამ ამერიკულ პრეპარატს "უსაფრთხო და ეფექტური" უწოდა.







”ახლა ვმუშაობ მთავრობის პროფესიონალ თაგუნდსა და ნაციონალური ჯანდაცვის სისტემასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ წამალი მიეწოდოს ყველაზე დაუცველ პაციენტებს რაც შეიძლება სწრაფად.” - თქვა ჯავიდმა და წამლის დამტკიცებას უწოდა ”ისტორიული ეტაპი ქვეყნისთვის”.






მანამდე კომპანია Merck & Co-მ გამოაცხადა მოლნუპირავირის ტაბლეტების წარმატებული ტესტირება. აღინიშნა, რომ პრეპარატი ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და COVID-19-ით სიკვდილის რისკს 50%-ით. ცნობილია, რომ კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა სიმძიმის კორონავირუსით დაავადებული 775 პაციენტი, რომლებიც კლასიფიცირებულნი იყვნენ, როგორც გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები სხვა დაავადებების არსებობის გამო. კვლევის არც ერთი მონაწილე არ იყო ვაქცინირებული.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0