სხვა "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი 2021, 20 დეკემბერი, 14:32 ყვავი ძალიან ჭკვიანი ფრინველია – ყველაზე ჭკვიანიც კი, როგორ ფრინველებს, ისე ცხოველებს შორის. ისინი 250–მდე სხვადასხვა ხმოვან სიგნალს იყენებენ და მათ შორის, არის გამაფრთხილებელი სიგნალებიც. მაგ., ასეთი: «ფრთხილად, კატა!», «ფრთხილად, მიმინო!», «ფრთხილად, ადამიანი!»... ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ყვავებისთვის, «სავაჭრო ავტომატი» შექმნეს. იმისთვის, რომ ფრინველებს ხორცი მიეღოთ, მათ «ავტომატის» ნაპრალში პატარა ზომის ქაღალდი უნდა ჩაედოთ. ყვავები მალე მიხვდნენ, რომ თუ ქაღალდი «ავტომატში» მოხვდებოდა, ტიხარი იხსნებოდა, რომელიც მათ საკვებს შორის იყო და თავიაანთი «ჟეტონები» ჩაყრა დაიწყეს. ხოლო, როდესაც მეცნიერებმა მათ დიდი ფურცელი მისცეს, რომელიც «ავტომატის» ნაპრალში არ ეტეოდა, იმის შესამოწმებლად მიხვდებოდნენ, თუ არა, რომ «ჟეტონი» უნდა გაეკეთებინათ, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ყვავმა, დავალებას თავი კარგად გაართვა — ნისკარტით და ფეხებით ქაღალდი შესაფერის ნაწილებად დახიეს და ხორცის მისაღებად, ნაპრალში მოათავსეს. აღნიშნულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ ფრინველებს საკვების მოსაპოვებლად, საჭირო იარაღის შექმნა შეუძლიათ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალიან ჭკვიანები არიან. არხის სხვა სიახლეები:1. 25 ფაქტი სტალინის შესახებ - ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ წერია2. რა აჩუქა ყვავმა მამაკაცს, რომელიც მის ოჯახზე ზრუნავდა3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე4. თუ გვინდა, რომ ახალი წლიდან მშვიდად ვიცხოვროთ, ეს 3 რამ თავიდან უნდა მოვიშოროთ!5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)280 4-ს მოსწონს
|