საზოგადოება "შენნაირ გოგონებს სხვანაირად უყურებენო..." 2021, 1 ნოემბერი, 15:12 შენნაირ გოგონებს სხვანაირად უყურებენო...
- რანაირად? გულწრფელად მაინტერესებს.
- აი ისე, არასერიოზულად, საწადელისთვის რომ უნდათ და მერე გზას განაგრძობენ, თავისას აისრულებენ, ცოლად მოსაყვანად და შვილების გასაჩენად რომ არა, რამდენიმეჯერ გასართობად რომ უნდათ მხოლოდ, ამნაირად უყურებენ...
და ამას მეუბნება ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი, რომელიც ერთად ყოფნიდან 6 თვის თავზე მხოლოდ იმის გამო გამშორდა, რომ ჭკუიდან შლიდა ჩემი სიყვარული, რომელიც დღემდე მიმეორებს, რომ იმდენად კარგი, ლაღი და თავისუფალი ვარ, ამას ვერცერთი კაცი აიტანდა..
“ჩემნაირი გოგონები"... - ანუ ჩვეულებრივი, მაგრამ არაჩვეულებრივი გოგონები, ჩემნაირი, ბიჭებისთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, მანამ, სანამ არ შეუყვარდებათ ისინი.
- ჩემო ძვირფასო, მინდა გითხრა, რომ მე არ ვარ “იმნაირი", ერთი და ორი დღის ან ღამის სურვილის დასაოკებლად რომ მომინდომოს მამაკაცმა და ეგ შენ საკუთარ თავზე გამოსცადე.
შენისთანა მენტალიტეტის, შეგნების მქონეთ გაქვთ კომპლექსი, საკუთარი ნების გადაულახავობის, არასრულფასოვნების, შიშის, ხალხის ზეგავლენი და კიდევ უამრავი რამის, რაც “ჩემნაირ გოგონებთან" ურთიერთობისას ხელს გიშლით, გაშინებთ, თავს გაკარგვინებთ და მერე მოთქვამთ და ტირიხართ პატარა უგზოუკვლოდ დაკარგული ბავშვებივით, - მოდიხართ და აქეთ გვსაყვადურობთ ვერ გარჯულებთო!
ჩვენს თავისუფლებას ოთხ კედელში ვერ კეტავთ ოჯახის სტატუსით, შვილებს ვერ გვაჩენინებთ დატუსაღების მიზნით, მეგობრებს ვერ გვაკარგვინებთ თქვენი ობმოდებული ეჭვიანობის განსაწმენდად, თქვენს ჭკუაზე ვერ გვატარებთ, ჭკუაზე, რომელიც არც კი გაქვთ, ან თუ გაქვთ იმდენად დაკონსერვებული, თავადვე გრცხვენიათ ამ ჭკუის და უკვე აღარ იცით როგორი ერთი ბრალდებით გადმოგვაბრალოთ თქვენი ჩაკეტილობა.
“ჩემნაირი გოგონები" ხალისიანნი, ბედნიერნი, ერთგულნი და მოსიყვარულენი არიან, თავისუფლად ანაწილებენ დროს მეგობრების, საყვარელი ადამანის, გართობის, წერის, კითხვის, ცეკვის, დალევის, მთაში ხეტიალის, ოჯახისა თუ სამსახურისთვის.
შენნაირი ბიჭები კი ჩემნაირ გოგონებზე დამოკიდებულნი ხდებიან, რადგან მე ქარივით ვარ, ყოველთვის იქეთ და ისე დავუბერავ, როგორი სიმძლავრით და გეზითაც მინდა, შენ კი უბრალოდ ვერ გამომყვები.
“ჩემნაირი გოგონები" არასდროს ეჭვიანობენ, რადგან იციან, რისი გამკეთებლები არ არიან შენნაირი ბიჭები.
“ჩემნაირი გოგონები" სიურპრიზებით არიან სავსე, სულ იმაზე ფიქრობენ, დღეს რით გაგახარონ, ხვალ რით გაგაოცონ, ზეგ როგორ აღგაფრთოვანონ და, შენნაირ ბიჭებს ისე ახვევს თავბრუს ეს ყველაფერი, ისე აგიჟებთ და ასულელებთ, ნატრობენ, სიგიჟიემდე მიდიან ისე ძლიერ ნატრობენ - ასეთი ჩემნაირი გოგონები სამუდამოდ ჩაიგდონ ხელში, გამოკეტონ გალიაში, ჩასვან კოლბაში, გულზე ჩამოიკიდონ და ისე ატარონ, რომ არავინ შემოგვხედოს, რომ არავინ დაგვინახოს, რომ არავინ დატკბეს ჩვენით სხვა, - აი ამიტომაც დგახარ ეხლა და იძახი, რომ “ჩემნაირ გოგონებთან" მხოლოდ გართობა შეიძლება, - რადგან სხვა მეტის უფლებას არც გაძლევთ თქვენნაირ ბიჭებს, ზუსტადაც, მხოლოდ გართობა, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, თავისუფალი, ლაღი, ლამაზი, თვალწარმტაცი, მგზნებარე და ზღვა ემოციებით სავსე, - და შენ და შენნაირებს, ეს გაწუხებთ მხოლოდ, ჩვენი უზომო სიყვარული და თავისუფლება საკუთარი თავისა და სურვილების!
შენნაირ ბიჭებს, მხოლოდ ჩემნაირი გოგონების სიყვარული შეუძლიათ, რადგან მხოლოდ იმ პერიოდში ხდებით საკუთარ თავებზეც შეყვარებულნი, - ძალას გმატებთ, ცხოვრებას და სიცოცხლის ხალისს, აზრს, ტკბობას გასწავლით, ხოლო როდესაც ხვდებით, რომ ჩვენს დაკარგვასთან ერთად, საკუთარი თავის სიყვარულსაც კვლავ დაკარგავთ, იმხელა შიში გიპყრობთ, დგებით აესე უბრალოდ და გარბიხართ.
დგახართ მერე და აქეთ გვადანაშაულებთ, ისევ იმის შიშით, რომ სხვა არ შეგვეხოს მაინც, გვაფრთხილებთ თითქოს, რომ “ჩემნაირ გოგონებს" სერიოზულად არ უყურებენ.. - უყურებენ, ჩემო საყვარელო, უყურებენ, ისევე, როგორც შენ მიყურებდი და მიყურებ ხოლმე ყოველი ჩვენი შეხვედრისას და ეს გაშინებს, რადგან კვლავ არ გსურს ჩემი გაშვება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ გავუშვით ხელი ერთმანეთს, მაინც ვერ მელევი, გიყვარვარ ისევ და ამიტომ.
დგახარ მერე და მსაყვედურობ, ბრაზობ და ემოციებს ვერ აკონტროლებ, თავდაკარგული, ახლოს მოსული რომ თრთი და კანკალებ, თავს რომ ვერ თოკავ და თავს თავის ხელში აყვანას ისე ძლიერად აძალებ, სადაცაა რომ გაიხლიჩები და გასკდები ბოღმით, ბრაზით, სიყვარულით, შურით, ჩამოუყალიბებელი ემოცია-განცდებით და შიშით, რომ კვლავ კარგავ თავს! - და კი, კვლავ დაკარგავ თავს, რადგან ჩემნაირ გოგოებს, შენნაირი ბიჭები ვერ ივიწყებენ და იმედია ვერც ვერასდროს დამივიწყებ, რადგან მუდმივად გახსოვდეს,
– რამდენიც არ უნდა იძახო, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, გულის სიღრმეში იცი,
რომ შენ უბრალოდ ვერ გაუძელი,
რომ შეგეშინდა,
რომ მე შენს გამო ფრენას ნამდვილად არ შევწყვეტდი და გაიქეცი, რადგან არ გეყო ძალა, სიმამაცე, თავისუფლება, - შენც ჩემთან ერთად გეფრინა!
შენ უბრალოდ მხდალი ხარ. და ისევ შეყვარებული.
და პრობლემაც მხოლოდ შენს დამოკიდებულებაშია და არა ჩემს უბარალო, მარტივ, ლამაზ ხასიათში.
/ სახლი მეზობლად /
48 1-ს მოსწონს
|