საზოგადოებრივი უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები 2021, 2 ნოემბერი, 8:00 უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები 2 ათასწლეულის შემდეგ ჩამოყალიბდნენ მას მერე, რაც ევროპის კონტინენტზე ახლო აღმოსავლეთიდან გადავიდნენ და დასახლდნენ კრო-მანიონელები ძვ.წ. 46, 000 წლიდან. კრო-მანიონები თუ ევროპაში და დასავლეთ აზიაში (სამხრეთ კავკასია, ლევანტი, ანატოლია) ჩამოყალიბდნენ და ცხოვრობდნენ, მათი მსგავსი პოპულაცია დასახლდა და ჩამოყალიბდა ციმბირის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ რუსეთში, ურალის მთების აღმოსავლეთით, რუსეთის აზიურ ნაწილში, ყაზახეთის ჩრდილოეთით გადაშლილ არსებულ ფართო და ცივ მიწებზე ძვ.წ. 32, 000 წლიდან. ეს მოდგმა იყო დიდწილად კავკასოიდური რასის, ნაწილობრივ შერეული მონღოლოიდურთან. სწორედ ამ ხალხში ჩამოყალიბდა პირველად ქერა თმა (KITLG) დაახლოებით ძვ.წ. 16, 000 წლისთვის და მათგან გავრცელდა ევროპაში სადაც იქამდე ხალხს ჰქონდა ხორბლისფერი ან ოდნავ უფრო მუქი კანი, იყო კავკასოიდური რასის და მუქი ლურჯი ან ცისფერი თვალები. მაგრამ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების ევროპაში გავრცელებამდე ევროპელებს არ გააჩნდათ ქერა თმა. რაც შეეხება ევროპელების და საერთოდ, კავკასოიდების მახასიათებელ კიდევ ორ თვისებას, როგორიცაა თეთრი ან ხორბლისფერი კანი და ღია ფერის (ცისფერი, ლურჯი, მწვანე) თვალები, ეს ყველაფერი არ უკავშირდება ციმბირს. ღია ფერის თვალები (OCA2) პირველად ჩამოყალიბდა მესოპოტამიაში, შუამდინარეთში დაახლოებით ძვ.წ. 40, 000 წლისთვის და იქიდან მალევე გავრცელდა მეზობელ რეგიონებში და ევროპაში. ასევე თეთრი კანი (SLC24A5 და SLC45A2) ჩამოყალიბდა ამავე რეგიონში, მესოპოტამიაში, დაახლოებით ძვ.წ. 26, 000 წლისთვის და გავრცელდა ევროპაში და ახლომდებარე რეგიონებში. სიკორას მიხედვით (Sikora et. al. 2018) უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები იყვნენ მამის მხრიდან წინაპრები როგორც პროტო-თურქული ხალხის, ასევე პროტო-ინდო-ევროპელების. ყველაზე ძველი ინდივიდი უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებს შორის, რაც კი აქამდე აღმოჩენილა, არის მამაკაცი - Yana RHS, რომლის Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი იყო P1. ეს ჰაპლოჯგუფი არის წინაპარი ინდო-ევროპული "R"-ის და თურქიკული და ადგილობრივი ამერიკელების "Q"-სი. მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფით კი Yana RHS იყო - U, რითაც ენათესავებოდა ევროპელ კრომანიონებს და საერთოდ ადრეულ დასავლეთ ევრაზიელებს. ადრეული დასავლეთ ევრაზიელების (Early West Eurasians - EWE) უძველესი აღმოჩენილი წარმომადგენლები გახლავთ რუსეთის ევროპულ ნაწილში ნაპოვნი სუნღირის / სუნგირის სამარხები (Sunghir / Sungir), რომელიც ზედა პალეოლითით არის დათარიღებული (დაახლოებით ძვ.წ. 30, 000 წლით). ასეთივე მნიშვნელობის აღმოჩენა გაკეთდა ჩინეთში, პეკინთან ახლოს და მას უწოდეს ტიანიუელი კაცი (Tianyuan man), რომელიც არის აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი უძველესი ჰომო საპიენსი, რომელიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ აზიაში და ცხოვრობდა ძვ.წ. 40, 000 წლისთვის. ამიტომ ის და მისი მოდგმა იწოდება, როგორც ადრეული აღმოსავლეთ აზიელი (Early East Asian). ამ ადამიანის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი იყო B, ხოლო Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი - K2b, რომელიც, როგორც ჩანს, პირდაპირი მამობრივი წინაპარი გახდა უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელებისთვის, ვინაიდან K2b-მ წარმოშვა P (იგივე K2b2) ჰაპლოჯგუფი დაახლოებით ძვ.წ. 33, 000 წლისთვის. მან კი P1 (ასევე წოდებული, როგორც P-M45 ან K2b2a) დაახლოებით ძვ.წ. 31, 000 წლისთვის ჩინეთ-მონღოლეთის ტერიტორიაზე. ამან კი წარმოშვა R ჰაპლოჯგუფი ციმბირის და აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 25, 000 წლისთვის. დადგინდა, რომ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელი (ANE) Yana RHS იყო გენეტიკურად 75%-ით ადრეული დასავლეთ ევრაზიელი (EWE), ხოლო 25%-ით ადრეული აღმოსავლეთ აზიელი (EEA). უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები (Ancient North Eurasian - ANE) - ეწოდება იმ მოდგმას, რომელიც განსახლებული იყო ჩრდილოეთ ევრაზიაში, აღმოსავლეთ რუსეთის, ციმბირის ტერიტორიებზე (იანას გენეტიკური კომპონენტი ჩრდილოეთ ციმბირიდან), მალტა-ბურეტის კულტურაში (Malta-Buret culture - ძვ.წ. 22, 000-13, 000 წწ.) და მათთან დაკავშირებულ, მათი მოდგმის სხვა ხალხებს. შესამჩნევი რაოდენობა უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკისა არის დღევანდელ სხვადასხვა პოპოლაციაში, მაგალითად ევროპელებში და ასევე ადგილობრივ ამერიკელებში. დღესდღეობით, ყველაზე ძველი ნამარხი, რომელიც ატარებდა ღია ფერის თმასთან ასოცირებულ გენეტიკურ მუტაციას ეკუთვნის სწორედ უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელ (ANE) ქალს, რომელიც აღმოჩენილი იქნა ციმბირში აფონტოვას გორა 3-ზე და დათარიღებულია ძვ.წ. 16, 000 წლით. შედარებითი მითოლოგიის მეთოდის სპეციალისტების თქმით, როგორც ინდო-ევროპულ, ისე ადგილობრივი ამერიკელი ხალხების მითოლოგიაში არსებული ნარატივი რომ სულეთის, საიქიოს შესასვლელს იცავს ძაღლი, არის გადასული მათში სწორედ ANE-ს ხალხის მითოსის გავლენით. ეს ხალხი ახლოს ენათესავებოდა პალეოლითის და მეზოლითის ევროპელ მონადირე-შემგროვებლებს, საუბარია როგორც კრო-მანიონებზე, ასევე დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებზე, აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებზე და კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებზე. უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების (ANE) შთამომავლობა განისაზღვრება იანას მარტორქის რქის არქეოლოგიურ ადგილზე (RHS) და "მალტელი ბიჭის" (Mal'ta boy), იგივე MA1-ის შთამომავლობით და ნათესავი ხალხით. ეს ე.წ. "მალტის ბიჭი" აღმოაჩინეს 1920-იან წლებში და ცხოვრობდა ძვ.წ. 22, 000 წლისთვის ცენტრალური ციმბირის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები ატარებდნენ გარკვეულწილად უძველეს აღმოსავლეთ ევრაზიულ გენეტიკასაც (Ancient East Eurasian), როგორიცაა მაგალითად ტიანიუელი კაცი (Tianyuan man). სიკორას მიხედვით (Sikora et. al. 2019) უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები (ANE) იყვნენ ორი მთავარი მოდგმის შერევით წარმოშობილნი: ადრეული აღმოსავლეთ ევრაზიელები (Early West Eurasians), რომლებსაც დაახლოებით 22%-ით შეერივნენ ადრეული აღმოსავლეთ აზიელები (Early East Asians). მაგალითად ზევით აღნიშნულ ადამიანის ნამარხს - იანა RHS-ს ჰქონდა ადრეული აღმოსავლეთ აზიელების გენეტიკა 29%-ით. ის გარდაიცვალა ძვ.წ. 25, 000 წლისთვის. ეს შერევა მოხდა მალევე, მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევრაზიელები და აღმოსავლეთ ევრაზიელები გამოეყვნენ ერთმანეთს და ერთმანეთისგან განსხვავებულ პოპულაციებად ჩამოყალიბდნენ. MA1-ის და იანას (Yana) გენეტიკის მსგავსი მოსახლეობა, იგივე უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელები იღებდნენ დიდ მონაწილეობას ადგილობრივი ამერიკელების, ევროპელების, შუა აზიელების და სამხრეთ აზიელების ჩამოყალიბებაში. ბრინჯაოს ხანის იამნაიას (ძვ.წ. 3300-2600 წწ.) და აფანასევოს კულტურებს (ძვ.წ. 3300-2500 წწ.) სამხრეთ რუსეთის ტერიტორიებზე, ჰქონდათ 50%-მდე უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკა. მორენო-მაიარის მიხედვით (Moreno-Mayar et. al. 2018) ადგილობრივ ამერიკელებს 30%-მდე ჰქონდათ სწორედ ციმბირის მალტა-ბურეტის კულტურის ხალხის (ANE) გენეტიკა ჰქონდათ. ამ ხალხის გენეტიკას ადგილობრივი ამერიკელ ხალხებს შორის ყველაზე ნაკლები პროცენტით შეიცავდა ესკიმოსები და ალასკელი ადგილობრივები, ვინაიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ადგილობრივებისგან განსხვავებით, ისინი ამერიკაში გადავიდნენ ბევრად მოგვიანებით - ძვ.წ. 3000 წლისთვის, როცა დანარჩენი ამერიკელი აბორიგენები რუსეთის ტერიტორიიდან ბერინგიის გავლით გადადიოდნენ ამერიკაში ძვ.წ. 30, 000 წლიდან მოყოლებული, მანამ არ მოხდა ამ სახმელეთო ხიდის წყლით დაფარვა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის. ამ პირველი ტალღებისას გადასული ადგილობრივი ამერიკელები, მაგალითად ანდების რეგიონში, მაღალ, 30%-მდე გენეტიკურ ნათესაობას ამჟღანებდნენ უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებთან. ამერიკელი აბორიგენები ასევე შეიცავდნენ აღმოსავლეთ აზიელების გენეტიკას. ასევე ციმბირის ტერიტორიაზე, აფონტოვას გორაზე აღმოჩენილ, ძვ.წ. 15, 000 წლის წინ გარდაცვლილ ინდივიდსაც (afontova Gora-2) იგივე გენეტიკა აღმოაჩნდა, რაც ძვ.წ. 22, 000 წლისთვის, ციმბირში მცხოვრებ "მალტას ბიჭს". ეს და სხვა აღმოჩენები მეტყველებს ამ მოდგმის, უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების სწორედ ამ ტერიტორიებზე ათასწლეულების განმავლობაში უწყვეტ ცხოვრებაზე და როგორც ლაზარიდისიც აღნიშნავს (Lazaridis et. al. 2016:10) მათ გავრცელებაზე თითქმის მთელი ევრაზიის მასშტაბით. მათი გენომი შევიდა ასევე დასავლეთ ევროპაშიც იამნაიას კულტურის ხალხის, ინდო-ევროპელების გავრცელების შედეგად ძვ.წ. 2000 წლიდან ჯერ ცენტრალურ ევროპაში, ხოლო ძვ.წ. პირველი ათასწლეულიდან უკვე იბერიის ნახევარკუნძულზეც. ახ.წ. 2021 წლის ევროპელებში უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკა 7-დან 25%-მდე მერყეობს. ადამიანთა მოდგმები, რომელშიც შესამჩნევად იყო წარმოდგენილი უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკა: 1. აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები (Eastern Hunter-Gatherers - EHG) - ეს მოდგმა ჩამოყალიბდა 75%-ით სწორედ უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების მიერ. ამ ხალხის უძველესი აღმოჩენილი ნიმუში არის ორი მამაკაცის ნაშთი კარელიაში, რუსეთში. აქედან ერთი ცხოვრობდა ძვ.წ. 6400 წლისთვის და მისი ჰაპლოჯგუფი იყო R1a-M417, ხოლო მეორე ცხოვრობდა ძვ.წ. 5200 წლისთვის და მისი ჰაპლოჯგუფი იყო J. ამ ორის გარდა კიდევ იქნა რუსეთში აღმოჩენილი ერთი მამაკაცის ნაშთი სამარაში, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 5600 წლისთვის და რომლის ჰაპლოჯგუფიც იყო R1b-P297. სამივე ეს ინდივიდი წარმოადგენდა აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებს და ახლოს იყვნენ გენეტიკურად აფონტოვას გორაზე აღმოჩენილ უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელთან, რომელიც დათარიღებული იქნა ძვ.წ. 16, 000 წლით. როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების პირველად გამოჩენა ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის (Last Glacier Maximum - ძვ.წ. 31, 000 - ძვ.წ. 11, 000 წწ.) შემდგომ, მოხდა სწორედ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლების მიერ ევროპაში პირველად მიტანა უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენომის. 2. კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები (Caucasian Hunter-Gatherers - CHG) - ამ მოდგმიდან უძველესი აღმოჩენილი ინდივიდი იქნა ნაპოვნი საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე საწურბლიას გამოქვაბულში. ეს მამაკაცი ცხოვრობდა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის და მისი გენომი 36%-ით იყო უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიური (ANE). დანარჩენი მისი გენომი, დაახლოებით 64% იყო საქართველოში ძვ.წ. 33, 000-31, 000 წლისთვის მცხოვრები, საქართველოში, იმერეთში, ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი კავკასოიდი მამაკაცის გენომს ატარებდა. თავად ძოძუანას ინდივიდი არ ატარებდა უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენომს და თითქმის სრულად ადგილობრივი, კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი იყო. 3. სკანდინავიელი მონადირე-შემგროვებლები (Scandinavian Hunter-Gatherers - SHG) - ამ მოდგმის უძველესი წარმომადგენლები აღმოჩენილია შვედეთში, მოტალაში და დათარიღებულია ძვ.წ. 6000 წლით. ისინი წარმოშობილნი იყვნენ დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისგან (WHG), რომლებიც დასახლდნენ ჩრდილოეთ ევროპაში, მას მერე, რაც დათბა და ეს ტერიტორია ნაწილობრივ გათავისუფლდა ყინულისგან. მათი იქ ასვლის შემდგომ კი რამდენიმე ხანში რუსეთის ტერიტორიიდან ავიდნენ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებიც (EHG). 4. ირანელი ნეოლითური ხალხი (Iran Neolithic - Iran_N) - აღმოჩენილთა შორის, ამ ხალხიდან უძველესი ინდივიდი ცხოვრობდა ძვ.წ. 6500 წლისთვის. ის 50%-ით იყო უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელი და 50%-ით კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (ძოძუანას მღვიმელი ინდივიდის გენომის მქონე). ირანელი ნეოლითური ხალხი ამით განსხვავდება სხვა გარშემო მყოფი ხალხებისგან, მაგალითად როგორიც იყვნენ ახლო აღმოსავლელი და ანატოლიელი ნეილითური ხალხები. ირანის ნეოლითური ხალხი შემდგომ პერიოდში გარდაიქმნა სპილენძის ხანის ირანელებად, რომლებიც უკვე იყო ნარევი ირანის ნეოლითური ხალხისა და ლევანტელი ნეოლითური ხალხის. 5. უძველესი ბერინგიელები / ამერიკის აბორიგენების წინაპრები (Ancient Beriangian / Ancestral Native Americans) - ეს იყო ცალკეული არქეოგენეტიკური მოდგმა, რომლის უძველესი არქეოლოგიურად აღმოჩენილი წარმომადგენელი არის ახალშობილი, რომელიც გარდაიცვალა ძვ.წ. 9500 წლისთვის. აღმოჩენილი იქნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ადგილზე სახელწოდებით USR1. უძველესი ბერინგიელები გამოეყვნენ ადგილობრივი ამერიკელების წინაპრებს ძვ.წ. 18, 000 წლიდან. 6. დასავლეთ ციმბირელი მონადირე-შემგროვებლები (West Siberian Hunter-Gatherers) - ეს იყო ცალკეული არქეოგენეტიკური მოდგმა, რომელიც დაახ. 50%-ით ჩამოყალიბებული იყო უძველესი ჩრდილოეთ ევრაზილებისგან, დაახლოებით 30%-ით ჩამოყალიბებული იყო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან (EHG), ხოლო 20-დან 38%-მდე აღმოსავლეთ აზიელებისგან. 7. დასავლეთ სტეპის მესაქონლეები (Western Steppe Herders - WSH) - პროტო-ინდო-ევროპელები, განსახლებულნი რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ ტერიტორიებზე. 8. გვიანი ზედა პალეოლითის ბაიკალის ტბის რეგიონის ხალხი (Late Upper Paleolithic Lake Baikal) - უსტ-ხიახთა-3 (Ust'Kyakhta-3 - UKY). ეს მოდგმა ჩამოყალიბებული იყო დაახლოებით 30%-ით უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელებისგან (ANE) და 70%-ით აღმოსავლეთ აზიელებისგან. 9. ბაიკალის ტბის ჰოლოცენის ხალხი (Lake Baikal Holocene) - ეს მოდგმა 6.4%-დან 20.1%-მდე იყო წარმოშობილი უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელებისგან (ANE), ხოლო 80%-დან 90%-მდე აღმოსავლეთ აზიელებისგან. ქერა თმის წარმოშობა - დღესდღეობით უძველესი აღმოჩენილი ნაშთი, რომელსაც ქერა თმის ჩამომყალიბებელი ალელი ჰქონდა, გახლავთ სამხრეთ-ცენტრალურ ციმბირში, აფონტოვას გორა 3-ზე ნაპოვნი უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელი (ANE) ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა დაახ. ძვ.წ. 16, 130-15, 749 წლებში. KITLG გენის ცალკეული ბირთვული პოლიმორფიზმები ასოცირებულია ქერა თმის ჩამოყალიბებასთან ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციაში. გენეტიკოსმა დეივიდ რაიხმა (David Reich) განაცხადა, რომ KITLG გენის და მაშასადამე ქერა თმის მატარებელი ან ამისკენ მიდრეკილი ხალხის კონტინენტურ ევროპაში მასობრივი შედინება მოხდა ევრაზიური სტეპიდან ხალხთა გადასახლების დროს ევროპისკენ. ესენი იყვნენ ჯერ აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები (EHG) და შემდეგ დასავლეთ სტეპის მესაქონლეები (WSH), რომლებსაც ეს გენი მიღებული ჰქონდათ წარსულში უძველეს ჩრდილოეთ ევრაზიელებთან (ANE) შერევით. გენეტიკოსები ჰანელი და კარლბერგიც (Hanel, Carlberg, 2020) ეთანხმებიან ამ აზრს, რომ ევროპელი ხალხის ნაწილის ქერა თმა განპირობებულია უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკით. წყარო: Ancient North Eurasian - Wikipedia; იხილეთ ვიდეო: უძველესი ჩრდილოეთ ევრაზიელების გენეტიკის გავრცელება სხვადასხვა ეპოქაში; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე136 1-ს მოსწონს |
უძველესმა ჩრდილოეთ ციმბირელებმა ამ შერევისას დომინანტური როლი ითამაშეს მამობრივი ხაზით, ხოლო გრავეტიელმა კრომანიონებმა დედობრივი ხაზით.
Ancient North Eurasians = Ancient North Siberians + Gravettian Cro-Magnons.
Dominant haplogroups of the ANE men: P1, R, R1, R2, Q.
Dominant haplogroups of the ANE women (Mitochondrial): U.
THE ORIGIN OF BLUE EYES: WIKIPEDIA GETS IT WRONG. (SORT OF.)
The Wikipedia graphic comes from this 2020 paper in Experimental Dermatology [https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/exd.14142], showing an origin for blue eyes in the Middle East at ~42,000 bp. The key passage supporting this:
"Homo sapiens arrived in Europe from Near East some 42 000 years ago. Like in their African origin, these humans had dark skin but due to variations of their OCA2 gene (causing iris depigmentation) many of them had blue eyes"
Hanel & Carlberg are therefore basing their date and place of origin for blue eyes upon the following: (1) 42,000 bp being the split date between the earliest sapiens in Europe and the Middle East, and (2) iris depigmentation in many of those first Europeans right from the start.
But the more crucial claim is that Anatomically Modern Humans carried alleles for blue eyes right from their first appearance in Europe. Hanel & Carlberg supply two sources for this striking statement: Fu et al. & Reich (2016) [https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4943878/] and Günther et al. (2018) [https://journals.plos.org/plosbiology/article?id=10.1371/journal.pbio.2003703]. I am familiar with both but, on re-reading, still cannot find the basis for the claim. Am I missing something, or did Hanel & Carlberg misread their sources (or even make it all up)?
In the absence of evidence to back up their graphic, I would be inclined instead to place the origin of light eyes in relation to the (R1b-bearing) Villabruna Cluster, formed by a population movement out of the Middle East which mingled into Europe beginning at ~19,000 bp (leading to widespread population replacement from ~14,000 bp). Fu et al. in fact state that "a derived allele [of HERC2] that is the primary driver of light eye color in Europeans appears nearly simultaneously in specimens from Italy and the Caucasus ~14,000-13,000 years ago".
This means there is still a good possibility that light eyes could have originated in Anatolia or the Transcaucasus or even the plateau of Iran, during (or soon after) the Last Glacial Maximum.
“Here, we analyze two from fragmented milk teeth found at the ~31.6 thousand-year old (kya) Yana RHS site, the earliest and northernmost Pleistocene human remains found. … The first inhabitants, a previously unknown population of “Ancient North Siberians” (ANS), represented by Yana RHS, diverged ~38 kya from Western Eurasians, soon after the latter split from East Asians. (…)
The Yana RHS human remains represent the earliest direct evidence of human presence in northeastern Siberia, a population we refer to as “Ancient North Siberians” (ANS). Both Yana RHS individuals were unrelated males, and belong to mitochondrial haplogroup U, predominant among ancient West Eurasian hunter-gatherers, and to Y chromosome haplogroup P1, ancestral to haplogroups Q and R, which are widespread among present-day Eurasians and Native Americans. Genetic clustering of the individuals using outgroup-f3 statistics demonstrates broad genetic similarities with a wide range of present-day populations across Northern Eurasia and the Americas. This contrasts with other Upper Paleolithic Eurasians such as those from Sunghir and Tianyuan, who share overall similar amounts of genetic drift with present-day populations but were geographically more restricted to West Eurasia and East Asia, respectively. Symmetry tests using f4 statistics reject tree-like clade relationships with both Early West Eurasians (EWE; Sunghir) and Early East Asians (EEA; Tianyuan); however, Yana is genetically closer to EWE, despite its geographic location in northeastern Siberia. Using admixture graphs (qpGraph) and outgroup-based estimation of mixture proportions (qpAdm), we find that Yana can be modelled as EWE with ~25% contribution from EEA.”
Sikora et al. 2018