x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"უნდათ, რომ სააკაშვილს ვაპატიოთ და დიქტატურა წავახალისოთ" - მეუფე სტეფანე

image

"სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მე ვერ მოვაწერდი ხელს, რადგან რას გვეუბნებიან ანუ, რომ თითქოს არ შეიძლება პირველი პირები დაისაჯონ იმ მოქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს?" - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ გადაცემა "იმედის" ეთერში განაცხადა, განაცხადა.

მისივე თქმით, მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს.

"ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი ყველა ინსტანციიდან. გამოდის, რომ პირველ პირებს ვაპატიოთ და დიქტატურა წავახალისოთ. არცერთი პირველი პირი აღარ გაითვალისწინებს კანონს საკუთარ მოქმედებებში და სად წავიდეთ ჩვენ, ხალხი? რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ და პეტიციები ვწეროთ?

მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა. უჩვეულო და გაუგებარი რაღაცები დაიწყო ამის შემდეგ, იმიტომ, რომ ვერ გაიგეს, რა შინაარსი ჰქონდა მის ქადაგებას. მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს", - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ადამიანი თავის თავს ხედავს იმ სიტყვებში, რომელიც ქრისტიანული სწავლებით არის წარმოჩენილი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ბოროტება ჩაუდენია ისეთი, რომლის მონანიებაც არ უნდა და თავის თავზე იღებს იმ ქადაგების შინაარსს, რომელსაც მეუფე ქადაგებს ზოგადად საეკლესიო სწავლებაზე.

"მიტევება არ ნიშნავს, რომ ბოროტება უპირობოდ იქნას მიტევებული, მაშინ გამოდის, რომ თუ ბოროტებას უპირობო მიტევება აქვს, ბოროტება იქნება მთავარი მიმართულება ჩვენი ცხოვრებისა და მან თქვა, რომ სახარებაში ასე არ წერია. სახარებაში წერია, რომ ადამიანი თუ რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც ბოროტებას აკეთებს, მიტევება შველის მას. მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავისი საქციელის გამო. ეს არის მთავარი ლაიტმოტივი მეუფე შიოს ქადაგებისა. ეს არ იყო განცხადება, არამედ ქადაგება საეკლესიო სწავლებისა. არავითარი დანიშნულება ამ ქადაგებას არ ჰქონდა იმისა, რომ ვიღაცასთან მიმართებაში გამოიყენო. თუ ადამიანი თავის თავს ხედავს იმ სიტყვებში, რომელიც ქრისტიანული სწავლებით არის წარმოჩენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ბოროტება ჩაუდენია ისეთი, რომლის მონანიებაც არ უნდა და თავის თავზე იღებს იმ ქადაგების შინაარსს, რომელსაც მეუფე ქადაგებს ზოგადად საეკლესიო სწავლებაზე", - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0