საზოგადოება შავი ბურგერები, რჩეული ძეხვები და სოსისები - ნახეთ 3 კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება 2021, 20 ოქტომბერი, 15:46 რომელი ზეიმი გახსენდებათ გემრიელი საჭმლის გარეშე? როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში უამრავი დღესასწაული არსებობს, რომელთა ჩატარების მთავარი საბაბი თავად საკვებია. კულინარიული დღესასწაული - ეს არის სახალისო შეჯიბრებები, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, დეგუსტაციები, ბაზრობები და ფესტივალები საკმაოდ დიდი მასშტაბებით, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება. გასტრონომიული ფესტივალები ათასობით ადამიანს უკვე 100 წელზე მეტია პლანეტის ყველა კუთხიდან იზიდავს. უმრავლესობა მათგანი გაერთიანებული სამეფოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ყოველ შემოდგომაზე ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარიული ფესტივალია - „ოქტობერფესტი“, რომელიც მიუნჰენში ყოველ ოქტომბერს იმართება. გერმანული ლუდის ფესტივალზე დასასწრებად, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 6 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის (წაიკითხეთ ვრცლად „ოქტობერფესტის“ შესახებ). მოდით მიმოვიხილოთ 3 ყველაზე საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ. 1. CSABA SAUSAGE FESTIVAL - ჩაბას ძეხვის ფესტივალი (უნგრეთი)ევროპის შემოდგომის გასტრონომიულ ფესტივალებში, მეორე საპატიო ადგილს იკავებს „ჩაბას ძეხვის და სოსისის“ ფესტივალი, რომელიც უნგრეთში ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ფესტივალია. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში ტარდება. ფესტივალის მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდი შეჯიბრია, რომლის 500-მდე მონაწილე გუნდი ერთმანეთს საუკეთესო ძეხვის მომზადებაში ეჯიბრება. ისინი ცდილობენ ადგილზე მოამზადონ ყველაზე გემრიელი ძეხვი „ჩაბა“, რომლის სახელსაც ეს ფესტივალი ატარებს. „ჩაბას“ მომზადების პროცესი ვიზიტორთა უმეტესობა, ყოველწლიურად ბრუნდება ფესტივალზე, რომელიც მეგობრული ატმოსფეროთი და ძალიან მაღალი ხარისხის პროგრამებით გამოირჩევა. ძეხვეულის და სოსისის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ ფესტივალზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი უგემრიელესი პროდუქტები, რომელთა შორის, საპატიო ადგილს იკავებს ძეხვი - „ბრაუნშვაიგური.“ ძეხვს სახელი გერმანიის ქალაქ „ბრაუნშვაიგის“ სახელის მიხედვით დაარქვეს. ლეგენდის თანახმად, ის მეხორცის შეგირდმა გამოიგონა, რომელიც მის ქალიშვილზე იყო შეყვარებული. მეხორცემ მას პირობა წამოუყენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა თავის ქალიშვილზე დაქორწინების უფლებას, თუ ყველაზე გემრიელი ძეხვის რეცეპტს შექმნიდა. მე-19 საუკუნეში ბრაუნშვაიგურს რეგიონალური საფირმო საჭმლის სტატუსი ჰქონდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. უგემრიელესი ძეხვის დაგემოვნება საქართველოშიც შესაძლებელია. „ნიკორას“ პრემიალური ბრენდი - "კაიზერი", რომლის ისტორია 2008 წლიდან იწყება, დელიკატესად აღიარებულ „ბრაუნშვაიგურის“ სამი სახეობის ძეხვს აწარმოებს, რომლის შეძენა „ნიკორას“ სუპერმარკეტებში და სხვა დიდ ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი. „ბრაუნშვაიგური“ სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. პროდუქტი თვეზე მეტ დროს საჭიროებს დასამზადებლად. სპეციალურ საშრობ კამერებში, დამზადების პროცესი მინიმალურადაც, რომ დაირღვეს, სასურველი შედეგი ვერ მიიღება, მცირე არასწორმა ნიუნსმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფერის, ვიზაუალის ან არომატის ცვლილება. ამიტომ ნედლად შებოლილი ძეხვის „ბრაუნშვაიგურის“ დამზადება ძალიან დიდ გამოცდილებასა და ტექნოლოგიური პროცესების დიდ ცოდნას მოითხოვს. „ბრაუნშვაიგურის“ დამზადების პროცესი 2. სოსისის და სიდრის ფესტივალი Oუტდოორს - დიდი ბრიტანეთიფესტივალი დიდ ბრიტანეთში ყოველ შემოდგომაზე, ღია სივრცეში იმართება. უზარმაზარი ბარები, დიდი სცენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით და გართობა მთელი დღის მანძილზე. ფესტივალზე წარმოდგენილია ძეხვებისა და სოსისების გასაოცარი ასორტიმენტი. ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ძეხვეულის და სოსისების მომზადებაში. ჰაერი გაჟღენთილია გრილზე შემწვარი უგემრიელესი სოსისების სურნელით. ფესტივალის მსვლელობისას, დიდ სცენაზე იმართება სახალისო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: 1. სოსისის სწრაფად ჭამა (მონაწილეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჭამონ 1 მეტრის სიგრძის სოსისი). 2. კონკურსი „ჩილის“ ჭამაში (ვინ შეჭამს სცენაზე 6 პორცია წიწაკა „ჩილის“?). ფესტივალზე ასევე სიდრის ახალი გემოების დეგუსტაციაა შესაძლებელი. 3. შავი საკვების ფესტივალი - ტალინი (ესტონეთი)თუ გსურთ „მუქი გემოები“ შეიგრძნოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შავი ბრინჯი მოთუშული ბოსტნეულით. მოხარშეთ შავი ბრინჯი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. ცალკე, ღრმა ტაფაში ჩაშუშეთ ბოსტნეული: სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი. შეგიძლიათ დაამატოთ ბროკოლიც. ბოსტნეულს შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და მოასხით ლიმონის წვენი. თქვენ რომელ ფესტივალზე ისურვებდით დასწრებას?
569 შეფასება არ არის
|