x
image
ირინა მ.
გაეცანით ადამიანის სხეულის თავისებურებებს და დაადგინეთ, ხართ თუ არა უნიკალური

image


1. ადამიანების 25% აცემინებს, როცა ისინი კაშკაშა მზის სინათლეზე მოხვდებიან. ამას სინათლეზე დაცემინების რეფლექსი ეწოდება.


image


2. ადამიანების მხოლოდ 12%-ს აქვს ტეტრაქრომატია, უნარი, რომელიც მას აძლევს საშუალებას დაინახოს 10-ჯერ მეტი ფერი და ტონი, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანმა.


image


3. ადამიანთა მხოლოდ 3%-ს შეუძლია ცხვირის ნესტოები სურვილისამებრ დაბეროს. ეს კუნთები იმდენად იშვიათად გამოიყენება, რომ ადამიანთა უმრავლესობას ძალიან სუსტად აქვს განვითარებული.


image


4. 15-ზე ნაკლებს შეუძლია მოისმინოს ფერი და დაინახოს მუსიკა. ამას სინესთეზია ეწოდება.



image


5. მოსახლეობის 9% შეიგრძნობს საპნის გემოს, როცა ისინი ქინძს მიირთმევენ. ქინძი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც საპნის ხარშვის გვერდითი ეფექტის პროდუქტს წარმოადგენს.


image


6. მხოლოდ 2%-ს აქვს დაბადებიდან წითური თმა. ამასთან გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სარეკლამო მასალის 30%-ში მხოლოდ წითური მოდელებია გადაღებული.


image


7. აი, ასეთი პატარა ნახვრეტი ყურის ნიჟარაზე, ადამიანების 1%–ზე ნაკლებს აქვს. ზოგიერთი ბიოლოგ-ევოლუციონისტი ამტკიცებს, რომ ადრე ის ლაყუჩებს წარმოადგენდა.


image


8. ადამიანების დაახლოებით 10%-ს აქვს მორტონის თითი-ტერფის აგებულების განსაკუთრებულობა, რომლის დროსაც მეორე თითი დიდ თითზე გრძელია.


image


9. მხოლოდ 5%-ს აქვს ქარვისფერი თვალები-ოქროსფერი ან სპილენძისფერი, რომელზეც ოქროსფერი, მწვანე ან ყავისფერი წერტილებია.


image


10. მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს შეუძლია ერთი წარბის აწევა. თუმცა ამის სწავლა შეიძლება.


image


11. სტვენა მხოლოდ 33%-სშეუძლია, მაგრამ პრაქტიკულად ამის სწავლაც ნებისმიერს შეუძლია.

12. ადამიანების 4% რეინოს ავადმყოფობით იტანჯება. რეინოს დაავადების დროს, სხეულის რომელიმე ნაწილის, როგორც წესი, ხელის ან ფეხის თითების ტკივილი ეწყებათ, დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას.


image

13. მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია ამბიდექსტერი-მათ ორივე ხელის გამოყენება ერთნაირად ეფექტურად შეუძლიათ.

14. 1%-ს ძილისთვის ცოტა დრო ჰყოფნის, რადგან მათი ძილის ციკლი უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის.


image

15. 83, 7% შეუძლია ენას სხვადასხვა ფორმა მისცეს, მაგრამ მხოლოდ 14, 7%-ს შეუძლია მას სამყურას ფოთლის ფორმა მისცეს.


image

16. 35%-ს არ აქვს სიბრძნის კბილი.

17. 1%-ზე ნაკლები იბადება ნაწილობრივ თეთრი თმით. ამას პოლიოზი ეწოდება და მას იწვევს თმის ფოლიკულებში მელანინის არარსებობა.


image

18. მსოფლიოში დაახლოებით 40 ადამიანს აქვს სისხლის განსაკუთრებული ჯგუფი ნულოვანი რეზუს-ფაქტორით, ე.წ. "ოქროს სისხლი".

19. 1%-ს გული მარჯვნივ აქვს.


image

20. მხოლოდ 10%-ს გააჩნია დარვინის ბორცვი-მცირე "შიშკა" ყურის ნიჟარის შიდა მხარეს. ითვლება, რომ ასეთი ყურის მქონე ადამიანები უკეთესად აღიქვამენ ხმების ტონალობას.


image

21. 1% ძალიან მაგარი ძვლები აქვს. ეს გამოწვეულია ერთ-ერთი გენის მუტაციით, რომელიც ძვლების სიმკვრივეს 8-ჯერ ზრდის.

22. ნატურალური ქერები დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს წარმოადგენენ.


image


23. 1%-ს წამწამები ორ რიგად ეზრდება. თითქოს უნდა შეგშურდეს ასეთი ადამიანის, მაგრამ ეს უნიკალურობა ბევრ პრობლემას იწვევს.


image


24. ადამიანების 70% კოცნის დროს თავს მარჯვნის ხრის. ეს ხდება, იმიტომ რომ, სახის მარცხენა მხარე უფრო მეტი ემოციების დემონსტრირებას ახდენს, და ჩვენ შეუცნობლად გვსურს პარტნიორს უფრო მეტად ემოციური მხარე ვაჩვენოთ.


image

25. იდეალური მხედველობით მხოლოდ 35% დაიკვეხნის. დედამიწის მოსახლეობის 2/3 ცუდად ხედავს.

26. მხოლოდ 10%-ს შეუძლია ცხვირს ენის წვერით შეეხოს.


image

27. ადამიანების მხოლოდ 20%-ში გხვდება სახსრების ჰიპერმობილობა. ეს გენეტიკური თავისებურება დაკავშირებულია შემაერთებელ ქსოვილებში კოლაგენის არსებობით.


image






ეს საინტერესოა:





არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image

როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ!

image

როგორ ცხოვრობენ მესამე სქესის წარმომადგენლები ბანგლადეშში

image

ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image

საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

image

ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image

ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image

როგორ გამოიყურება მიკროსკოპის ქვეშ ჩვენი ორგანოები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესი და ა.შ. (+ვიდეო)

image

ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)

image








0
300
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0