x
image
ირინა მ.
არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image


ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც მათი წინაპრები ასეული მილიონი წლების წინ.


უჩვეულო შემთხვევის შესახებ იტყობინებიან ვუპატკის ეროვნული მონუმენტის თანამშრომლები, რომელიც არიზონას ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამ ადგილზე, უძველესი პუებლოს ხალხების ნასახლარების მრავალრიცხოვანი ნანგრევებია. იქვე მდებარეობს მეზოამერიკული ბურთის სათამაშო მოედანი. სწორედ ამ მოედანზე შენიშნეს ტურისტებმა უცნაური არსებები, რომლებიც თავიდან თავკომბალები ეგონათ. ადგილზე მისულ მონუმენტის თანამშრომლებს ტბორში, რომელიც ხანგრძლივი წვიმების (ხანგრძლივი წვიმები საკმაოდ იშვიათია არიზონაში) შედეგად წარმოიქმნა, დახვდათ ტრიოპსები (Triops cancriformis) ან კიბოსნაირები (Triopsidae).


image


ტრიოპსის კვერცხებს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია გასძლოს უვნებლად და დაუზიანებლად მანამ, სანამ შესაფერისი პირობები არ შეექმნება გამოჩეკისთვის. გამოჩეკის შემდეგ, ნაშიერები სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ზრდასრულ ასაკს აღწევენ და რაც შეიძლება მეტ კვერცხებს დებენ, რათა ციკლი განმეორდეს. ზოგადად, ტრიოპსები 90 დღეზე მეტ ხანს არ ცოცხლობენ. მათ ხშირად უწოდებენ ცოცხალ გადაშენებულებს, ტრიასული პერიოდის მონათესავე კიბოსნაირებთან მსგავსების გამო.


image

image


ტრიოპსები ძირითადად ბინადრობენ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთში. გარემოს განადგურების გამო ბევრი პოპულაცია გადაშენდა მთელი ევროპის არეალში, ამიტომ ეს სახეობა გაქრობის პირასაა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.

ლათინური დასახელება Triops (ბერძნულად "სამთვალიანი"), მათ ეწოდათ იმ ორგანოს მიხედვით, რომელიც მესამე თვალს ჰგავს, თუმცა მისი ფუნქცია დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი.







ეს საინტერესოა:






როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ!

image

კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image

ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image

მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image

"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image

ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image

ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image

ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image

0
927
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0