x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)
image

ცხოველთა სამყარო ბევრად მდიდარი და მრავალფეროვანია (ვიდრე ამას ბიოლოგიის გაკვეთილზე გვასწავლიდნენ) როგორც მინიმუმ, იმის გამო, რომ ადამიანმა დიდი რაოდენობით უცნაური ჰიბრიდები შექმნა და ცდილობს ჩასწვდეს, თუ როგორ მუშაობს გენეტიკა და როგორ გამოიყენოს იგი თავის სასარგებლოდ.

ზებროიდი (Zebroid Eclyse)

ცხოველი, რომელიც დაიბადა ხვადი ზებრისა და ძუ ვირისა ან ცხენის გენეტიკური შეჯვარების შედეგად. ამ სახეობის გამოყვანა დაიწყეს ანგლო-ბურების ომის დროს. 4 არსებული ზებროიდებიდან ერთ-ერთი რუსეთში ცხოვრობს. როგორც არ უნდა საყვარლად გამოიყურებოდნენ, ისინი აგრესიული ცხოველები არიან.

imageზებრისა და ცხენის ჰიბრიდი
imageზებრისა და ვირის ჰიბრიდი

ლიგერი (liger)

ხვადი ლომისა და ძუ ვეფხვის ჰიბრიდი. არსებობს მეორე სახეობაც-დედა ლომი და მამა ვეფხვი. ლიგერი კატისებრთა ოჯახის უმსხვილესი წარმომადგენელია, ის ზომით ჩვეულებრივ ლომზე დიდია და ზოლები მკვეთრად არ აქვს გამოსახული.

image

ბიფალო (beefalo)

ბიზონის და შინაური ძროხის ჰიბრიდი. 1749 წელს სამხრეთ ამერიკის მოსახლეობამ აღმოაჩინა ბიზონისა და შინაური ძროხის ჰიბრიდი და აქტიურად დაიწყეს მათი მომრავლება საკვებად გემრიელი ხორცის გამო.

image


ლეოპონი (panthera pardus+panthera leo)

ლომისა და ლეოპარდის ნაჯვარი. გადაშენებული სახეობა. ამ ეგზემპლარებს პატარა ლომის ზომა ჰქონდათ, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ლეოპარდის ლაქები. ინდოეთში, 1910 წელს პირველი ლეოპონების გამოჩენის შემდეგ მათი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროპულ ზოოპარკებში მოდა შემოვიდა ამ ცხოველებზე. უკანასკნელი ეგზემპლარი 1985 წელს მოკვდა.

image

image

რამა

ლამას და აქლემის ჰიბრიდი. 1998 წელს ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ იქნა რამა. ექსპერიმენტი განხირციელდა დუბაის პრინცის ბრძანებით, რომელმაც ხუმრობით შეუკვეთა ცხოველი. მოცემულ მომენტში რამა მსოფლიოში ერთადერთი წარმომადგენელია.


image

გროლარი(grizzly+polar)

მურა დათვის და თეთრი დათვის ნაჯვარი. პირველი სახეობა გამოიყვანეს 1874 წელს კალეში (გერმანია). ის მთლიანად თეთრი დაიბადა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამუქდა. ეს სახეობა, განსხვავებით მურა და თეთრი დათვებისგან, იშვიათად იძლევა შთამომავლობას.

image

კოიმგელი

მგლის და კოიოტის ამერიკული ჰიბრიდი. საინტერესოა, რომ ამ ორი ცხოველის გენების გარდა, კოიმგელს ძაღლის გენებიც აქვს. სხვებისგან განსხვავებით, ეს სახეობა ბუნებრივ გარემოში დაიბადა კოიოტების მიგრაციების შედეგად. დღეს კოიმგლების პოპულაცია მილიონამდე წარმომადგენელს ითვლის.

image

ბაზლი

ცხვრისა და თხის ნაჯვარი. არავინ დაინტერესებულა ცხვრისა და თხის შეჯვარებით, ეს ბუნებრივ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული სახეობები უნაყოფონი არიან და ზომით თავის სუფთა სისხლის თანამოძმეებზე უფრო დიდი ზომის.

image

რკინის საუკუნის ღორი

გარეული ტახის და შინაური ღორის ჰიბრიდი. ამ გამოყვანილ ჯიშს კარგი ბეწვი და გემრიელი ხორცი აქვს. თავისებური ფუმფულა ღორია.

image

იაგლიონი(Panthera jaglion)

იაგუარის და ლომის შთამომავალი. შეიძლება გაგიგიათ კანადის ზოოპარკის მკვიდრები, იაგუარი დიაპლო და ძუ ლომი ლოლა. ეს მათი ნაშიერია-პირველი იაგლიონი. ამ დიდ კატას მუქი ფერის ლაქები აქვს კრემისფერ ფონზე.

imageიაგლიონის ფიტული

პუმაპარდი (pumapard)

ხვადი პუმას და ძუ ლეოპარდის ჰიბრიდი. თითქმის მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ პუმაპარდის სახეობის მიღებას, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია მოწიფულ ასაკამდე.

image

სულიმოვის ძაღლი

ტურას და ძაღლ ლაიკას შთამომავალი. ეს სახეობა გამოიყვანა სელექციონერმა კლიმ სულიმოვმა. ის –70 გრად.დან +40 გრად.მდე ტემპერატურას უძლებს და შესანიშნავი ყნოსვა აქვს, ამიტომ მას აეროპორტებში იყენებენ.

image





გადახედეთ სხვა სტატიებსაც:






ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image


ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image







0
1494
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1494