საბუნებისმეტყველო ბურთის ფორმის უცნაური აღმოჩენა: გამყინვარების პერიოდის ციყვი 2023, 3 ივლისი, 9:37 როგორც IFLScience იტყობინება, ჯერ კიდევ 2018 წელს, კანადის იუკონის ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა გამყინვარების პერიოდის ციყვი. და მხოლოდ ახლა გამოაქვეყნეს აღმოჩენა იუკონ-ბერინგის ინტერპრეტაციის ცენტრის მკვლევარებმა. ალპიური ვეტერინარიის სამედიცინო ცენტრის მიერ გადაღებულ რენდგენის სურათზე ჩანს, თუ როგორ იდეალურად არის შემონახული ცხოველის ჩონჩხი "ბეწვის ქურქის" შიგნით. სურათზე გარკვევით ჩანს თავი, ფეხები, ბრჭყალები და კუდი. აი როგორ გამოიყურება ის: მიუხედავად იმისა, რომ 30 000 წელი გავიდა, ისტორიამდელი ციყვის ქსოვილები და ძვლები შესანიშნავ მდგომარეობაშია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოველი საყინულის მსგავსად, მრავალწლოვან მზრალობაში იყო გამომწყვდეული. ციყვის სხეულის მდგომარეობის მიხედვით, ის ძილში მოკვდა. შესაძლოა ცხოველს ზამთრის ძილით ეძინა ან ზვავში მოჰყვა. მკვლევარების სიტყვით, ციყვის ეს სახეობა საინტერესოა იმით, რომ განსხვავებით მამონტებისგან, ის გადაურჩა გამყინვარების პერიოდს.
გადახედეთ სხვა სტატიებს:ერთი შეხედვით არარეალისტური, თუმცა ნამდვილი ფოტოები ზომბირებული ცხვრები წრეზე 12 დღე მოძრაობდნენ (+ვიდეო) უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს ეს ჟირაფი თქვენს IQ-ს თვალუწვდენელ სიმაღლემდე აწევს, მაგრამ ის ჯერ უნდა იპოვოთ 93 3-ს მოსწონს
|