x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები
image

კასპიის ზღვა რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ ტბას წარმოადგენს, ყველამ იცის. ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ ნაწილებად ყოფენ და ყოველ მათგანს თავისი ეკოსისტემა გააჩნია. მაგრამ თევზებისა და წყლის ორგანიზმების განსხვავებული სახეობების გარდა, აქ საკმაოდ უცნაური მოვლენებიც ხდება.

image

ადამიანი-ამფიბია?

დიდი ხანია ზღვის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მისახლეობა და მეთევზეები ადამიანის მსგავს დიდ ამფიბიას აწყდებიან. თვითმხილველები ასე აღწერენ ამ არსებას: მისი სიმაღლე დაახლოებით 165 სმ.-ია, დიდი პირით ნიკაპის გარეშე, დიდი ელიფსისებური ფორმის თვალებით, ყურების გარეშე და შავი თუ მწვანე თმებით, მოკლე აპკიანი ხელები დიდი ბრჭყალებით, ფეხებით, ცხვირი კი დელფინის ცხვირს მიუგავს. ირანელებისთვისაც ნაცნობია ეს ამფიბია, მას რუნან შაჰს ეძახიან, რაც ზღვებისა და მდინარეების პატრონს ნიშნავს. იგი არა მხოლოდ ზღვაში ბინადრობს, ნახეს მდინარეშიც, როცა თევზების გუნდზე ნადირობდა, თუმცა ხმელეთზეც გამოდის.

image

2005 წელს, თევზსაჭერი ტრაულერი "ბაქო" ზღვაში აკვირდებოდა ამ არსებას, რომელიც გემის პარალელურად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიცურავდა. ტრაულერის კაპიტანი ჯაფარ ჰასანოვი ჰყვება, რომ თავიდან მათ დიდი თევზი ეგონათ, მოგვიანებით შეამჩნიეს თავზე თმები და ტანზე ფარფლების არარსებობა. მაგრამ რამაც ძალიან გააოცათ, ეს იყო აპკიანი ხელები.

სახლში დაბრუნებულებს რა თქმა უნდა არ დაუჯერეს, მაგრამ შემდეგ ირანელმა მეთევზეებმაც დაადასტურეს, რომ ეს ამფიბია მათ ბევრჯერ უნახავთ. ამ არსებასთან ადამიანების გახშირებულ შეხვედრებს შელფზე ბურღვით სამუშაოებს და წყალქვეშა ვულკანურ აქტივობას უკავშირებენ.

გიგანტური თევზი

ჰუმანოიდი-ამფიბია არ არის კასპიის ზღვის ერთადერთი გამოცანა.

თვითმხილველები აღწერენ გიგანტურ თევზთან შეხვედრასაც. 1998 წელს, ბრაკონიერი სამოედ ჯაფაროვის მონაყოლით, ჰარპუნით თევზაობის დროს, თვითონ და მეგობარმა ნახეს დიდი, ზვიგენისმაგვარი თევზი. ეს შევჩენკოს ფორტის რაიონის წყლებში მოხდა. მეგობრები ზუთხის დასაჭერად იყვნენ გასული, როცა ზღვის სიღრმიდან დიდი სიჩქარით მათკენ უზარმაზარი, თევზი გამოემართა.

image

სამოელმა ესროლა ჰარპუნი, მაგრამ თევზმა ფეხში საშინელი კბილების ჩავლება მაინც მოასწრო და მეთევზეს ფეხი მოსაკვეთი გაუხდა. სამოედი დარწმუნებულია, რომ ეს ზვიგენი იყო, არადა ზვიგენი ამ მიდამოებში არ ბინადრობს.

ითილი-კასპიის ატლანტიდა?

კასპიის ზღვის რეგიონი მრავალი ცივილიზაციების აკვანი ყოფილა, რომლებიც უკვალოდ გაქრა.

შუასაუკუნეების ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი ითილი (VIII-X საუკუნეებში), ზოგი მონაცემით ვოლგის დელტაში მდებარეობდა, სხვა მონაცემებით-ჩრდილოეთ დაღესტანის კუნძილზე. ამ ქალაქის ძებნით არაერთი თაობა იყო დაკავებული, მაგრამ ითილის კვალი ვერ აღმოაჩინეს. სრულიად შესაძლებელია, რომ მისი კედლები ზღვის ფსკერზეა.

ქალაქ დერბენტში არის მასიური კედელი, რომლის ნაწილი (300 მეტრი) ზღვაშია. გადმოცემის მიხედვით, კედელი გიგანტების აშენებულია. გამოცანად რჩება არა მარტო ის, თუ ვინ ააშენა, არამედ აშენების მიზანიც.

ვინ ააგო საბაილი?

თუ ითილი ნახევრად მითიური ქალაქია, წყალქვეშა საბაილი-რეალური ფაქტია. საბაილის ციხე-სიმაგრე აშენებულია XIII საუკუნეში, ბაქოსთან მდებარე კლდოვან კუნძულზე.

ზღვის დონის აწევის შედეგად იგი მთლიანად წყლით დაიფარა. არქეოლოგებმა ზღვის სიღრმეებიდან ე.წ. "ბაილის ქვები" ამოიტანეს-ფილები ცხოველების, მცენარეების, მისტიური ცხოველების და ადამიანების გამოსახულებებით, რომლებზეც არაბული წარწერებიცაა.


image

წარწერები იუწყება, რომ საბაილი აშენებულია შირვანშაჰ ალა ად-დუნაია ვა-დ-დინის მეფობის დროს. ვარაუდობენ, რომ ციხე-სიმაგრე ბასტიონის ფუნქციას ასრულებდა, რადგანაც საყარაულო კოშკები და ძალიან სქელი კედლები აქვს. არის თეორია, რომ იგი ზოროასტრიზმის რელიგიური კულტის მიმდევრების შეკრების ადგილი იყო, აგრეთვე ქარავნების დასასვენებელი ადგილიც.

image


ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

კასპიის ზღვის გამოცანები ამით არ სრულდება.

ამ რეგიონში არაერთხელ შეუნიშნავთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

image

1991 წლის 28 აგვისტოს, 17 საათზე, ზღვის ზედაპირთან უეცრად უზარმაზარი ობიექტი გამოჩნდა, დაახლოებით 100 მეტრი დიამეტრის. მანგიშლაყის რადარებმა იგი 6000 მეტრის სიმაღლეზე დააფიქსირეს, რომლის სიჩქარე 1500 კმ./სთ. იყო. რადიოკონტაქტის დამყარების მცდელობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო და გამანადგურებლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. უეცრად ყველა მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა და გამანადგურებლები იძულებილი იყვნენ აეროდრომზე დაბრუნებულიყვნენ. ამო მოულოდნელად დიდი სიჩქარით დაიძრა და თვალთახედვის არიდან გაქრა. ისტორია ამით არ დამთავრებულა. ერთი თვის შემდეგ მოსახლეობაში ხმა გავრცელდა, რომ რაღაც მასიურმა ობიექტმა ყირგიზეთის ტიან-შანის მთებში, რთული რელიეფის შაითან მაზარის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ცუდი ამინდისა და ვერტმფრენის ავარიის გამო ალპინისტებმა და უფოლოგებმა ვერ შესძლეს კატასტროფის ადგილზე მისვლა. მოგვიანებით მაინც მოინახულეს ავარიის ადგილი: რაც უფრო უახლოვდებოდნენ ობიექტის ნამსხვრევებს, ექსპედიციის წევრები უცნაურ შიშს და თავბრუსხვევას განიცდიდნენ. ორმა მონაწილემ ვეღარ შესძლო გზის გაგრძელება. დაახლოებით 600 მეტრში, მათი ყველა საათი, კამერა და სხვა ელექტროხელსაწყოები გაჩერდა. შემდეგ კი ადამიანებს კანის ღია უბნებზე დამწვრობები გაუჩნდათ, რომელიც რადიაციულ დასხივებას ჰგავდა. ყველაფერმა ამან აიძულა ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ. მეორე დღეს ისევ სცადეს იგივე მარშრუტი გაემეორებინათ, რათა კატასტროფის ადგილიდან რაიმე მაინც აეღოთ, მაგრამ ვერტმფრენი წყობიდან გამოვიდა და ყველა დაიღუპა. იდუმალი ობიექტი ისევ იმავე ადგილზეა.





იქნებ დაგაინტერესოთ:



საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image




0
1220
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0