საზოგადოება "მიშა არ მინდა, არც პრეზიდენტად, არც პრემიერად, არც პარლამეტის თავმჯდომარედ!.. მინდა ანაკლიის მერად!" - ია ფარულავა 2021, 15 ოქტომბერი, 19:33 მსახიობი ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებელებს და წერს, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს, რადგან ის ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის. . "მიშა არ მინდა, არც პრეზიდენტად არც პარლამეტის თავმჯდომარედ და არც პრემიერად… მაგრამ მიშა მინდა თავისუფალი …. ის ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის"! – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში. მის ამ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც ია ფარულავა ასე პასუხობს: "ყველაზე მეტად კი მინდა მიშა ანაკლიის მერად !!!!! აი მერე შეგვედაროს ნიცა და მონაკო !!!!!…" . "ვინ არის უდანაშაულო ამ ქვეყნად ….შეცდომების გარეშე კი სიცოცხლეს რა ფასი აქვს ….უფრო ფართო სპექტრით უნდა შევხედოთ მოვლენებს !!!!ისტორიული კუთხით!!” შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. . სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე“ ვირუსულად ვრცელდება ია ფარულავას ვიდეო, რომელშიც მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კლასელია, ლიზას "მინი სანდრად" მოიხსენიებს და უკვირს, რა საჭირო იყო ახლა მისი გამოჩენა. "მაგრამ, ერთი კითხვა მაწუხებს მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მინი სანდრა ახლა რომ არ გამოეჩინა და ცოტა ხნის შემდეგ გამოეჩინა, არ აჯობებდა ნეტა?“ - კითხულობს ია ფარულავა გავრცელებულ ვიდეოში. . რადას დეპუტატის ირგვლივ ჭორები არ წყდება. ქალს ერთ-ერთმა უკრაინელმა კოლეგამ სოციალურ ქსელში ღიად ჰკითხა, იყო თუ არა განქორწინებული მიხეილ სააკაშვილი, რაზეც ლიზამ უპასუხა, რომ ახლა ამის გარჩევის დრო არ იყო. , უკვე რამდენიმე დღეა, რაც უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოშია. ქალმა მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ ჩამოაკითხა, რაც დააპატიმრეს. შეგახსენებთ, დაპატიმრების დღეს მათ გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ ლიზასთან ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებს. ლიზას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების დიდი ნაწილი თბილად არ დახვედრია, რადგან ცნობილია, რომ მათ ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი განსაკუთრებულად უყვართ. მხარდამჭერთა ნაწილი წერს, რომ პირველ ლედიდ დღემდე ისევ სანდრა რულოვსი რჩება. . ლიზამ ციხეში მყოფი სააკაშვილი ორჯერ მოინახულა. ექსპრეზიდენტს საპატიმროში ესტუმრნენ დედა და შვილები, მათთან ერთად არ ყოფილა სანდრა რულოვსი, რომელმაც განცხადება გაავრცელა, რომ მისთვის ვიდეოს სახით გავრცელებული მიშას და ლიზას აღიარება, რომ ერთად ცხოვრობდნენ, მიუღებელი და მოულოდნელი იყო. 370 შეფასება არ არის
|