x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აშშ-ს მიერ განდევნილი გენიოსი, რომელმაც ჩინეთს კოსმოსის გზა უჩვენა: ქიან ქსუესენი

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩინეთი იბრძოდა დასავლური ქვეყნების და იაპონიის ჩრდილქვეშ. ქვეყანას წლების მანძილზე სირთულეები ჰქონდა, თუმცა დღეს დღეობით მსოფლიოს მოწინავე 3 ქვეყანას შორის მოისაზრება. მათ შორის კოსმოსური კვლევების დარგშიც. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო ქვეყნიდან განდევნილი. საუბარი ნამდვილ გენიოსზე, ქიან ქსუესენზეა, რომელმაც ჩინეთის "კოსმოსისკენ მიმავალი გზა'' უჩვენა.


ეს სახელი ჩინეთში იმდენად ღირებულია, რომ შანხაიში არის მუზეუმი, სადაც 70 000-ზე მეტი ნივთი ინახება ამ გენიოსის, რომელიც აშშ-მ იუარა.


image








ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ NASA კოსმოსურ რბოლაში ერთპიროვნულად ლიდერობს. თუმცა ცოტა ადამიანმა თუ იცის, იმის შესახებ, რომ ამერიკელების გარდა კოსმოსურ კვლევებში არანაკლები წვლილი შეიტანეს ევროპელებმაც. ალბათ არსად არ არის ნახსენები შავკანიანი ქალები, რომლებმაც ნასას განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი შრომა ჩადეს. ეს ალბათ უფრო ამერიკელების მიერ არის დამალული, რადგან ისინი ყოველთვის ვდილობდნენ საკუთარის გამოჩენას, ანუ ნასას პროგრამა, სრულიად ამერიკული უნდა ყოფილიყო.



ზუსტად ამ მიდგომის გამო იკარგებოდა ქიან ქსუენსის ნიჭიც. აშშ მას ჩრდილავდა, რადგან ის არ იყო ამერიკელი. ქიანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მდიდრულ ცხოვრებასთან ერთად, მან უმაღლესი განათლება აშშ-ს Massachusetts Institute of Technology -ში მიიღო. ის ყოველთვის კარგი მოსწავლე იყო, თუმცა არ უფასდებოდა. აქედან გამომდინარე მან გადაწყვიტა Caltech-ში გადასვლა(California Institute of Technology).- დაუყოვნებლივ მიიპყრო ყურადღება კომპიუტერამდელ პერიოდში გაკეთებულ გამოთვლებით, ქიანმა დაიმსახურა ადგილი კარმანის სარაკეტო მეცნიერების კვლევით ჯგუფში და 1939 წლიდან მან მიიღო დოქტორის ხარისხი ავიაციის დარგში, Caltech ის უნივერსიტეტში...


image





ნაცისტების ეპოქაში ამერიკის ინტერესი ავიაციის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო. ისინი ცდილობდნენ ამოეხსნათ ნაცისტური რაკეტების საიდუმლოება, რომლისთვისაც რჩეული გუნდი გააგზავნეს გერმანიაში. მათ შორის იყო ქიანიც. გუნდმა დავალებას კარგად გაართვა თავი და აღმოაჩინა ის საიდუმლოებები, რაც გერმანულ რაკეტებს ( V1, V2) სხვებთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერს ხდიდა.



1949 წლიდან ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ჩინეთი ამერიკისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენდა და ამავდროულად ჩინელებიც აითვალისწუნეს. საკმაოდ ძლიერი მეცნიერი ქიანიც ამ ყველაფერს "შეეწირა". ამერიკელებმა ის ჩინეთის აგენტად შერაცხეს და პირველ ეტაპზე 5 წლიანი შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ქიანი ჩინეთმა როგორღაც იხსნა და ქვეყანაში დააბრუნა. ამის შემდეგ ქიანმა პირობა დადო, რომ არასოდეს დაბრუნდებოდა ამერიკაში. მან წამოიწყო სარაკეტო სისტემების პროგამა და საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის მიმავალ გზას კოსმოსისკენ. მისი დაბრუნდებიდან 15 წლის შემდეგ, პირველი ჩინური კოსმოსური ხომალდი გაფრინდა კოსმოსში.


დღეს ჩინეთი კოსმოსურ რბოლაში აშშ-ს ყველაზე დიდი მეტოქეა.
































სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



მკლავებისა და ფეხების გარეშე დაბადებულმა "ჭია კაცმა" შვილებს უზარმაზარი სიმდიდრე დაუტოვა!

image



უხანის ომი (იაპონია - ჩინეთი)

image



გაკვეთა თუ არა ალბერტ აინშტაინმა 5 უცხოპლანეტელის გვამი?


image



15 რამ, რაც 2005 წელს ყველასთვის საოცნებო და სასურველი იყო, ხოლო დღეს არავის აინტერესებს!

image



თურქეთში ხანძართან ბრძოლაში ცნობილებიც გამოჩნდნენ - გაიცანით იბრაჰიმ ჩელიკოლი

image



11 საოცარი ფაქტი დნმ-ის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image



ამ ფოტომ მსოფლიო მოიარა - შარბათ გულა და მისი ემოციური ცხოვრების ისტორია....

image



წინსვლა არ არის! კიდევ ერთი დაუჯერებელი აკრძალვა ირანელი ქალებისთვის!

image







0
248
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0