საქართველო "ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება, რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს!" - დაჩი ცაგურია ეკა ხერხეულიძეზე 2021, 12 ოქტომბერი, 19:04 საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია ეკა ხეხეულიძეს სოციალური ქსელით მიმართავს: "ეხლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არასებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, თავი მქონდა რამოდენიმე ადგილას ცემისგან გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა. ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკასდ სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდე საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს! არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო. დიახაც “უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო” გამიმეორა რამოდენიმეჯერ… ეხლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკაშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის? საპატიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალი ხომ არ დაავიწყდა?” 778 3-ს მოსწონს
|