x
რატომ ვერ იტანს საზოგადოების ნაწილი, მიხეილ სააკაშვილს?__ მე მაქვს პასუხი

image

ალბათ იკითხავთ, რა გააკეთა ასეთი მიხეილ სააკაშვილმა, რომ ქართველი ერის უმრავლესობა ვერ ინელებს, მაშინ როცა, ახალ და უახლეს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია მმართველი, რომელიც თანამდებობრივ უფლებამოსილებას არ აჭარბებს?__ მე მაქვს პასუხი: მიხეილ სააკაშვილი ქართულმა საზოგადოებამ ვერ აიტანა მრავალი მიზეზთა გამო, რომელიც შეგვიძლია დავყოთ რაციონალურ და ირაციონალურ მიზეზებად, ჯერ რაციონალურით დავიწყოთ:
1. ნაციონალურმა მოძრაობამ შეწყვიტა ხალხთან საუბარი, უმტკვივნეულესი რეფორმების გატარების დროს, მათ არ აუხსნეს საზოგადოებას რას ითვალისწინებმდა რეფორმა და რატომ იქნა დაშვებული ამდენი შეცდომა, რეჟიმმა ჩათვალა რომ საზოგადოების ნაწილი ამას მაინც ვერ გაიგებს, შედეგად შეცდა არა მხოლოდ ვარაუდში, არამედ უკმაყოფილოთა მოსალოდნელ რაოდენობაშიც, საზოგადოების უმრავლესობამ რეფორმების მნიშვნელობა და აუცილებლობა ვერ გაიგო;
2. სააკაშვილის პოლიტიკა და პოლიტიკის შემსრულებლები დაშორებულნი იყვნენ ერთმანეთს, ანუ ნაციონალური მოძრაობის წევრებს რეგიონებსა თუ საკვაძნო თანამდებობებზე, სულაც არ ესმოდათ რა არის მოდერნიზაცია, აბსოლუტურ უმრავლესობისთვის ეს გახლდათ "მისი დრო", ამიტომ იძალადეს ყველაზე, ვისი დაჩაგვრაც შეიძლებოდა;
3. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, განვითარებადი ბიზნესი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიცავდა უსაშინლეს დანაშაულებს, როგორიცაა ქონების წართმევა, შანტაჟი, რეკეტი (მიზეზები იხილეთ მეორე პუნქტში). რეკეტი და ბიზნესის შევიწროება სისტემურად არ ხდებოდა ბიზნეს საქმიანობის ქვედა რგოლზე, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა, მაინც მსხვილი ბიზნესის შექმნილ სოციალურ განწყობაზეა ორიენტირებული, ეს ამბები კი უსწრაფესად ვრცელდებოდა საზოგადოებაში. საზოგადოების ნაწილი ეკონომიკურადაც უნარშეზღუდული აღმოჩნდა და გადავარდა ვალებში, ბანკისგან, ლომბარდისგან, მიკროსაფინანსოებისგან განხორციელებული ფინანსური პასუხისმგებლობა, აღქმული იყო სისტემური რეკეტად, რომელიც კავშირში იყო პოლიტიკურ ხელისუფლებასთან;
4. მიხეილ სააკაშვილმა ინტენსიური რეფორმებით დაზარალებულ, ან გაღიზიანებულ საზოგადოებას, პატივისცემის და ახსნა-განმარტების მაგიერ, "ჩარეცხილები" და "რუსების მონები" უწოდა. გაიზარდა დისტანცირება ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას შორის;
5. სისტემამ ვერ მოახერხა 07.11.2007 და 26.05.2011 დარბევათა გამართლება. მიუხედავად იმისა რომ გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერების სერია, სისტემამ ვერ გაბედა დასახელებულ ეჭვმიტანილთა სამართლებრივი პასიხისმგებლობის საკითხის დაყენება, რამაც ჩანაწერთა აუთენტურობის რწმენა გააქარწყლა. ქართულმა ოცნებამ 20.06.2019 დარბევის შემდეგ გვიჩვენა, რომ რომ საზოგადოებაში არსებული კრიტიკული კითხვების იგნორირება დაუშვებელია და საჭიროა საპასუხო თავდასხმა, რაც დროთა განმავლობაში ამყარებს დისკურსს რომ დარბევა ლეგიტიმური იყო;
6. გაღიზიანების და დისტანცირების ფონზე მთავარ არგუმენტად იქცა "გირგვლიანის", "რობაქიძის" საქმეები, რომელშიც სისტემის დანაშაული აშკარა იყო. ხელისუფლებას ჩასვრილის გამოსწორების საშუალება აღარ ჰქონდა, ამიტომ, ბოლომდე დარჩა თავის მართლების მდგომარეობაში, მეტიც აირჩია ამ საკითხთა იგნორირება;
7. მიხეილ სააკაშვილმა ვერ აგვაცილა რუსული პროვოკაცია და ბოლომდე გაება რუსულ ხაფანგში. აგვისტოს ომი არის უმძიმესი შედეგი, ჩემთვის დანაშაული მდგომარეობს პროვიკაციის ვერ აცილების შეცდომაში, მოწინააღმდეგთათვის კი ეს დანაშაული დაკვალიფიცირდა როგორც "მიშას დაწყებული ომი", რომელშიც რუსული ინტერესები გაატარა.
ეხლა კი მოვიყვანოთ ირაციონალური მიზეზები:
1. ე.წ. "9 წელეეე" იყო ქართული საზოგადოების ფორსირებული მოდერნიზაციის პროცესი. საზოგადოება მოვიდა ერთგვარ კულტურულ კონფლიქტში თანამედროვე რეალობასთან. მისი რწმენა წარმოდგენები უცბად აღმოჩნდა "მოძველებული" ან შეგინებული. კულტურული რევოლუცია მოხდა ქსელური წარმოების და მართვის დანერგვით. ნაციონალური მოძრაობა მოვიდა საზოგადოების მმართველ კლასთან წინააღმდეგობაში. ე.წ. "ინწელიგენციამ" აღმოაჩინა რომ 2 და სამი დიპლომი არაფერს ნიშნავს, მეტიც საერთოდ პროფესია არ აქვს. მთელი კულტურული კაპიტალი, რომელსაც წითელი ინტელიგენცია აგროვებდა უფასურდებოდა! მიხეილ სააკაშვილი არ იყო ლიბერალი, მაგრამ პოლიტიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების ინსტიტუციონალიზაციით და სუბიექტური ფაქტორების ამოგდებით საქართველო შეიცვალა, მაგრამ არ შეიცვალა საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი, მათთვის ბათუმი არ აშენებულა, რადგან მოდერნიზებულ ბათუმში, ინფორმაციულ კაპიტალის განკარგვის უნარებით აღჭურვილი ინვესტორი შოულობს ფულს.
2. მოდერნიზაციის პროცესი ახსნილი იყო, როგორც ქართული საზოგადოების ევროპეიზაცია და ლიბერალიზაცია. ამიტომ საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისითვის ეს ცნებები იქცა ბოროტების, ქართული საზოგადოების შერყვნის, "ახალი ქართველის" გამოყვანის ექსპერიმენტად.
3. ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ვერც შეამჩნია, როგორ აღმოჩნდა ინფორმაციონალურ სირვცეში, სადაც სოციალური ტენდეციები უმართავად აღწევს ჩვენს საზოგადოებაში და ქმნის ახალ ტრენდებს. ასე და ამდაგვარად მოგვაკითხა გლობალიზაციამ და გამოაშკარავა ქართული მენტალობის დრომოჭმულობის ზოგიერთი ეპიზოდი, როგორიცაა პატრიარქალური ოჯახი, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ქალთა უუფლებობა მთელ რიგ საკითხებში, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები და ა.შ. სწორედ ამ გაურკვევლობამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი კონსპირაციული თეორიებისთვის.
4.. ლიდერობის ტექნიკაში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მთელი რიგი წინააღმდეგობები, რომელიც ქართულ საზოგადოებას აღიზიანებდა. ერთის მხრივ ავტორიტარული მმართვის სტილი, მეორეს მხრივ კი ინფანტილური კომუნიკაციის უნარები. კონსერვატიულ ქართველობას, არ უყვარს ამჩატებული ლიდერი, ხელმძღვანელი დისტანცირებული უნდა იყოს, ქარიზმა სწორედ მიუწვდომელობაშია, ის კი ცდილობდა მოქცეულიყო დასავლური ლიდერშიპის ტექნიკით: მიშა ტრაქტორზე, მიშა მეტროში, მიშა საწარმოში, მიშა ვენახში და ა.შ. კონსერვატიულ ქართველთათვის, ყველა ასეთი ქცევა სასაცილო გამაღიზიანებელი გახლდათ, რადგან არ ემთხვევა ქართული ლიდერშიპის სოციალურ მოლოდინებს და მიხეილ სააკაშვილი მათთვის არასერიოზული და ყალბი გახდა.
სწორედ ამიტომ მიშამ დააგროვა ამდენი მოწინააღმდეგე, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა, არც კი დაზარალებულა რეჟიმისგან, მაგრამ აღმოჩნდა კულტურულ კონფლიქტში თანამედროვე საქართველოსთან. შედეგად კონსერვატიულმა ქართველობამ დაამხო მოდერნიზაცია, თუნდაც მახინჯი, მაგრამ მაინც მოდერნიზაცია და დღეს გვაქვს მათთვის კომფორტული სოციალური გარემო, სადაც მძიმე რეფორმებს ხელისუფლება აღარ ახორციელებს.
8
296
2-ს მოსწონს
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
296
  
2021, 8 ოქტომბერი, 11:12
აბა,ვიღაც აფრიკელს გვარი ჭავჭავაძე მისცეს და მოქალაქეობაც ჩაახუტეს.ცუდი იმაში არაფერია,თუ ვინმეს შეიფარებ და თუნდაც მოქალაქეობას მისცემ,მაგრამ ეს არ უნდა იყოს უაზროდ გაკეთებული. თუ ქვეყანას ამის თავი აქვს,მაშინ კი ბატონო. იმ ფონზე როცა ქართველებითვის ჭირს ლუკმა პური,უაზრობა ვიღაცეების შემოყვანა და დასახლება აქ.სირცხვილია უბრალოდ ასეთი ქმედება და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ევროპას რო უყრებენ,ისინი განვითარებულები არიან და აქვთ მაგის ფუფუნება,ჩვენ არა. თუ ევროპა მაშინ ისიც უნდა ითქვას,რომ 300000 ევროს იხდის შევიცარია ჯარიმას და არ უშვებს მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე.
2021, 8 ოქტომბერი, 11:12
ერთხელ კახეთში ვიყავი და გაოგნებული დავრჩი. 80 წლის ბაბუმ ერთი ჯიშისგან 3 განსხვავებული გემოს ღვინო გამასინჯა და მიხსნიდა,რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. კახეთში ასეთებია არიან 90%+ ყველა მევენახე,ვაზის ძირიდან მოგიყვება და იმასაც გეტყვის 10 წლის მერე რა გემოზე იქნება ღვინო.
2021, 8 ოქტომბერი, 11:01
ყველას გვახსოვს,სოფელში მცხოვრებთ როგორ შეურაწყოფდა და როგორც ჩამოყავდა აფრიკელი ბურები. სოფლის-მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანს იმის სწავლა არ სჭირდება,როგორ მოიყვანოს ვაზი ან სიმინდი,საშუალება მიეცი რო თავის ნაშრომი დაუფასდეს. ამან აფრიკელები ჩამოიყვანა და ქართველს მიწის დამუშავება ასწავლა. თფუი მაგის დედაც მ... და კიდე იმას ამბობთ რო ხალხს არ მოსწონსო. გეორგია ბერძნებმა შეგვარქვეს და მიწათმოქმედების ქვეყანას გვიწოდებდნენ,ეს არ არის საკუთარი იდენტობის გადაწერის მცდელობა და საკუთარი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება? ვიღაც კუნაპეტმა აფრიკელმა რანაირად უნდა იცოდეს ქართველზე მეტად მიწათმოქმედება? უბრალოდ,მიზნმიმართულად მიდის სოფლის მეორნეობის გაფარჩაკების მცდელობა და ამიტომაც არის გაპარტახებული სოფლები,თორე ნებისმიერი მოგიყვანს ნებსმიერი ხარისხის ყურძენს,ნებისმიერი ხარისხის პომიდორს და ა.შ. ქართულ სოფლებს ჭკუის სწავლება კი არა,დაფასება და გვერდზე დგომა უნდა. აქ არ ვგულისხმობ სუფსიდირებას რა საკვირველია.
2021, 8 ოქტომბერი, 10:45
ეხლა ვერ იტანენ ამას ეს ინწელიგენციის ნაშიერები და ვერ ისბენებენ ფუკასავით ააცალეს ძალაუფლება,კომფორტი. დადიან და რას აღარ ეძახიან ამ წესიერ ხალხს,ვინც თავის შრომით გაიკვლიეს გზა და არც მამიკოს უჩალიჩია მათ მოწყობაზე და არც ვიღაც გავლენიან ბიძიას. შემიძლია დაგისახელოთ ადამიანები და თავი დავდო მათ წესიერებაზე,თავს დავდებ იმაზეც რო თავის დღეში საქართველოს წინააღმდეგ არასოდეს არაფერ გაუკეთებიათ. ქოცების პრობლემა არის სოციალ-დემოკრატიული აზროვნება,მათი მიდგომები,რაც გამოუსედაგარია ამ დროში,თორე რუსეთის პროექტი არა კვახი. რუსული პროექტი არის ნაციონალური მოძრაობა,რომელსაც ივანოვმა გაუფრომა ვარდების რევოლუცია და მერე ჩააბარა ჯერ ზემო აფხაზეთი,მერე 20% მიწების. ამისთანა კრიზისული პერიოდის დროსაც სიტუაციის არევით არიან დაკავებულები. ამ მტავრობის ადამიანურობაზე და ნორმალურობაზე ისიც მიუთითებს,თუ როგორ ექცევა ამ მოღალატეობრივ პარტიას,მათ მხარდამჭერებს. ავტორიტარული რეჟიმიო და დიქტატურაო,ეს რო სიმართლე იყოს ერთ სარზე მიშას თავი უნდა ეკიდეოს და მეორეზე დეკანოიძესი. მიშა კი მიტომ არ მოსწონთ,რომ არის მოღალატეობრივი რეჟიმის სულის ჩამდგმელი და რუსეთის ინტერესების გამტარებელი დღესაც.
2021, 8 ოქტომბერი, 10:32
მკვლელებზე უფრო საშიშია ადამიანი,ვისაც არ ესმის თავისუფლების არსი ან მას დამახინჯებულად იყენებს. ამიტომაც დღეს მოისმენთ,რომ სიტყვის თავისუფლების უფებას იყენებენ,ამის თუ იმის უფლება აქვთ,მაგრამ ავიწყდებათ პასუხისმგებლობა. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არის ისევე,როგორც დირიჟორი ჯოხის გარეშე. არის კიდევ ერთი ფაქტორი,განსხვავებული აზრის უპატივცემულობა და ყველა ასეთი ადამიანის გარიყვა,დაჩაგვრა. არანარი კომფლიქტი არ ქონია ე.წ. წითელ ინწელიგენციასთან,ეგ ხალხი მიშას დროსაც გუალობდნენ და ეხლაც გუალობენ. თუ ვინმე კლუტურის წარმომადგენელი მიშას მეხოტბე იყო,მაშინ ის ფასდებოდა და ბიუჯეტიდან მოწყობილი ღონისძიებებზე ფულსაც შოულობდა. რავი ცოტა უცნაურია,როცა წითელ ინწელიგენციაზე მიდის აპელირება და მათთან კომფლიქტზე ვსაუბრობთ,ხოლო გვავიწყდება კაკო ბობოხიძე,ძმები რურუები დიდი მხედრიონელები,რომელებიც ნაცების დაფასებული საზოგადოებას შეადგენდა. ისტორიის დამახინჯებას ქონდა ადგილი,მხედრიონზე არანაკლები ბოროტება იყო ნაციონალური მოძრაობა. ეხლაც არიან ვიღაცეები გამორეულები ხელსიფლებაში,მაგრამ ძირითად მასას წარმოადგენენ ის ხალხი,ვინც ის უბედურება თავის კისერზე გადაიტანეს. გადახედეთ პარლამენტის შემადგენლობას,ქოცების სიით გასულ ხალხს,უმეტესობას საქართველოში ნასწავლი აქვს და განათლება მიღებული. ღარიბი ოჯახებიდან გასული ხალხია,რომელთაც დასჭირდათ წვალება სწავლისთვის და ავტომატების კაკანის დროს დადიოდნენ უნივერსიტეტებში. ინწელიგენციაზე თუ დაუბრობთ,მაშინ გადახედეთ ნაცების და მათი შენაერთების/განაყოფების დოსიეს,რუსეთში მიღებული განათელბის მქონე ხალხით ყარს იაქაურობა. სწორედ ეს ხალხი არიან ე.წ. ინწელიგენციი ნაშიერები,ვინც რუსეთში აწყობდა თავის შვილებს სასწავლებლად. ელენიკო ხოშტარია ამის ნათელი მაგალითია და გრიგორა ვაშაძე
2021, 8 ოქტომბერი, 10:17
ის მეთოდები,რასაც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა იყო უფრო ჰიტლერული,ვიდრე პროგრესული. ერთი ასეთი ე.წ. პატრიოტთა ბანაკები იყო,სადაც მიყავდათ ახალგაზრდები და ტვინს ურეცხავდნენ. ეს ახალგაზრდები არიან დღეს ყველაზე მეტს რო გაწივიან და გვერდზე უდგანან ნაცსექტას. ამ ახალგაზრდებს არაფერი კავშირი ქონდათ არც პატრიტიზმთან და არც ერის სიყვარულთან. შეიქმნა საკუთარი ისტორიის და იდენტობის მოძულე თაობა,რომლის შედეგებსაც ვიმკით დღესაც. ვითომ თავისფლების იდეას აცნობდნენ,მაგრამ ეს ხდებოდა ფასეულობების შელახვით და უპასუხისმგებლობის წახალისებით. დღეს შეხვდებით ახალგაზრდას,რომელიც თავისუფლების მეხოტბეა,მაგრამ უპასუხისმგებლოა. პროგრესში ცუდი არაფერია და არც არასოდეს ყოფილა,მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საკუთარი კულტურის და იდენტობის განადგურების ხარჯზე. ილიამ თქვა,რომ ერი არის ყოფილი ერი,თუ ის ივიწყებს თავის ისტორიას და კულტურას. ყველა ბელადომანიით შეპყრობილთ ერთი ნიშანი აქვს,ყველა ცდილობს თავისი რეჟიმიდან დაიწყოს ისტორიის წერა. შეიქმნა ახალი თაობის ისტორიის სახელმძღვანელო,სადაც ვარდების რევოლუციაზე უფრო მეტი ეწერა,ვიდრე სამოქალაქო ომზე ან აფხაზეთი დაკარგვაზე.
2021, 8 ოქტომბერი, 6:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 8 ოქტომბერი, 6:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8