x
"ბროლის ღამე" ქართულად, დღეს ხელისუფლებამ გეგმა "ბ" შეამოწმა

ყველაფერი დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით თითქოს ლგბტ პრაიდი არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია. ამ განცხადებით რადიკალ პროტესტანტებს მიანიშნა, რომ უპირისპირდებიან ოპოზიციას, შესაბამისად ამ ბრძოლაში პროტესტანტები ხელისუფლების ჯარისკაცებია. ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, თავს დაეხნენ მოქალაქეებს, შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში და დააზიანეს ინვერტარი, პოლიცია კი მხოლოდ პასიურად აკვირდებოდა, ან საუკეთესო შემთხვევაში აშველებდა. ხელისუფლების და რადიკალი ორკების პირდაპირი კავშირი დასტურდება „კარვების ქალაქის’ დარბევით, რომელიც არ უკავშირდება ლგბტ პრაიდის თემას. დღეს საქართველო დამარცხდა, რადგან გამოვლინდა პოლიტიკური ინსტიტუტების არათუ უსუსურობა, არამედ არარსებობაც! საქართველოს პრემიერ მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, ვინც არ იზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს, მიაჩნია მტრად. დღეს ხელისუფლებამ გაიმეორა „ბროლის ღამის“ დიქტატორული კლასიკა, საქართველოში მინები ჩაიმსხვრა, ოდესღაც ნაციონალ-სოციალიზმისთვის ეს გახლდათ ებრალები, ქართული ოცნებისთვის ეს არის ნაციონალები.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაადასტურა კავშირი ხელისუფლებასთან. ეს იყო ორკესტრირებული ძალადობა. ეკლესიამ პრაქტიკულად დაუდასტურა ხელისუფლებას რომ მისი პოლიტიკური დასაყრდენია და მათ გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეკლესიამ დაადასტურა რომ მის გნაკარგულებაში არის მოძალადეთა მრავალათასიანი არმია, რომელსაც შეუძლია ნებიმისმიერი პოლიტიკური წინააღმდეგობა დათრგუნოს.

რადიკალების აქციას ახლდა დასავლური ღირებულებების ლანძვა, ამერიკის ელჩის ფოტოს საჯარო დაწვა და იერიში მიიტანეს გაეროს ოფისზეც. ეჭვგარეშეა რომ რადიკალების აქციას კონკრეტული პოლიტიკური სარჩული აქვს. გამომდინარე იქედან რომ, აქცია მრავალათასიანი გახლდათ და მებრძოლი ორკები ჩამოაბრძანეს პროვინციებიდან, სავარაუდოდ ფინანსდებოდა კონკრეტული ჯგუფების მიერ, ვინც დასავლეთს განიხილავს პოლიტიკურ მტრად.

რა პერსპექტივები გამოისახა ქართული ოცნების „ბროლის ღამით?“

  • საქართველოში მოსალოდნელია პოლიტიკური ცხოვრების თეოკრატიზაცია. პოსტ ილია II-ს საპატრიარქო, ბევრად უფრო რადიკალური და პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. ეკლესიის ავტორიტეტს ინარჩუნებს პოლიტიკურ ფანტომებთან ბრძოლით: როგორიცაა ევროპის გარყვნილებასთან ბრძოლა და ამერიკულ იმპერიალიზმთან დაპირისპირება. საბედნიეროდ ეკლესიის ელიტაში არ გვყავს აითოლა ჰომეინის მსგავსი ქარიზმის რელიგიური ლიდერი, მაგრამ ხელისუფლება იმდენად სუსტია რომ მზადაა ითანამშრომლოს ეკლესიის იერარქიასთან, დაუთმოს პოლიტიკური ძალაუფლება, ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, სანაცვლოდ კი მიიღოს ეკლესიის კეთილგანწყობა და თუ საჭიროა რადიკალების მრავალათასიანი ლაშქარი.
  • სავსებით შესაძლებელია პირდაპირი და დეკლარირებული დემარში დასავლეთის მიმართ, თუ ხელისუფლებამ იგრძნო პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე. შეგახსენებთ რომ ქართულმა ოცნებამ დადო ევროპის საბჭოსთან პირობა, რომლის თანახმად, თუ ხელისფლება ვერ დააფიქსირებს ადგილობრივ არჩევნებში 43%-იან მხარდაჭერას, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ქართულმა ოცნებამ ადრეც გვიჩვენა პოლიტიკური უპრინციპობა, როცა დადებული პირობა დაარღვია და შეცვალა საარჩევნო კანონი, რომლის თანახმად ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო პროპორციული არჩევნებით. ხელისუფლებამ შესაძლოა არ დათმოს პოლიტიკური მარცხი არჩევნებში და ყველაფერი გადაიტანოს ქუჩაში ძალადობით. მას ჰყავს მოკავშირე რადიკალური ეკლესიის სახით და მარცხის შემთხვევაში, შეუძლია გააჩაღოს ანტიდასავლური კამპანია დაემუქროს საზოგადებას გეი ქორწინების დაკანონიებით და ქართული კულტურის განადგურებით. დღეს ქართულმა ოცნებამ გეგმა „ბ“ შეამოწმა.

საქართველო საფრთხეშია, რადგან ხელისფლებამ მიზანმიმართულად გააბნია საერტაშორისო პოლიტიკური კაპიტალი. ის აღარ არის შეუცლველი არც ერთ პოლიტიკურ პროექტში და თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიყვანა სამხედრო კონტიგენტი ავღანეთიდან და ISAF RMS მისია გაუქმდა საქართველო ყველა ფუნქციას დაკარგავს და აქ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0