x
იდეალიზმის დეფიციტი ქართულ საზოგადოებაში

image

საქართველოს ისტორია ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, იმდენი გამოწვევა, მტერი, საფრთხე, ამ ყველაფერს უნდა შეექმნა განსაკუთრებული ფორმის იდეალიზმი, როგორიცაა იაპონური თავგანწირვა (სეპუკუ), სიკვდილი ღირსებისთვის, განსაკუთრებული სამხედრო ეთიკა... რაც უფრო მეტს ვსწავლობ საქართველოს ისტორიას ასეთ კვალს ვერ ვხედავ ქართველ ერში თავდადების ფანატიკური კულტურა არ განვითარებულა, ვერაფრით მოხერხდა ნაციონალიზმის რელიგიად გადაქცევა, როგორც იაპონურ, სკანდინავიურ, ევროპულ ნაციონალიზმში, ქართული ნაციონალიზმი თავისთავად ორგანიზებულია, ისლამურ გარემოცვაში მართლმადიდებლურ დისონანსად, ორიგინალურ ენად და დამწერლობად. ამ ორგანიზებას ისეთი ბუნებრივი ხასიათი აქვს რომ მასში გონიერი ჩარევა არც მომხდარა, მაგალითად მოდი დავრთგუნოთ კუთხური შოვინიზმი__არა, ეს იყო და დღემდე არის, იმიტომ რომ არავის უხსენებია რომ პრობლემა გვაქვს... ასე ამდაგავარად უამრავი ეროვნული იდენტობს საკითხი მიშვებულია ბუნებრივ ნაკადზე, ამიტომაც ქართული ნაციონალიზმი დამოკიდებული იყო ლიდერის უნარებზე, თუ მეფე ორგანიზებულია, ჯიგრულია, ძარღვიანია, ჩვენ გვაქვს დიდგორი, შანქორი, ხრესილი, ასპინძა... თუ ჯვიაა ერიც დუნეა და უმოქმედო. ნაციონალური იდეალიზმით ორგანიზებული ერი ბაგრატიონებს დედას უტირებდა როგორც კი სამად გაჰყვეს, სხვა გვარი წაართმევდა ჯვია გამუსლიმებულ ოპორტუნისტს მეფობას, მაგრამ სტიმული არ იყო.

ამ უცნაურმა ფაქტმა მიმანიშნა ერთ პრობლემაზე. თუ ერს სულ უჭირდა და თავს ვერ შველიდა, ქართული კულტურა ასეთი ლაღი და უდარდელი რატომ არის? მე ეჭვი მაქვს რომ იმ ლეკიანობის დროსაც ქართველი კაცის გახარება ადვილი იყო, გინდა ოსმალობა დაარქვი გინდა ყიზილბაშობა, მაშინაც ქართველი კაცი პრასზე ქეიფობდა, იცით რატომ, იმიტომ რომ ქართველი კაცის მიზნად ბედნიერება იქცა. ბედნიერება არის ქართული კულტურის დაუწერელი იდეალი, ილიამ კი დაგვიწერა "მამული, ენა, სარწმუნოება", ხოდა რატომ დაგვიწერა არ შეგახსენოთ? საქართველო რომ დაიძახო ფოთში, სადღაც გორში შეიძლება ქართლელმა ტალახიანი კისერი მოატრიალოს, რამე ხომ არ მომესმა და ისევ უკან გაიხედავსო.
ბედნიერება და იდეალიზმი საწინააღმდეგო ცნებებია. იდეალიზმი თავგანწირვაა, პირადი ცხოვრების დათმობა, იდეალისტისთვის იდეის გამარჯვებაა ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება იდეალიზმი არ არის. იდეალიზმია საფრანგეთის რევოლუცია, იდეალიზმია ამერიკის სამოქალაქო ომიც და იდეალიზმია რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციაც, დიახ! რუსეთი ბევრად უფრო იდეალისტური საზოგადოებაა ვიდრე საქართველო, ჩვენ მოგვეცა ეს შანსი 1918 და წაგავრთვეს, 1991 მეორედ ვცადეთ და საშვილიშვილოდ ჩავისვარეთ.
და მაინც რა არის ბედნიერება?__ უზოგადესი გაგებით ბედნირება ადამიანის ფიზიოლოგიურ, ფსიქო-სოციალურ მოთხოვნილებათა თავისუფალი რეალიზაციის საშუალებით მიღებული კმაყოფილებაა... ახალ მასლოუს პირამიდას ნუ დამაწერინებთ, იმიტომ რომ მე ბანალურ განმარტებას არ ვცდილობ. ჩემი აზრით ბედნიერება თანდაყოლილი გვერდითი ეფექტია. მე დარწმუნებული ვარ რომ საბჭოთა მოქალაქე რომელიც კისლავოდსკში პუწიოვკებით გულაობდა პარიჟანკა არისტოკრატზე არანაკლებ ბედნიერად გრძნობდა თავს. ბედნიერება დემოკრატია არ არის, ტოტალიტარიზმშიც არის ბედნიერება! იმიტომ რომ ბედნიერება მიზანი არ გახლავთ ის შემთხვევითი შედეგია. ასევე დარწმუბული ვარ რომ დღევანდელი ახალგაზრდობა 90 იანი წლების უშუქო, ბნელ, ჩანაძაძებულ ახალგაზრდობაზე ბედნიერი არ გახლავთ, იმიტომ რომ ბედნიერება მატერიალიზმით არ იზომება, არც არჩევანის სიმრავლით. ბედნიერება შედეგის გვერდითი ეფექტია და ყველა სტატისტიკა რომელიც საზოგადოების ბედნიერების ინდექს ადგენს პრაქტიკულად აცდენილია ამოცანას. ისეთი კრიტერიუმები როგორიცაა დემოგრაფია, მშპ, თვითმკვლელობის სტატისტიკა, კრიმინალის სტატისტიკა, ქორწინების და განქორწინების სტატისტიკა, ემანსიპაციის ხარისხი, გლობალიზაიის ხარისხი.... არავითარი საერთო არ აქვს ბედნერებასთან და მე გარწმუნებთ რომ ჩრდილოეთ კორეაში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, იმიტომ რომ ბედნიერება კულტურული კონსტრუქციაა, ანუ კულტურული მოლოდინების რეალიზაციით მიღებული გვერდითი ეფექტი და მისი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მახსენდება ბავშვობა, როცა ადამიანები, ქორწილი იყო თუ ქელეხი, დიდი ენთუზიაზმით განიხილავდნენ ერთმანეთის ავტომობილებს, რომელიც იმდენად იშვიათი იყო, იმდენად ცოტას ჰყავდა რომ ყველა ცნობისმოყვერეობით განიხილავდა გაჩერებულ თუ ჩავლილ ავტომობილს, უცხოური წარმოების "ფირმა" მანქანა კი საყოველთაო აღტაცების მიზეზი ხდებოდა, ავტომობილის აქსესუარებში შემოსული ახალი გაჯეტები, როგორიცაა ელექტრონული სარკე (საათი ჰქონდა მარცხენა მხარეს) მელოდიური სიგნალი, სიჩქარის ბერკეტზე კრისტალში ჩასმული ყვავილი და კასეტის აუდიო მაგნიტოფონი მთელს უბანს შეკრებდა ავტომობილში. ისინი მცირედით ბედნიერები იყვნენ და ისიც იმიტომ რომ მცირედის შესახებ არც უწყოდნენ.
ასევე მახსენდება რა ბედნიერება იყო გოჭის ხორცი, რომლის გემოს ეხლა ვეღარ ვცნობ, იმიტომ რომ მას ქორწილის და ახალი წლის გემო ჰქონდა და იმდენად იშვიათი იყო განსაკუთრებული განწყობა მოჰქონდა. 90 იან წლებში ხორცის ჭამა გამონაკლისი გახლდათ. არასდროს დამავიწყდება ეიფორია როცა ბაუნტის შოკოლადი პირველად გავხსენი, "ნეტა რა გემო აქვს, მართლა სამოთხით ტკბობაა როგორც რეკლამაში გვპირდებიან?" იგივე მახსოვს სნიკერსზე, მარსზე და პირველად გასინჯულ კოკა-კოლაზე, რომლის გემოს გასამეორებლად წყალს იმ ბოთლიდან ვსვამდი, იმიტომ რომ გემო დაჰყვებოდა... დიახ ბედნიერი ვიყავი ძალიან ბედნიერი, ეხლა კი ჭირის დღესავით მეზიზღება ხსენებული ნუგბარი.
გლობალიზაციის შედეგად ქართველი ერს ბედნიერების ამოცანა უფრო გაურთულდა, უცოდინრობით, პარაზიტობით და უმეცრებით საბჭოეთში ბედნიერება ადვილი იყო, ეხლა კი თითქოს მშობელმა ბუდიდან გადმოგვაგდო რომ ფრენა დამოუკიდებლად ვისწავლოთ, ხოდა არც გამოგვივიდა და მიწაზე დანარცხებულებს მთელი დედამიწაც წარმოგვიდგა, თურმე ქვე-ყანა ჩვენი ჩიქორთული ბუდე არ ყოფილა, აქეთ ევროპა, იქეთ ამერიკა, მერე ინტერნეტი, მერე კინო, მერე მანქანა, მერე ევრო-რემონტი, მერე მოდა... ხოდა რომ გავიაზრეთ და გავისიგრძეგანეთ რამდენი რამე გვაკლია, საბჭოური ბედნიერებაც შეგვძაგდა, ნაპოლეონის ნამცხვარი და ვინეგრეტის სალათი (ოლივიეს ასე უწოდებდით), 8 ნომერი კახური და ზუბროვკა არაყი... კაი რა უნდა ყოფილიყო, ხოდა ბედნიერების ძიებაში ქართველი ერის 30% გაიხიზნა.
კიდევ ერთი მიზეზი დავამატე სააკაშვილის სიძულვილის მიზეზს, მან ქართველი ხალხის ნაწილი უბედური გახადა, განა დაჭერებით და რეპრესიებით, ესეც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მინც ქართულ ბუნებრივ ნაციონალიზმში რეფორმის შეტანის მცდელობაა. ბუნებრივ ნაციონალიზმის კი მთავარი ღირებულება ბედნერებაა და არა თავგანწირვა, ხოდა არც არავინ მოინდომა საკუთარი ბედნიერების სამსხვერპლოზე მიტანა ისტორიული ამოცანის შესასრულებლად, ისტორიული ამოცანა კი დილის 5 საათზე სამუშაოდ გაღვიძებაა, სამხედრო ღირსებაა, თავდაცვა, თავდასხმა, გამოგონება და ტექნოლოგიაა... ხოდა არც გავარტყი ამ ყველაფერს თუ მე ბედნიერი არ ვარ?!... დღეს კი ქართველი ერი "9 წელეეზე" უფრო ბედნიერია, ამიტომ ირჩევს ქართულ ოცნებას, რომ გარდაქმნა არც უნდა. ჩვენ მილენიუმებს გაუძელით ოტროველობით და რატომ შევცვალოთ ის რაც ასე კარგად მუშაობს?
დღეს ქართველი ერი უფრო ბედნიერია იმიტომ რომ საშინაო დავალება არ აქვს სამეცადინო. მისი საქართველო მისი ოჯახი, საძმაკაცო, საახლობლო და სამეზობლოა. ასეთ დაპატარავებულ პერსპექტივაში ბედნიერების მოწყობა ადვილია, რადგან ისევ ილუზორულ თვითკმარობით შეგიძლია გაძღე, რაც უფრო ცოტას ხედავ მადაც ნაკლები გაქვს, იმიტომ რომ ბედნიერება რაოდენობა არაა, ის არც არჩევანია, ბედნიერება ეგოიზმია.
0
36
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0