საქართველო ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთში––რას უნდა ნიშნავდეს თურქეთის საპატიო მასპინძლობა? 2021, 2 ივნისი, 1:18 დღეს 1 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთს. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განსაკუთრებული დიპლომატიური პატივით უმასპინძლა. ცერემონიალს ახლდა საპატიო ყარაული და კავალერია. ქვეყნის პირველმა პირებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, თურქმეთმა დააფიქსირა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ქვეყნის პირველმა პირებმა ასევე ისაუბრეს ინვესტიციათა პერსპექტივებზე. საქართველოსთვის თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ერთადერთი მეზობელია რომელთანაც ყველაფერი ცხადი და გარკვეულია.
ამის მიუხედავად საქართველოში მუდმივად არის აბსურდული ანტითურქული განწობები, რომელთა მიზეზები ღრმა ისტორიულ წარსულშია. თურქოფობიის განსაკუთრებული გამოგამოვლინება გახლდათ ნამოხვან ჰესთან დაკავშირებულ პროტესტი, რომელიც ობიექტურ მიზეზებთან ერთად ნასაზრდოვებია ქსენოფობიით.
რას უნდა მივაწეროთ საქართველოს პრემიერის მასპინძლობისას გამოვლენილი თურქული მხარის განსაკუთრებული მონდომება?__ მიზეზები უნდა ვეძიოთ აზერბაიჯან- სომხეთის ომის შედეგებში. თურქულმა მხარემ ღია მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის მიმართ, ასევე მოახერხა რეგიონში რუსეთის გავლენის დასუსტება. საბოლოოდ, აზერბაიჯანს მოგების გასაფორმებლად მაინც დასჭირდა რუსეთის ლეგიტიმაცია და რუსეთის დომინანტური როლიც სწორედ მომრიგებლის ფუნქციით გამოიკვეთა, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით, თურქეთმა რეგიონში რეალობა შეცვალა და რუსეთმა ვერაფერი გააწყო.
ამიერკავკასიის რეგიონში საქართველოს განსაკუთრებული მდებარეობა აქვს. საქართველო არის ფანჯარა გარესამყაროსთან როგორც აზერბაიჯანისთვის ისე სომხეთისთვის. შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ აშკარა კონფრონტაციას ამიერკავაკასიის ქვეყნები ვერ გაბედავს. თურქეთს კი სჭირდება ამიერკავკასიაში აზერბაიჯანთან პოლიტიკური კავშირის გაძლიერება, ეს კი საქართველოს გარეშე არ გამოვა. საქართველო რეგიონის გასაღებია, რომელიც რუსეთმა მხოლოდ ძალადობით მოიმდურა, როცა სახელმწიფოს 20 %-ს ოკუპაცია მოახდინა. ძალადობით კი მორჩილების ლეგიტიმაციას ვერ ეღირსები, ამიტომ რუსეთის მოქმედებები გრძელვადიან პერსპექტივაში ხისტი და არაეფექტურია. თურქეთს კი ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის საბოლოო ჩანაცვლება შეუძლია. ეს ასეც მოხდებოდა რომ არა ქართული ქსენოფობია, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ თურქეთი ნომერ პირველი მტერია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში სამჯერ ეომა.
აღსანიშნავია ფაქტი რომ, აზერბაიჯან-სომხეთის ომის შედეგები საქართველოს შიდაპოლიტიკურ ლანდშაფტში საერთოდ არ აისახა. ქართული პოლიტიკა ჩაეფლო პოსტ-საარჩევნო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, შესაბამისად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საჯაროდ არც კი გაანალიზებულა. ქართულ პოლიტიკას არც ჰქონია მცდელობა რომ თურქეთს დაახლოებოდა რუსეთის გავლენის დასაბალანსებლად. მიზეზი მარტივია და ბანალურია, თურქეთი ცივილიზაციურად უცხოა და ვაჭრობის გარდა სხვა კავშირის შესაძლებლობა ქართულ მხარეს ვერ წარმოუდგენია.
მიუხედავად ამისა ქართული პოლიტიკის მიერ შოვინისტური ქსეონოფობიით თურქეთის უარყოფა უკიდურესი სიბრიყვეა. თურქეთმა დაამტკიცა რომ კარგი პარტნიორია ეკონომიკაში, ასევე შესანიშნავი მეგობარი გასაჭირში და მე არ მგონია რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობაში მთავარი კაპიტალი ისლამი იყოს!
126 2-ს მოსწონს
|