პროფილაქტიკა შეიძლება თუ არა ინტიმური ადგილების სარეცხის საპნით დაბანა? 2021, 4 ოქტომბერი, 11:55 რუბრიკაში "ჰკითხეთ ექსპერტს", მკითხველის კითხვა: "სამშობიაროში, ეპიზიოტომიის შემდეგ, გინეკოლოგმა მითხრა, რომ სარეცხი საპნით დავიბანო, რათა ყველაფერი უფრო სწრაფად შეხორცდეს. და ეს მართლაც ძალიან დაეხმარა. გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა გავაგრძელო ინტიმუტი ადგილების ჰიგიენისითვის სარეცხი საპნის გამოყენება? -სარეცხ საპონს აქვს ბაქტერიციდული, გამოშრობის ეფექტი და მისი გამოყენება ეპიზიოტომიის შემდეგ სრულად არის გამართლებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაკერების დაჩირქება. თუმცა, ყოვედღიურ ცხოვრებაში, ჰიგიენა სარეცხი საპნით დაუშვებელია - ეს პროდუქტი ლორწოვან გარსს აშრობს, წარმოიქმნება მიკრონახეთქები, სადაც შესაძლოა მიკრობებმა დაიბუდონ. შედეგად წარმოიქმენა დისბაქტრიოზი, სოკოვანი კანდიდოზი(თეთრად შლა), ბაქტერიული ვაგინოზი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. აუცილებელია დაიბანოთ გელი ინტიმური ჰიგიენის გელით, ან შხაპის გელით ატოპიური კანისთვის. ისინი შეიცავს ნეიტრალურ pH- ს და აღადგენს ლიპიდურ ბალანსს. რძემჟავა პროდუქტები შესაფერისია ყველა ქალისთვის - რძემჟავა მხარს უჭერს ვულვისა და ვაგინას მიკროფლორას, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ დაცვას პათოგენური მიკრობებისგან. ინტიმური ჰიგიენის სათანადო პროდუქტები შეიცავს რძემჟავას, მცენარეულ ზეთებს და მინიმალური რაოდენობის კონსერვანტებს. კარგი შემადგენლობის მარკერის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. რაც შეეხება მამაკაცებს, ბალანოპოსთიტი და სხვა ინფექციურ-სოკოვანი დავაადებებისგან თავის დასაცავად სჯობს ყოველი მოშარდვის შემდეგ ასოს თავი თბილის წყლით დაიბანოთ ისე, რომ გამონადენი ვერ დაგროვდეს. ზოგჯერ გამონადენის რაოდენობა ინდივიდუალური მახასიათებელია, რომელიც მოითხოვს დაბანისას რბილი საპნის ან ჟელეს გამოყენებას.. აუცილებელია შეასრულოთ ეს მარტივი მოთხოვნები უფორ ინტენსიურად ძლიერ სიცხეში ან ცხელ ქვეყნებში მოგზაურობისას. საერთოდ ასოს თავის დასაბანად სარეცხი საპონი არ გამოიყენება, რადგან ლორწოვან გარსს აშრობს. 726 4-ს მოსწონს
|