x
image
t.x.
10 მიზეზი ცოლის შერთვაზე უარის სათქმელად
imageვინ თქვა, რომ მამაკაცი აუცილებლად უნდა დაქორწინდეს? საიდან მოიტანეთ? არის სულ ცოტა, 10 მიზეზი, რათა კარგად დაფიქრდეთ, ვიდრე ცოლს შეირთავდეთ:

1. ძვირია. უნდა იყიდოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბეჭდები, ყვავილები... რამდენ კათხა ლუდს, ფეხბურთის ბილეთს შეიძენდით, საბილიარდოში და კაზინოში გაინავარდებდით იმ ფულით, თქვენ კი ეს ქარს გაატანეთ.

2. საშიშია. საყვარელი არასოდეს გიბრძანებთ, -ჩქარა, პური მოიტანეო, ცოლი კი წამდაუწუმ გარბენინებთ პურის, რძის, ბავშვის საკვების, პამპერსის საყიდლად.

3. მოსაწყენია. შეყვარებულობის პერიოდში, თუ თქვენთვის რაინდული თვისებები უცხო არ იყო, მოგწონდათ და დიდი ხალისით დადიოდით კინოში, თეატრში, კაფეში და ა. შ. ქორწილის შემდეგ ყველაფერი ეს გეჩვენებათ გაფლანგულ დროდ. სამაგიეროდ, გირჩევნიათ ძილის წინ ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა, სარეცხი მანქანის შეკეთება.


4. საფულეს ათხელებს. ქორწილის შემდეგ არ გექნებათ თქვენი საფულე, სამაგიეროდ, იქნება "საერთო ხაზინა", "ოჯახის ბიუჯეტი" და ა.შ.

5. სანერვიულოა. გამუდმებით გაშინებენ განქორწინებით, მაგრამ როცა ჩათვლით, ეს არც ისე ცუდიაო-არ გაგეყრებათ.

6. სისულელეა. თუკი უცოლო მეგობრები "გულაობენ" ისე, რომ არავის აბარებენ ანგარიშს, თქვენ მოგიწევთ ამის გაკეთება.

7. საწყენია. როგორც კი დაკარგავთ უცოლო კაცის სტატუსს, მაშინვე ამოვარდებით ქალებისთვის საინტერესო მამაკაცთა სიიდან.

8. არასაიმედოა. სად არის იმის გარანტია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ არ მოგინდებათ თუნდაც დასაკარგავში გაერიდოთ მას, ვისაც ერთგულებას ეფიცებოდით?

9. საწვალებელია. თუ საქმე განქორწინებამდე მივა, შესაძლებელია ორი სცენარი: - ან ყველაფერს უტოვებთ ცოლს, ან ყველაფერს იყოფთ შუაზე. პირველი - უსამართლობაა, მეორე - საზიზღრობაა, მაგრამ სად გაიქცევი?

10. ხედავთ რა სარისკოა? ამიტომ გირჩევთ, ნუ აჩქარდებით.

0
109
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0