x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არანაირი სამოსი: აი, ასე გამოიყურება ამ სეზონის ყველაზე პროვოკაციული ტრენდი

image


მოდა უფრო ხშირად იცვლება ვიდრე ამინდი. რასაც ჩვენ დღეს თანამედროვედ და ლამაზად ვთვლით, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად უგემოვნოდ იქცეს. წელს არაერთი გიჟური და სასაცილო ტრენდი გაჩნდა, რომელიც მოდის ერთგულმა მიმდევრებმა მყისიერად აიტაცეს. ამჯერად, პოპულარობას ბრჭყვიალა, ფერადი გლიტერები იძენს, რომლებსაც გოგონები არც მეტი, არც ნაკლები სამოსის ნაცვლად იყენებენ. ყველაზე გაბედული ლამაზმანები სხეულს სწორედ ასეთი ბრჭყვიალებით იფარავენ და მას ხელოვნებას უწოდებენ.


image


დღეს, სტრაზები და კრისტალები ისეა მოდაში როგორც არასდროს, მათი ნახვა შეგიძლიათ არა მხოლოდ საღამოს კაბებზე, არამედ მაისურებზე, ჯინსებზე და კედებზეც კი. აღნიშნული ტრენდი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ქალბატონებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აქტუალობას არც დღეს კარგავს.


image


მბზინავი ტანსაცმლის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი კინემატოგრაფმა და ვარსკვლავების სასცენო კოსტიუმებმაც შეასრულეს. კოსტიუმების ისტორიში სამუდამოდ შევიდა მერლინ მონროს და ჯეინ რასელის კაბები ფილმიდან - "ჯელტმენებს ქერები ურჩევნიათ", დორის დეის ცნობილი კაბები ფილმიდან - "შემიყვარე ან დამტოვე", მარგარეტ ეივერის ულამაზესი კაბები ფილმიდან "იისფერი"... თუმცა წლევანდელი ტრენდი კიდევ უფრო შორს წავიდა და მან ამჯერად, უკვე სამოსიც კი ჩაანაცვლა. წარმოგიდგენთ, ყველაზე თამამ გოგონებს, რომლებსაც აღნიშნული ტენდენციის საკუთარ სხეულზე მორგება არ მორიდებიათ.


imageimageimageimageimageimageimage









0
902
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
902