x
image
თორ ნიკე
არაბეთის ნახევარკუნძულის უძველესი ქალაქები და დასახლებები
არაბეთის ნახევარკუნძულის უძველესი ქალაქები და დასახლებები


ადენი, ეუდეამონი, ფელიქს არაბეთი (Aden, Eudeamon, Arabia Felix) - მდებარეობს იემენში. დაარსდა, როგორც ბერძნული ქალაქი ძვ.წ. პირველ საუკუნეში.

ალ აინი (Al Ain) - მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პირველი დასახლება აქ ჩნდება ძვ.წ. 6000 წლიდან, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იყო მონადირე-შემგროვებელთა დასახლება და არა ნეოლითური მიწათმოქმედების. ამ ადგილას ადამიანების ცხოვრება თითქმის არასოდეს შეწყვეტილა დღევანდელ დღემდე. აქ აღმოჩენილია საინტერესო ბრინჯაოს და რკინის ხანის არტეფაქტები, რომელიც ამ რეგიონის ხალხის გარკვეულ სავაჭრო კავშირებს ამტკიცებს ინდის ველის ცივილიზაციასთან.

ალ-აშოში (Al-Ashosh) - მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. დასახლება დაარსდა ძვ.წ. 2500 წლისთვის.


ავამი (Awwam) - მდებარეობს იემენში. დასახლება დაარსდა ძვ.წ. 1500 წლიდან სემიტი ხალხის, საბაელების მიერ.

ჰაჯარ ამ-დაიბია (Hajar Am-Dhaybiyya) - დასახლება დაარსდა დაახლოებით ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან.

ალ-ბაჰა (Al-Bahah) - მდებარეობს საუდის არაბეთში. დასახლება დაარსდა ზაჰრანის და ღამიდის არაბული ტომების მიერ, რომლებიც მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს არაბულ ტომებად. გამოირჩევა საინტერესო არქიტექტურის კოშკებით, რომელსაც უწოდებენ ქასაბას კოშკებს და რომლებიც ჰგავს კავკასიაში გავრცელებულ კოშკებს.


ქასაბას კოშკები ალ-ბაჰაში


მარიბი (Marib) - მდებარეობდა იემენში. ეს დასახლება დაარსდა ძვ.წ. 3000 წლიდან. შემდგომ პერიოდში, ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან სემიტმა ხალხმა საბაელებმა გადაიბარეს და თავიანთი დომინაცია დაამყარეს და ძვ.წ. 1200 - ახ.წ. 275 წლებს შორის პერიოდში მათი სამეფოს მთავარი ქალაქი იყო. ამ ქალაქის, მარიბის გარშემო დაფუძნდა და აშენდა საბაელთა სამეფო. აქ დღეს შემორჩენილია მხოლოდ ბარანის ტაძრის (Barran temple), იგივე ავამის ტაძრის ნანგრევები, რომელიც მიძღვნილი იყო ღმერთ ალმაქაჰის ანუ ალმუქის სახელზე.

ბარბარის ტაძარი (Barbar temple) - მდებარეობდა ბაჰრეინში. დღესდღეობით მხოლოდ ტაძარია შემორჩენილი, თუმცა ამ ადგილას დასახლება ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წლიდან გაჩნდა.

ბეიჰანი (Beihan) - მდებარეობს იემენში. აქ ცხოვრობდნენ მუსაბეინის და ალსალეს სემიტური ტომები, დაარსებულიაძვ.წ. პირველ ათასწლეულში.

ბიდა ბინთ საუდი (Bidaa Bint Saud) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 3200 წლიდან. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ალ ბითნა (Al Bithnah) - მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. დასახლება დაარსდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში.

ალ დაასა (Al Daasa) - მდებარეობს ყატარში. ამ ადგილას არსებობდა ნეოლითური დასახლება უბეიდის პერიოდში, ძვ.წ. 6500-3800 წლებში.

დედანი, ალ-ულა (Dedan, Al-Ula) - მდებარეობს საუდის არაბეთში. ლიჰიანების სამეფოს დედაქალაქი ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისამდე.

დჰამარი (Dhamar) - მდებარეობს იემენში. დაარსდა ახ.წ. 15 წლიდან.

დიბა (Dibba) - მდებარეობს ომანში. დაარსდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში.

დუმათ ალ-ჯანდალი, ადუმათუ (Dumat Al-Jandal, Adummatu) - მდებარეობს საუდის არაბეთში. დაარსდა ძვ.წ. მე-10 საუკუნეში. ასურულ წარწერებში აღწერილია, როგორც არაბთა ქალაქი.

ედ-დური (Ed-Dur) - მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. ქალაქი დაარსდა ახ.წ. პირველი საუკუნიდან.

ფაილაკა (Failaka) - მდებარეობს ქუვეითში. დასახლება დაარსდა ძვ.წ. 2000 წლიდან შუმერი ვაჭრების მიერ ურის ქალაქ-სახელმწიფოდან.

გერჰა (Gerrha) - მდებარეობს საუდის არაბეთში. იყო გერჰას სამეფოს დედაქალაქი ძვ.წ. 650 - ახ.წ. 300 წლებში. დააარსეს არაბებმა.

ჰარამი (Haram) - მდებარეობს იემენში. ქალაქი დაარსდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში.

ჰილის არქეოლოგიური პარკი (Hili Archaeological Park) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

იბრი (Ibri) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში. მდებარეობს ომანში.

იზკი (Izki) - ქალაქი პირველად იხსენიება ძველ ასურულ წერილობით წყაროებში ძვ.წ. 640 წლიდან. მდებარეობს ომანში.

უბარი, არამი, ირამი, ირუმი, ირემი, ერუმი (Ubar, Aram, Iram, Irum, Irem, Erum) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 2500 წლიდან. მდებარეობს ომანში.

ჯედა (Jeddah) - ამ ადგილას დასახლების არსებობა ნახსენებია პირველად თამუდის წარწერებში, რომლებიც შესრულებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. თამუდი იყო არაბული ტომების კონფედერაცია. ქალაქი მდებარეობს საუდის არაბეთში.

ჯუბა (Jubbah) - ამ ადგილას ადამიანები დასახლდნენ ძვ.წ. 8000 წლიდან. ეს არქეოლოგიური ადგილი ცნობილია პეტროგლიფებით და ერთ-ერთი უძველესი გამოსახულებებით, რომლებიც კლდეებზეა შესრულებული.

ჯულფარი (Julfar) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 5000 წლიდან. მდებარეობს არაბეთის საამიროებში.

ჯუბაილი (Jubail) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 5000 წლიდან. მდებარეობს საუდის არაბეთში.

ქალბა (Kalba) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-4 ათასწლეულში. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ალ-ხარჯი (Al-Kharj) - დასახლება დაარსდა დაახლოებით ახ.წ. მე-2 საუკუნიდან. მდებარეობს საუდის არაბეთში.

ხორ-რორი, სუმჰურამი, მოსხების საზღვარი (Khor-Rori, Sumhuram, Moscha Limen) - მდებარეობს ომანში. დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში მოსხების, იგივე მესხების მიერ, რომლებიც ქართველი ხალხი იყო. ახ.წ. პირველ საუკუნეში იყო საკმევლების და არომატული ნივთიერებების სავაჭრო ცენტრი, რომელიც მოხსენიებულია პირველად სწორედ პირველ საუკუნეში ერიტრეის ზღვის აღმწერ ბერძნულ პერიპლუსში. შემდგომ საუკუნეებში მოხდა მოსახლეობის გაარაბება.


ხორ-რორი,  სუმჰურამი,  მოსხების საზღვარი (Khor-Rori,  Sumhuram,  Moscha Limen) - ბერძნულად "Μόσχα λιμήν"


კამინაჰუ, კამნა (Kaminahu, Kamna) - დასახლება არსებობდა უკვე ძვ.წ. მე-8 საუკუნეში და იყო მოზრდილი ქალაქი. მდებარეობს იემენში.

მადაინ სალეჰი, ალ-ჰიჯრი, ჰეგრა (Madain Saleh, Al-Hijr, Hegra) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან. მდებარეობს საუდის არაბეთში.

ალ მადამი (Al Madam) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. პირველ ათასწლეულში. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ალ-მაგარი (Al-Magar) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 9000 წლიდან და იყო ერთ-ერთი მძლავრი ნეოლითური ცენტრი არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას მანამ, სანამ არ მოხდა ამ ტერიტორიების გაუდაბნოება ძვ.წ. 7000 წლიდან. მდებარეობს საუდის არაბეთში.

მაშნაათ მარია (Mashnaat Mariya) - ჰიმიარების სამეფოს ქალაქი, რომელიც დაარსდა ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. მდებარეობს იემენში.

მლეიჰა (Mleiha) - პალეოლითურ ხანაში აქ ადამიანები, კერძოდ ჰომო საპიენსები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ. 130, 000 წლისთვის. ძვ.წ. 9000 წლიდან აქ მცხოვრები ადამიანები გადავიდნენ ნეოლითურ ხანაში, ისწავლეს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, შემდგომში კი სამხრეთ კავკასიიდან, საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა ამ ტერიტორიებზე მეღვინეობა.

მუვეილა (Muweilah) - ძვ.წ. 1000 წლისთვის სწორედ ამ ტერიტორიაზე ადამიანებმა მოიშინაურეს აქლემი და ამან გააადვილა და წაახალისა ვაჭრობა. ეს დასახლება კარგად განვითარებულ რკინის ხანის ქალაქად იქცა ძვ.წ. 850 წლიდან და განადგურდა ხანძრით ძვ.წ. 600 წლისთვის. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ნაჯრანი, ალ-უხდუდი (Najran, Al-Ukhdud) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 2000 წლიდან. ძვ.წ. II-I საუკუნეებში იყო ძალიან წარმატებული სავაჭრო ცენტრი, იყო რომაული ქალაქიც. მდებარეობს საუდის არაბეთში.

ნაშანი, ანესტუმი (Nashan, Annestum) - ქალაქად ჩამოყალიბდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ძვ.წ. 715 წელს დაპყრობილი იქნა საბას მეფის ითაამარ ვათარის მიერ. ძვ.წ. 25 წელს ქალაქი იწოდებოდა რომაელების მიერ, როგორც ანესტუმი.

ნაშაქი, ნესკუსი (Nashaq, Nescus) - ქალაქად ჩამოყალიბდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ძვ.წ. 685 წელს საბაელების მეფემ ქარიბილ ვათარმა 3 წელი მოანდომა მისი და ნაშანის დაპყრობას. ძვ.წ. 25 წელს ეს ქალაქი იწოდებოდა რომაელების მიერ, როგორც ნესკუსი.


ბრინჯაოს ქანდაკება ნაშაქიდან


პეტრა, რაქემო, რექემი (Petra, Raqemo, Rekem) - ნეოლითური დასახლება აქ გაჩნდა ჯერ კიდევ ძვ.წ. 7000 წლიდან, დღევანდელი ბეიდჰას ადგილას. ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. მე-14 საუკუნეში დალაშქრეს ეგვიპტელებმა. ამ ადგილას დასახლდნენ ედომიტები ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან. შემდგომში ამ ადგილას მოვიდნენ ნაბატეველები, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთ არაბული ხალხი, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ვაჭრობით და დიდ მარშრუტებზე აქლემების ქარავნებით მოგზაურობით.


ქათიფი (Qatif) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 3500 წლიდან სავარაუდოდ შუმერების ან მათი მონათესავე ხალხის მიერ, მაგალითად მათ მიერ, ვისიც იყო უბეიდის კულტურა. ეს იყო ვაჭრების, მიწათმოქმედების, მეცხოველეობის და მეთევზეების ქალაქი. მდებარეობს საუდის არაბეთში.


ქანდაკება ქათიფიდან - დამზადებული ძვ.წ. 2500 წლისთვის


ქარნავუ (Qarnawu) - დაარსდა მინაელების სამეფოს პერიოდში, ძვ.წ. 500 წლისთვის. ძვ.წ. 400 წლიდან გახდა მაინის სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს იემენში. ძვ.წ. პირველ საუკუნეში ქალაქი მიტოვებული იქნა ამ სამეფოს გაუქმების შემდეგ მალევე.

ქარიათ ალ-ფავი, დჰათ ალ-ჯნან (Qaryat Al-Faw, Dhat Al-Jnan) - ეს იყო ქინდას სამეფოს დედაქალაქი ძვ.წ. 200 - ახ.წ. 600 წლებში.


კაცის თავის ქანდაკება ქარიათ ალ-ფავიდან. ძვ.წ. I საუკუნე


ქალათ ალ-ნაჰრეინი (Qalat al-Bahrain) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 2300 წელს და მიტოვებული იქნა ახ.წ. მე-16 საუკუნეში. ეს იყო დილმუნის ანუ თელმუნის ცივილიზაციის დედაქალაქი. მდებარეობს ბაჰრეინში.

სენაა (Sanaa) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. პირველ ათასწლეულში. იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო კვანძი. ასევე იყო აქსუმის სამეფოს პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი. მდებარეობს იემენში.

სირვა (Sirwah) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 700 წლიდან. მდებარეობს იემენში.

შაბვა (Shabwa) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-13 საუკუნეში და განადგურებული იქნა ჰიმიარიტების სამეფოს მიერ ახ.წ. მე-3 საუკუნეში. მდებარეობს იემენში.

შიმალი (Shimal) - დასახლება ძვ.წ. 2500 წლიდან. იყო მნიშვნელოვანი დასახლება უმ ალ ნატის კულტურაში, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 2600-2000 წლებში. მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში.

ას-სუბია, ბაჰრა 1 (As-Subiya, Bahra 1) - დასახლება არსებობდა ძვ.წ. ძვ.წ. 5500-4900 წლებში და იყო უბაიდელების. მდებარეობდა ქუვეითში.

ტაბუკი (Tabuk) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 3500 წლიდან. მდებარეობს საუდის არაბეთში.

ტარიმი (Tarim) - დასახლებულია ქვის ხანიდან მოყოლებული. მდებარეობს იემენში.

ტაიმა, თემა, თიამათი (Tayma, Tema, Tiamat) - დასახლება აქ გაჩნდა ძვ.წ. 3000 წლიდან. ქალაქად კი იქცა ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან. ამ დროიდან მოიხსენიება წერილობით წყაროებშიც. მდებარეობს საუდის არაბეთში.

თელ აბრაქი (Tell Abraq) - დასახლება არსებობდა ძვ.წ. 2500-400 წლებში. მდებარეობდა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტერიტორიაზე.

თაჯი (Thaj) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. მდებარეობს საუდის არაბეთში.

თულა, თილა (Thula, Thila) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. პირველ საუკუნეში. მდებარეობს იემენში.

ტარუთი (Tarout) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. 5000 წლისთვის.ის იყო ასევე დილმუნის სამეფოს ნაწილი და მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რეგიონის ისტორიაში ძვ.წ. 3000 წლიდან. იყო მნიშვნელოვანი კვანძი მესოპოტამიასა და აღმოსავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულის სანაპირო დასახლებებს შორის. მდებარეობს საუდის არაბეთში.

თიმნა (Timna) - ეს იყო ქათაბანის სამეფოს დედაქალაქი ძვ.წ. 500 წლიდან ახ.წ. 200 წლამდე. მდებარეობს იემენში.

იანბუ (Yanbu) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 491 წელს. მდებარეობს საუდის არაბეთში.

იათრიბი, მედინა (Yathrib, Medina) - დასახლება დაარსდა ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. არსებობს დღემდე, როგორც ისლამის უმნიშვნელოვანესი ქალაქი საუდის არაბეთში.

ზაფარი (Zafar) - ქალაქი დაარსდა ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. მდებარეობს იემენში.



კრებულები:

1) მეცნიერება

2) მეცნიერება II

3) მეცნიერება III

4) სხვადასხვა

5) სხვადასხვა II

6) ქართული მითოლოგია

7) რელიგია

8) საქართველო

9) საქართველო II

10) ქართული სახელმწიფოები

11) პროტო-ქართველები

12) კავკასიური კულტურები

13) პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
426
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
426
  
2 ოქტომბერი, 20:01
აქაა სრული სია არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული უძველესი დასახლებების. როგორც ხედავთ, არსადაა ნახსენები მექა. არადა ისლამი გვეუბნება, რომ მექა იყო პირველი ქალაქი, სადაც ცხოვრობდა ადამ და ევა. ესაა ადამიანების პირველი ქალაქი დედამიწაზეო. სინამდვილეში მექა არ არსებობდა მუჰამედის დროსაც კი. ამას ამბობს არქეოლოგია და ისტორიოგრაფია. არცერთ რუკაზე, არცერთ წერილობით წყაროში არაა მოხსენიებული და აღნიშნული ქალაქი მექა ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც ის რეალურად დაარსდა. არქეოლოგიურადაც არაფერია აღმოჩენილი მექას ადგილას რომ ოდესმე რამე დასახლება, თუნდაც უმცირესი სოფელი ყოფილიყო.
0 1 1