x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოთახის მცენარეების გაწმენდა– გაპრიალების წესები, ხერხები და საშუალებები (და არანაირი ქიმია)

ყველა სახის მცენარეს, როგორც ფოთლოვანს, ისე ყვავილიანს, მომხიბვლელად რომ გამოიყურებოდეს და სუნთქვის პრობლემაც რომ არ შეექმნას, ფოთლები ყოველთვის სუფთა უნდა ჰქონდეს. მცენარის პრიალა და გლუვი ფოთლებ, მის, როგორც კარგ ჯანმრთელობაზე, ისე ხარისხიან მოვლაზე მიუთითებს.

ოთახის მცენარეებისთვის, მორწყვის, სასუქის მიწოდების და გადარგვის გარდა, გაწმენდა და გაპრიალებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მცენარის ფოთლების გაპრიალება არ შეიძლება და ამ პროცედურის ჩატარების დროს, განსაკუთრებული წესების დაცვა და სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო.


image


უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გავარკვიოთ, თუ რომელი მცენარის ფოთლების გაპრიალება შეიძლება. ამის დადგენა კი, არც ისე რთულია: თუ ფოთოლი ხავერდოვანი ან ეკლიანია, ანუ ბუნებრივად პრიალა არ არის, გაპრიალება არ ესაჭიროება. «სიგლუვის მინიჭება» შეიძლება მხოლოდ იმ მცენარეებისთვის, რომლის ფოთლის ზედაპირი სწორია, ყოველგვარი ჩაზნექილების და ამობურცულების გარეშე. მაგ., ისეთი მცენარისთვის, როგორიც არის: ბარაქის ხე, დიფენბახია, ფიკუსის ყველა სახეობა, სურო, პალმა, ფილოდენდრონი, მონსტერა, ასპიდიდტრა, ნემატანტუსი და ბევრი სხვა.

გაპრიალება, გაწმენდით იწყება, რომლის მეთოდი 2 სახის არის: ხელით წმენდა და შხაპი ან ჩამორეცხვა.

თუ მცენარეს დიდი, ხორციანი და ხისტი ფოთლები აქვს, ხელით უნდა გაიწმინდოს. ხოლო, თუ ფოთლები პატარა და ხშირია, უმჯობესია შხაპის მოწყობა. მაგ., ბარაქის ხის შემთხვევაში.

ჭუჭყის და მტვრისგან მცენარის გასუფთავებისას, გარკვეული წესების დაცვა არის საჭირო:

I. მცენარის გაწმენდა-გასუფთავება დილით ან დღის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს, რომ მზის ჩასვლამდე სრულად მოასწროს გაშრობა. ხოლო წყალი, დისტილირებული უნდა იყოს (ბამბაში გაფილტრული წვიმის წყალიც შეიძლება).

II. მცენარეების გაწმენდა რეგულარულად არის საჭირო, ისე როგორც, მისი მოვლისთვის აუცილებელი ნებისმიერი სხვა პროცედურა. წლის თბილ სეზონზე, 2 კვირაში ერთხელ, უნდა გაიწმინდოს, ხოლო ზამთარში - თვეში ერთხელაც საკმარისი იქნება.

III. მტვერი ფოთოლს არა მარტო ზემოდან, ქვემოდანაც უნდა მოაცილოთ.

IV. ფოთლების გასაწმენდად მხოლოდ რბილი ქსოვილის ან ღრუბლის გამოყენება შეიძლება.

V. ფოთოლი ოდნავ სველი ქსოვილით უნდა გაწმინდოთ. არ შეიძლება ძალიან სველი ღრუბლით ან მშრალი ხელსახოცით გაწმენდა.

VI. ფოთლების წმენდის ან მისთვის შხაპის მოწყობის შემთხვევაში, აუცილებელია გრუნტის დაცვა დასველების და გაჭუჭყიანებისგან. ამიტომ, ვიდრე ფოთლების წმენდას დაიწყებთ, ქოთანი პოლიეთილენის პარკში ჩადგით და პირი კარგად მოუკარით.

რაც შეეხება წყალს, ის ოდნავ თბილი უნდა იყოს.

VII. თუ მცენარე დიდი ხნის გასაწმენდია, ან ეზოში გქონდათ გატანილი და გაჭუჭყიანდა, შეგიძლიათ, წყალთან ერთად, სუსტი სარეცხი საშუალებები გამოიყენოთ. მაგ., საპნის ან შამპუნის სუსტი ხსნარი. მას შემდეგ, რაც ფოთოლს გაასთფთავებთ, აუცილებლად გადარეცხეთ სუფთა წყლით.

თუ გინდათ, რომ ფოთლები უფრო ლამაზი იყოს და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, გასუფთავებიდან მეორე დღეს, ფოთლები გააპრიალეთ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ ფოთლების გაპრიალება შეიძლება, რომლის ზრდა უკვე დასრულებულია.

თუ ფოთლების გაპრიალება გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი საშუალებებიდან, რომელიმე გამოიყენოთ:

1. სპეციალურ მაღაზიებში შეგიძლიათ, ფუტკრის ცვილზე დამზადებული, ნატურალური სითხე ან აეროზოლი შეიძინოთ;

2. რძე გააზავეთ წყალში, პროპორციით 1:1;

3. ბანანის ქერქის შიგნითა მხარე;

4. გლიცერინი;

5. 1 ჭ. წყალში გახსენით 1 ს. კ. 9% ძმარი;

6. ვაშლის წვენი;

7. 1. ჭ. წყალში გახსენით 1 ს. კ. ლიმონის წვენი;

8. 1 ჭ. წყალში გახსენით 1/4 ჩ. კ. ლიმონმჟავა;

9. 1 ჭ. წყალში გახსენით 1 ს. კ. მაიონეზი;

10. ანტიალერგიული სველი ხელსახოცები სახისთვის;

ამ საშუალებებიდან, რომელიმეს გამოყენების შემთხვევაში, მცენარე ბევრად უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე წყლით გასუფთავების შემდეგ. თუ მცენარის გასაპრიალებლად თხევად საშუალებას აირჩევთ, ის ფოთლებზე, კიდეებიდან 2-3 მმ-ით დაშორებით, სველი და გაწურული რბილი ქსოვილით ან კოსმეტიკური ბამბის დისკებით უნდა დაიტანოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაპრიალებული ფოთლები, მხოლოდ ადამიანის თვალისთვის კი არა, შეიძლება, მიმზიდველი მწერებისთვისაც იყოს. ამიტომ, პროცედურის ჩატარებიდან, 1 კვირის მანძილზე (ვიდრე სუნი სრულად არ გაუვლის), მცენარეს დააკვირდით.

უკვე ჩამოთვლილი საშუალებების გარდა, ფოთლების გასაპრიალებლად, თმის ბალზამის გამოყენებაც შეგიძლიათ:

დაიტანეთ მცირე რაოდენობით ბალზამი რბილ ქსოვილზე და ფრთხილად გადაუსვით ფოთოლს ზემოდან. ფოთოლი პრიალს დაიწყებს, ხოლო გაშრობის შემდეგ, მის ზედაპირზე, თხელი აპკი გაჩნდება, რომელიც ფოთლის ზედაპირიდან ტენის აორთქლების პროცესს შეანელებს.

მცენარის დაცვა აორთქლებისგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის ცივ პერიოდში, როდესაც გამათბობლების გამო, აურთქლება ინტენსიურია და ჰაერი მშრალია.

და კიდევ, თუ მცენარის ფოთლების გაპრიალებას, თმის ბალზამით გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც შეიძლება, ნატურალური უნდს იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


2021 წლის ფოტოკონკურსზე წარდგენილი ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


ბავშვის აღზრდაში დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც მომავალში, წარმატების მიღწევაში მას ხელს შეუშლის


ვარიკოზის განვითარების 7 მიზეზი


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0