x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
2021 წლის ფოტოკონკურსზე წარდგენილი ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები

დასახელდნენ Comedy Wildlife Photo Awards კონკურსის ფინალისტები, რომელზეც ბოლო წლებში გადაღებული, ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები იყო წარდგენილი.

პროექტი, იუმორით, ველური ბუნების შენარჩუნების მიზნით, 2015 წ. დაიწყო და ამ პერიოდის მანძლიზე, Comedy Wildlife Photo Awards პრემიაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 7000 ნამუშევარზე მეტი იყო წარდგენილი. ფინალში კი, 42 ფოტოსურათი მოხვდა.

გამარჯვებულები, კატეგორიების მიხედვით, 22 ოქტომბერს დასახელდება, ხოლო მთავარი პრიზი – კენიის საფარის ერთკვირიანი საგზურია. აქ კი, ფინალში გასული ფოტოების ნაწილს და მათ ავტორებს გაგაცნობთ:


«ენოტის საიდუმლო». იანა პიეხა, გერმანიაimage


«გველის სიცილი». ადიტია ქირსიგარა, ინდოეთიimage


«ორშაბათის განწყობა». ენდრიუ მაიესი, სამხ. აფრიკაimage


«ნაბახუსევზე». ანიტა როსი, აშშ
image



«პრერიების ნინძა». არტურ ტრევინო, აშშ
image


«სკოლაში წასვლის დროა!». ჩი კი თეო, სინგაპური
image


«ტრიო «ჰანგები». ჩუ ჰან ლინი, ტაივანი

image


«ტენორი». კლემენსა გინარდი, საუდის არაბეთიimage


«მხედარი». დირკ-იან სტიჰოვერი, აშშ (ფოტო უგანდაშია გადაღებული და თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მაიმუნი სინამდვილეში ჟირაფზე კი არა – ტოტზე ზის. ჟირაფმა კი, უბრალოდ, გვერდით ჩაუარა).image


«ველური ბუნების მეთაური». გურუ მურტი, ინდოეთიimage


«ხეებზე მონადირე». იაკუბა ხოდანი, ბორნეოimage


«ტკივილი». კენ ჯენსენი, ჩინეთიimage


«– უბრალოდ, ვამოწმებ...». ლარი პეტერბორგი, ზამბია image


«რეპეტიცია». ლეა სკუდანი, ავსტრალიაimage


«ცხოველებიც იცინიან». მარტინ ნოვოტნი, დიდი ბრიტანეთიimage


«კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ველურ ბუნებაში»! მათიას ხამარი, შვეციაimage


«დახუჭობანა». პელ მარჩჰარტი, რუმინეთიimage


«ცეკვა – «მაიმუნური». საროშა ლოდჰი, ინდოეთიimage


«პიკნიკისთვის მზადება». სიდჰანტა აგრავალა, ინდოეთი (ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვეფხვს ხის ტოტი აქვს მხარზე გადებული. რეალურად კი, ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ის ხეზე თავს იფხანდა)image


P. S. ფინალში გასული ყველა ფოტოს ნახვა და ხმის მიცემა კონკურსის საიტზე შეგიძლიათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


ბავშვის აღზრდაში დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც მომავალში, წარმატების მიღწევაში მას ხელს შეუშლის


ვარიკოზის განვითარების 7 მიზეზი


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

1
1240
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1240
  
2021, 29 სექტემბერი, 9:46
საოცარი ფოტოებია. დავტკბი და ვიხალისე :-)
0 1 1