პროფილაქტიკა ჩაასხით აბაზანაში ძმარი და ჩაყავით ფეხები-შედეგი გაგაოცებთ 2021, 25 სექტემბერი, 17:53 ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი დაავადების მკურნალობა ძმრიანი აბაზანით არის შესაძლებელი . 1) ეგზემა-ეგზემა არის ფეხის ტერფის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვლინდება ძირითადად ფეხებზე და თითებს შორის.ინფექციის "აკიდება" არა მხოლოდ საცურაო აუზებიდან, არამედ სხვა ადგილებიდანაც შეიძლება, სადაც შესაძლოა ფეხშიშველმა იაროთ. ამ სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კანი სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი, ან თუნდაც ანთება და ბუშტუკებიც კი. ძმარი სოკოს საწინააღმდეგო ეფექტური საშაულებაა, ამ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებას შეუძლია სოკოვანი ინფექციების მკურნალობა. წყალში გაზავებული ძმრით ფეხების რეგულარულად დაბანამ შესაძლოა არა მარტო მოგიხსნათ სიმპტომები, არამედ მთლიანად გაუმკლავდეს დაავადებას. 2)ოფლიანი ფეხები-ოფლიანი ფეხების ყბადაღებული სუნი ჩვეულებრივ გამოწვეულია ოფლისა და ბაქტერიების ერთობლიობით, რომლებიც ჩნდება ფეხებზე და ფეხსაცმელში. ვინაიდან ძმარი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სოკოების, ასევე ბაქტერიების წინააღმდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხსნარი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. თუ დროდადრო ძმრის აბაზანებს გააკეთებთ, მერწმუნეთ, ცოტა ხანში ფეხსაცმლის გახდის დროს აღარ დაგჭირდებათ სუნისგან შეწუხებული ცხვირზე ხელი მიფარება. მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ .პროცედურის დასრულების დროს კარგად დაიბანეთ წლით ფეხები ფეხები, რადგან ყველას არ მოსწონს ძმრის სუნი. 3)მშრალი კანი და დახეთქილი ქუსლები-ფეხის კანი სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები არა მხოლოდ უშნოდ გამოიყურება, არამედ შეიძლება იყოს მტკივნეული და გამაღიზინებელი. ძმრის მჟავიანობა მშრალ ფეხებს აძლევს ტენიანობას, რის შემდეგაც ძმრის აბაზანა, თქვენს ფეხებს უფრო გლუვს გახდის. ამის გარდა ძმრიანი აბაზანა ეფექტურია ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგაც. ახლა კი როგორი პროპორციით მივიღოთ ძმრის აბაზანა: აიღეთ ცარიელი სათლი ან ტაშტი და ჩაასხით რიგრიგობით ძმარი და თბილის წყალი შემდეგი პროპორციით 1 ღვინის ჭიქა ძმარზე/2 ჭიქა წყალი იქამდე, სანამ თქვენი ტერფები არ დაიფარება.(არა აქვს მნიშვნელობა ღვინის ძმარი იქნება თუ ვაშლის)და გააჩერეთ 15 წუთი. პროცედურა დღეში ერთხელ გაიმეორეთ იქამდე, სანამ სიმპტომები არ გაქრება. 569 4-ს მოსწონს
|