x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ილია მეორემ 45 წლიან პატრიარქობაში მოახერხა ის, რომ პატრიარქობის ღირსი მთელს სინოდში არავინაა
image
"როგორც იქნა შვიდდღიანი ბანი დასრულდა ჩემს პროფილზე და დავბრუნდი, "მოვიდა ზურაბაი!"ეს წერილი ბასილ კობახიძეს გვერდზე დავდე სამი დღის უკან და აქაც ვაკოპირებ, ვისაც არ გინახავთ:
✝️
რატომ არ შემიძლია მხარი დავუჭირო და ნდობა გამოვუცხადო მოსაყდრედ დადგინებულ მიტროპოლიტ შიო მუჯირს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე?!
✝️
1.მოსაყდრედ დადგინებამდე მას არასოდეს არ გაუხატავს საჯაროდ არანაირი სამოქალაქო და საეკლესიო პოზიცია არცერთ საპასუხისმგებლო და საჭირბოროტო საკითხზე. ესე იგი, ან მშიშარაა და ეგოისტი, ან ინფატილური არსებაა და არაფერზე შესტკივა გული;
✝️
2.2008 წლის ომის დროს მიატოვა ოკუპირებული სენაკის ეპარქია-სამწყსო და თბილისში იყო;
✝️
3.მოსაყდრეობამდე მას არ იცნობდა ქართველი ერი და არც სამღვდელოების უმეტესობა; არც ეპარქიის სოფლებში დადიოდა მისიონერული და მღვდელმთავრული მსახურებისათვის. პრაქტიკულად ხალხი სენაკის იქით მას არ იცნობდა, არადა ასამდე სოფელია სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. მაგრამ თბილისელი შიო სოფლელებს არ კადრულობდა.
✝️
4.მისი რუსული ბეგრაუნდი, რუსული საღვთისმეტყველო განათლება და კავშირები რუსეთთან ცალსახად გვიდასტურებს, რომ ის რუსული კადრია და ევალება პრო-მოსკოვური კურსის გაგრძელება;
✝️
5.მისი ქადაგებები, რასაც მოსაყდრეობაში წარმოთქვამს და ამბობს, აცდენილია რეალურ საჭიროებს და მოთხოვნებს, სჩანს მისი ინტელექტი ვერ აცნობიერებს შექმნილ პრობლემებს, გამოწვევებს და რეალობას.
✝️
ამდენად, იმის მიუხედავად, რომ სუსის მონაცემებით პიროვნულად არ სჩანს ამორალური და კრიმინალური წარსულის, თუ არ ჩავთვლით ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრის მიერ მისთვის მიცემულ ბათუმის სემინარიის ყალბ დიპლომს. მიტროპოლიტი შიო მუჯირი წარმოჩნდება კორუფციულ ურთიერთობებში, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან. მას არ შესწევს ძალა უწინამძღვროს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოახდინოს რეორგანიზაცია და პრობლემებიდან გამოსვლა.
✝️
მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: აბა, ვის უჭერ მხარს და ვინ გესახება პატრიარქობის ღირსად ამ სინოდიდანო. სამწუხაროდ, არავინ, უმეტესობა იმდენად ან სამარცხვინოდ გასვრილი, ან უვიცი, ან პრორუსი, ან კრიმინალურია, რომ ერთმანეთზე უარესები არიან, ერთი-ორ ზნეობრივად შედარებით სუფთასაც გამოარჩევდა კაცი ამ უწმინდურებში, მაგრამ მშიშრები, ჩუმჩუმელები და უნიათოები არიან, პატრიარქი კი მამაცი და უშიშარი კაცი უნდა იყოს. ილია მეორემ 45 წლიან პატრიარქობაში მოახერხა ის, რომ პატრიარქობის ღირსი მთელს სინოდში არავინაა. ყოჩაღ მას, აი ამას მოხერხება ხომ უნდოდა?! ამიტომ, მგონი მართლაც ბოლო პატრიარქია. თავად იგი არ იყო ღირსი, მაგრამ დიდი თავდაჯერებით და ამბიციით შეეჭიდა თანამდებობას და აკი დიდ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა უფრო სათავისოდ, ვიდრე ეკლესიის და ხალხის საკეთილდღეოდ, რადგან ააყვავა ამორალური გახრწნილება, უკანონობა, უსამართლობა, კორუფცია და ფეოდალიზმი მონათმფლობელობასთან შერწყმული. ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პატრიარქად ირჩევდნენ ერისკაცს, ან მღვდელს, და აჰყავდათ დაჩქარებული წესით ხარისხში, მაგრამ საეკლესიო კანონი არ იწონებს ერისკაცის გამორჩევას, ხოლო მღვდლის გამორჩევას პატრიარქად კი უშვებს კანონიკური სამართალი, მაგრამ 1995 წლის დებულება გამორიცხავს ამას, ამასთან არც სამღვდელოებაში მეგულება პატრიარქობის ღირსი არავინ. მოკლედ უკაცო და უვარგის მდაბიო ერად ვიქეცით, სადაც ღირსება და განათლება რწმენასთან და სათნოებებთან შეერთებული სანთლით საძებარი გახდა."-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
20
669
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
669
  
2021, 27 სექტემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 სექტემბერი, 4:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 26 სექტემბერი, 20:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 სექტემბერი, 5:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 21:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 სექტემბერი, 9:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 25 სექტემბერი, 8:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 25 სექტემბერი, 8:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 24 სექტემბერი, 21:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10