x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მეგობრის მამამ ინტიმური მოფერება დამიწყო, 2008 წლის ომში ნამყოფს, თავი გმირი ეგონა“
image

.

#მომისმინე #პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო.

მან გააერთიანა მშობლები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.


,

სწორედ მათ გამოფინეს ანონიმურად რამდენიმე დაზარალებულის ამბავი, რითაც აჩვენეს, რომ ძალადობა უნდა ისჯებოდეს. გთავაზობთ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე მოკლე ისტორიას, ისინი ანონიმურად ქვეყნდება.

,

„მეგობართან დავრჩი, მამამისმა ინტიმური მოფერება დამიწყო“

,

„დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი. ეს კაცი დედაჩემის მეგობრის ქმარი იყო. ჩემხელა შვილი ჰყავდა და მასთან ვმეგობრობდი.

ერთხელაც, დავრჩი მათთან და ამ კაცმა ინტიმური მოფერება დამიწყო.

.

10 წლის ბავშვი ვიყავი ვერც ვხვდებოდი, რას აკეთებდა. თან 2008 წლის ომში იყო ნამყოფი და თავი გმირი ეგონა. ასე გრძელდებოდა ყოველ ნახვაზე, მანამ, სანამ არ მივხვდი, რა საზიზღრობას აკეთებდა. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი და ახლა, როცა ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მივედი და ვუთხარი, როგორი არაკაცია. გიჩივლებ-მეთქი. მაგრამ მერე მისი შვილები რომ წარმოვიდგინე, ვერ გავაკეთე“.

,

„მკერდის არეზე მკლავს მისვამდა და თან მეუბნებოდა, მოგწონსო?“

,

„ველოსიპედით ეზოში ვსეირნობდი. ჩემი მეზობლისა და მეგობრის მამას სარდაფი ჰქონდა იქვე, სადაც შაბათ-კვირას საქმიანობდა. სარემონტოდ მიგვყავდა ხოლმე მასთან ველოსიპედები და ვეხმარებოდით. ერთხელ, საბურავი დამეშვა და მივუყვანე. უცებ ვიგრძენი მკერდის არეზე მკლავს მისვამდა და თან მეუბნებოდა, მოგწონსო? ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ საფრთხე ვიგრძენი და გამოვიქეცი. იმის მერე ჩემს მეგობართან სახლში სტუმრადაც არ მივსულვარ. ეს ამბავი დედაჩემს მოვუყევი, როცა უკვე დიდი ვიყავი, ძალიან ინერვიულა, მაგრამ ორივე შევთანხმდით, რომ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით, რადგან არავინ დამიჯერებდა. ეს კაცი საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსანი იყო, ძალოვანი სტრუქტურიდან და რა თქმა უნდა, მარტოხელა ქალების ოჯახს არავინ დაგვიჯერებდა, თან უკვე დიდი დროს იყო გასული“.

,

„მამაჩემის მეგობარი კაცი იყო, ნასვამი. დაიხარა და ტუჩებში დამიწყო კოცნა“

,

„15 წლის ვიყავი, ჩემს ოთახში მეძინა, ოჯახში სუფრა იყო და მთელი „თბილისური ელიტა“ ჰყავდა მამაჩემს დაპატიჟებული, თავის მომღერლებიანად. პერიოდულად ხმამაღალი სიმღერები მაღვიძებდა და ისევ ვიბრუნებდი ძილს. ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმამ გამაღვიძა.

,

ავიხედე და მამაჩემის მეგობარი კაცი იყო, ნასვამი. დაიხარა და ტუჩებში დამიწყო კოცნა. მოვიშორე. მითხრა, ბოდიში, შემეშალა, არ იყვიროო და გავიდა.

გული ყელში მიცემდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ კაცზე მამაჩემთან რამე რომ მეთქვა, ალბათ, არ დამიჯერებდა.

,

ამის მერე კიდევ ბევრჯერ მოვიდა სტუმრად და სულ რაღაცნაირად მიყურებდა, ავხორცულად. ამ დროს სახლიდან გავდიოდი, რომ პირისპირ არ შევხვედროდი. ეს ამბავი და ამ კაცის სახელი არავისთვის მითქვამს, ის ცნობილი ადამიანია“.

3
706
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
706
  
2021, 27 სექტემბერი, 12:32
ვერ მივხვდი და იქნებ სიტყვებით გეთქვათ...
2021, 22 სექტემბერი, 19:03
:-(
2021, 22 სექტემბერი, 10:29
2008 წლის ომში იყო ნამყოფი რა შუაშია ამ საკითხთან? ყველა სადღაცაა ნამყოფი და ის ვიღაც ავადმყოფიც ალბათ არაა გამონაკლისი მაგრამ ამის ხაზგასმა და 2008წლის ომის მონაწილეეის დისკრედიტაციის მცდელობას გავს ეს ამბავი და ესეც არანაკლებ ავადმყოფობაა...
0 1 3