x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრაინა, კიევი, მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის ქვემოთ რომ ზის!-გელა ზედელაშვილი

image

"უკრაინა, კიევი, მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის ქვემოთ რომ ზის!
????
ბატონო მიხეილ, ქვეყნის სვე-ბედზე მოფიქრალო და დამაშვრალო, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსო და რეგიონულო ლიდერო, ანგარიშგასაწევო ძალავ!
თქვენი ბარგი უკვე თბილისშია, გელოდებით კბილების კაწკაწით, ვისაც 2011-ში დააძრეთ და ჩასმა ვეღარ მოუსწარით, ისინი გელოდებიან ჩიფჩიფით.
გთხოვთ, დამატებით შეგვატყობინოთ, ციდან ჩამოხვალთ, ზღვიდან ამოყვინთავთ, მიწიდან ამოძვრებით თუ რომელიმე გვირაბთან დაგელოდოთ? ამბობენ, შეიძლება ისეც მოხდეს, მოკლეზე გადმოჭრას, მიწიდან მთაწმინდაზე ამოძვრეს, იქიდან გამოექანოს და პირდაპირ რუსთაველზე დაასკდესო.
თქვენ იცით, ბატონო მიხეილ, ჩვენო რეგიონულო ლიდერო, ჩვენო სუყველაყავ, გვწამს, ამჯერად აღარ გაგვიცრუებთ იმედს და უთუოდ გაგვიხარებთ სამშობლოსათვის აძგერებულ გულებს!
პატივისცემით, პირველი პატრიოტი თქვენს შემდეგ, ჰულბაზ ნაოცნებარი.!-ასეთი სატირულ-იუმორისტული პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გუბაზ სანიკიძეს.
შეგახსენებთ, გუშინ გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი კადაფის ბედს გაიზიარებს:
"რა უნდა ქნას, დაგვერევა? ჯარს გამოიყვანს? ჯარი ამათ არ დაემორჩილება. ისვრის? პირდაპირ ვამბობ, თუ ბიძინა ივანიშვილი სისხლს დაღვრის, ბიძინა, გელოდება კადაფის ბედი! ასე იქნება იმიტომ, რომ ასე მთავრდება. ვერსად ვერ გაიქცევა… ერთადერთი გასაქცევი აქვს საფრანგეთი, მაგრამ ბიძინა თუ მიქირავ და ქართველების სისხლს დაღვრი, არც საფრანგეთი მიგიღებს და არაფერი, მიგიღებს მარტო ჯოჯოხეთი"-აღნიშნა სანიკიძემ.
0
967
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0