საქართველო რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად? ქართული კატასტროფის რეალური მიზეზები 2021, 15 სექტემბერი, 23:27 სულ ცოტა ხნის წინ Amazon-მა განაცხადა, რომ საათში 18 დოლარს გადაუხდის თითოეულ თანამშრომელს, ხოლო ბონუსის სახით 3000 დოლარს მისცემს. კომპანიას კადრების მწვავე დეფიციტი აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება 140 ათასი ახალი თანამშრომელი. ამის მიუხედავად კორპორაციის პირობებს მხოლოდ ცოტა ვინმე თუ თანხმდება, ამერიკელები უკვე იმდენად კარგად ცხოვრობენ. მაშ ასე: მაინც რამდენია საათში 18 დოლარი? ადამიანმა დღეში 10 საათი რომ იმუშაო, ხოლო კვირაში 60 საათი, 1080 დოლარის გამომუშავებას შეძლებ, რაც თვეში 4320 დოლარზე მეტია. ჩვენს ფულზე ეს თანხა 13, 300 ლარს აჭარბებს, რაც წლიურად 160 ათას ლარზე მეტია. ამას დაუმატე ბონუსი 9300 ლარის სახით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 წელი რომ იშრომო, 1, 7 მილიონამდე ლარის გამომუშავებას თავისუფლად შეძლებ. ამ თანხად შეგიძლია შეიძინო შესანიშნავი აგარაკი ბათუმში, ბინა თბილისში და ვილა კახეთში, ასევე “ტესლას” მოდელის უახლესი ავტომობილი და იქონიო სოლიდური ანგარიში ბანკში. შემდგომში მზის ენერგიის გამოყენება და მზის ელექტროსადგურში საკუთარი ფულადი რესურსის მცირე ნაწილის ინვესტირებაც რომ განიზრახო, მთელი ცხოვრება ხუთნიშნა შემოსავლებით იქნები უზრუნველყოფილი. როგორც მინიმუმ სწორედ ასე ცხოვრობს დასავლურ სამყაროში ყველა ის ადამიანი, ვისაც შრომა არ ეზარება, ჩვენთან კი არათუ მილიონები, არამედ პურის ფულიც კი “ლომის უკანალში” დევს და საკუთარი თავი და საკუთარი უახლოესი ადამიანები რომ გამოკვებო, დრაკონი უნდა მოკლა და ცხრათავიან დევს შეებრძოლო. ასეთია ცხოვრება ბიძინა ივანიშვილის საქართველოში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის თავზე. მაინც რატომ გვიჭირს ასე ძალიან? რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად? პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არ არის ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში. საქართველო რეალურად არანაირად არ წარმოადგენს დასავლური სამყაროს ნაწილს, რაც ქვეყნის დატოვებისა და სხვა ქვეყანაში გამგზავრებისთანავე ნათლად ჩანს. დასავლური სამყაროს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის სხვა დასავლურ ქვეყანაში მუშაობა და ცხოვრება უმარტივესია. მაგალითად, ავსტრალიელს უპრობლემოდ შეუძლია იმუშაოს და იცხოვროს გერმანიაში, სამხრეთ კორეელს ავსტრიაში და ასე შემდეგ. ქართველს ერთადერთი შანსი აქვს დასავლეთში: არალეგალური ცხოვრება და მუშაობა. არალეგალური ემიგრანტის უმძიმესი ყოფა. მაგრამ ეს ყოველივე არანაირად არ არის დასავლური ქვეყნების ბრალი. საქართველოს გაშლილი ხელებით ელიან დასავლეთში და არავინ არ გვიწევს დისკრიმინაციას. ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც ჩვენსა და პატიოსანი შრომით ნაშოვნ მილიონებს შორის დგას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც გამუდმებით მოქმედებს დასავლური ქვეყნების რჩევების და ინსტრუქციების წინააღმდეგ. ივანიშვილს საკუთარი ძალაუფლებიდან მისხალის დათმობაც კი არ სურს! ის მზად არის, მომავალი წაგვართვას მილიონობით ქართველს, ოღონდ თავად არ მოიკლოს არაფერი. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ არის პროდასავლური ხელისუფლება და დასავლეთმა ეს კარგად იცის. საქართველოს რომ პროდასავლური ხელისუფლება ჰყავდეს, ისევე ვიცხოვრებდით, როგორც ნებისმიერი დასავლური ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს. 9 წლის მანძილზე ივანიშვილმა ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. მისი არაფორმალური თუ ნაწილობრივ ფორმალური მმართველობის პირობებში ერთი ნაბიჯითაც ვერ დავუახლოვდით დასავლეთს. ივანიშვილმა ჩვენ ცხოვრების 9 წელი წაგვართვა და საკუთარ ახირებებს და ძალაუფლების მიმართ საკუთარ უზომო წყურვილს ზვარაკად შეწირა. მან მშრომელ და პატიოსან ადამიანებს არანაირი შანსი არ დაუტოვა ცხოვრებაში წინსვლისათვის. დღეს საქართველოში რომ რამეს მიაღწიო, ივანიშვილის მონა უნდა იყო. სხვაგვარად შანსი არ გაქვს. მე არ მესმის, ქართველი ხალხის თუნდაც მცირე ნაწილი რატომ აძლევს ხმას ივანიშვილს და რატომ არ ამთავრებს მის ხელისუფლებას. დასაკარგი რა გვაქვს? უარესი ყოფის წარმოდგენა ხომ შეუძლებელია. თუ ეს სტატია მოგწონთ და სურვილი გაქვთ, გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჩემგან, გადადით ლინკზე და მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ-გვერდი ან გახდით ჩემი გამომწერი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ 523 1-ს მოსწონს 3-ს არა |
პრობლემა არ არის ივანიშვილის მთავრობა,პრობლემა ხალხშია და რასაც აბედინებ მთავრობას,გააკეთებს აბა რას იზავს?! აგერ მხედრიონელი რურუა ეროვნულ გმირად აქციეთ ლამის და კეზერაშვილი თავისუფლების უკანასკნელ მოჰიკანად. ის დებილი გრიგოლია გამოვიდა ამას წინათ და ტელევიზიას ებრძვიანო,როცა კეზერაშვილზე რაღაც საქმე გაიხსნა. ბებიაჩემმა ვართუჩამ შეჭამა თავდაცვის ბიუჯეტი თუ კეზერაშვილმა,ბიზნესებს წილში მე ვუჯდებოდი? ბებიათქვენისმა ის ტელევიზია მამის დანატოვარი მემკვიდრეობით შეაქმნა.