რელიგია რა გავლენას ახდენს ლოცვა ჩვენს ჯანმრთელობაზე – სამეცნიერო კვლევის შედეგები 2021, 12 სექტემბერი, 14:22 "ლოცვის დანიშნულება ღმერთზე ზეგავლენის მოხდენა კი არ არის, არამედ იმ ადამიანის ბუნების შეცვლა, ვინც ლოცულობს" – ეს სიტყვები დანიელ ფილოსოფოსს, თეოლოგს და სოციალურ კრიტიკოსს სიორენ ობიუ კირკეგორს ( Søren Aabye Kierkegaard) ეკუთვნის და რთულია ამაში არ დავეთანხმოთ. თუმცა, გარდა სულიერი ზემოქმედებისა, რეგულარულ ლოცვებს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე მოახდინოს დიდი გავლენა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მეცნიერული ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა. 1999 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, რომელიც British Journal of Health Psychology გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ ლოცვა ამცირებს დეპრესიისა და შიშების განვითარების რისკს. ამასთან, მკვლევარების მტკიცებით, ისინი ვინც ლოცულობენ, საკუთარ თავს სამყაროს ნაწილად აღიქვამენ და აქვთ დამცავი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რისი მეშვეობითაც ადვილად უმკლავდებიან ყოველდღიურ, სხვადასხვა სახის სტრესს. ლოცვა საშუალებას აძლევს ადამიანებს მშვიდ გარემოში ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ თავზე და საკუთარი ძალებით შეამცირონ ან დაამარცხონ არსებული მენტალური სტრესი. ამას გარდა, როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რეგულარული ლოცვების შედეგად ადამიანის ცხოვრება უფრო მშვიდი, მოწესრიგებული და გაწონასწორებული ხდება. მეორე კვლევა, რომელიც ნეირომეცნიერმა ენდრიუ ნიუბერგმა ჩაატარა (ფსიქიატრიის დეპარტამენტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი), აღმოაჩინა, რომ ლოცვამ ტვინის იმ ნაწილის აქტივობა შეამცირა, რომელიც "ეგოსთან" არის კავშირში და გაზარდა დოფამინის დონე – ეს ფაქტორები კი მნიშვნელოვნად ზრდის ბედნიერების გრძნობას. ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელიც ამტკიცებს, რომ რეგულარულ ლოცვებს შეუძლია მაღალი არტერიული წნევის შემცირება, გულის პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, ასთმური სიმპტომების შემცირება, იმუნიტეტის გაძლიერება და სიცოცხლის გახანგრძლივება. თანამედროვე მეცნიერული კვლევებით მტკიცდება, რომ ისინი ვინც რეგულარულად ლოცულობენ, უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ და დღეგრძელები არიან, თუმცა, ლოცვის ყველა ეფექტი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის რაოდენობრივად შეფასებული. ამასთან, მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეთოდი რათა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა. და ბოლოს, ჯანსაღ საკვებთან, ვარჯიშთან და საკმარის ძილთან ერთად, რაც უმნიშვნელოვანი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოცვა – ამიტომ დაიწყეთ ყოველი დღე ლოცვით – ეს ხელს შეუწყობს თქვენს ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას, თავდაჯერებულობის და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების ზრდას და ზოგადად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. როგორ ცვლის ლოცვა სისხლის სტრუქტურას სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი და დამსახურებული გამომგონებელი მ. ლაზორიკი უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტიდან წლების მანძილზე მუშაობდა თავის გუნდთან ერთად აღნიშნულ საკითხზე. გამოკვლევის იდეა, თუ რა გავლენას ახდენს ლოცვა სისხლის სტრუქტურაზე, მას რამდენიმე წლის წინ მოუვიდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეცნიერი მორწმუნე ადამიანია. მანამდე მას ჩატარებული ჰქონდა ექსპერიმენტები იმაზე, თუ რა ზემოქმედება აქვს ლოცვებს სამკურნალო აბაზანებზე. კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა კვლევების ჩატარება, თუმცა, ღვთისმსახურები და საეკლესიო პირები ექსპერიმენტში არ ჩართო, რათა ეჭვქვეშ არ დაეყენებინა ლოცვის სამკურნალო დანიშნულება.
ასევე დაგაინტერესებთ: როდის იმყოფება ჩვენთან მფარველი ანგელოზი – 10 ნიშანი იმ ქვეყნიდან დაბრუნებულები – რა განცდები აქვს ადამიანს კლინიკური სიკვდილის დროს? რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ! "გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე 361 6-ს მოსწონს
|