x
image
Lerato
ამ ადამიანმა 4 წელი მოანდომა ცოცხალი ხეებისგან ეკლესიის აგებას – ნახეთ რა საოცრად გამოიყურება!

ხეებს უდიდესი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს სამყაროში. მათზეა დამოკიდებული რამდენად სუფთა ჰაერით ვსუნთქავთ – ხელს უწყობენ ადამიანის როგორც გონებრივ, ისე სულიერ ჯანმრთელობას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ყოველივე იმას რასაც ბუნება გვაძლევს, ვიზრუნოთ, მოვუაროთ, შევქმნათ ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი სარგებლობის მიღება.



სტატიაში მოგითხრობთ ერთი ბუნების მოყვარული ადამიანის შესახებ ახალი ზელანდიიდან, რომელმაც ეკლესია ცოცხალი ხეებისგან ააგო.


image


მომაჯადოებლად ლამაზი ცოცხალი ხეებისგან შექმნილი ეკლესია, ახალ ზელანდიელი ბრაიენ კოქსის სახლის უკანა ეზოში, საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერ მნახველზე; თუმცა, უფრო დიდ განცვიფრებას ის ფაქტი იწვევს, რომ ამ ადამიანმა ეკლესიის აგებას მხოლოდ 4 წელი მოანდომა!


კოქსი დიდი სიფრთხილით არჩევდა თუ რომელი ხეები უნდა გამოეყენებინა თავისი მშვენიერი ეკლესიისთვის –ზოგიერთ მათგანს ქვის შეფერილობის ღერო აქვს, მაშინ როდესაც სხვებს მეჩხერი ფოთლები – კოქსს სურდა ეკლესია ბუნებრივად, მზის სხივებიათ განათებულიყო.


ასეთ მოკლე დროში როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება? მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ახალ ზელანდიელს საკუთარი კომპანია აქვს სახელად Treelocations, რომელიც ახორციელებს ცოცხალი, დიდი ზომის ხეების გადარგვას ერთი ადგილიდან მეორეზე უზარმაზარი მექანიზირებული ნიჩბების გამოყენებით. ამით მას საშუალება ჰქონდა დაერგა ცოცხალი ხეები ისე, როგორც მოისურვებდა და შედეგად, დაესრულებინა ეკლესია (რომელსაც საყრდენად ლითონის კონსტრუქცია აქვს) სულ რაღაც 4 წელიწადში.


image


კოქსი რამდენიმე წლის მანძილზე მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ათვალიერბდა ტაძრებს მთელს მსოფლიოში, რამაც შთააგონა საკუთარი ეკლესია აეგო. "ერთ დღეს ჩემი სახლის უკანა ეზოში გავედი და გავიფიქრე: ამ სივრცეს ეკლესია სჭირდება – და ეს ყველაფერი ასე დაიწყო. 2011 წლის აპრილში მე გავასუფთავე ადგილი, გავაკეთე რკინის ჩარჩო და საქმეს შევუდექი იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლის შესწავლასაც წლები მოვანდომე." განაცხადა stuff.co.nz.- თან ინტერვიუში.


image

image



image


image

image

image


ფოტოკოლაჟი საქორწინო ცერემონიიდან

image

image

image

image

image


image



ასევე დაგაინტერესებთ:


უნიკალური შენობები, რომელთა აშენებისას არქიტექტორებმა უარი თქვეს ხეების გაჩეხვაზე


ბაღების და ეზოების მოწყობა ხრეშის გამოყენებით – 80 პრაქტიკული იდეა


ბაღის, ეზოსა და სახლის მოწყობა ხის მეორადი პალეტებით – 50 პრაქტიკული იდეა


მისაღები ოთახი – 30 ორიგინალური იდეა რემონტამდე და რემონტის შემდეგ


ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კომფორტულია ამ პაწაწინა სახლში ცხოვრება


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი

7 600 000 $?


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება



2
471
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
471
  
2019, 16 ივლისი, 9:42
ნამდვილად, სრულიად ვიზიარებ თქვენს აზრს!
2019, 15 ივლისი, 17:04
ეს ხელოვნების ნიმუში არაა, ესაა მიწიერი სამოთხე და ეს კაცია კეთილი ჯადოქარი.
სხვა რა დავარქვა ასეთ საოცრებას და მის შემოქმედს!
0 1 2