x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115062
  • ვიდეო:354142
  • სურათი:488915
გლორია პირესი – რატომ დატოვა ბრაზილიური სერიალების ვერსკვლავმა სამშობლო და როგორ ცხოვრობს ახლა?

მსახიობმა მილიონობით მაყურებლის გული, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე იმ ქვეყნებში დაიპყრო, სადაც 90-იან წლებში ტელევიზიით «ტროპიკელი ქალის საიდუმლო» (1993) გადიოდა. სერიალში მან, ერთდროულად, 2 როლი შეასრულა. საერთოდ კი, გლორია პირესის ანგარიშზე, 60 მეტი ნამუშევარია, როგორც სერიალებში, ისე კინოში. ბრაზილიაში მსახიობი წარმოუდგენლად პოპულარულია, მაგრამ მისი მიერ სამშობლოს დატოვების მიზეზი, სულ სხვა რამ გახდა...


image


მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი


გლორია პირესი მსახიობების ოჯახში დაიბადა. მისი მამა კარლუს პირესი, ასევე, ცნობილი მსახიობი იყო და გლორია პატარაობიდანვე აკვირდებოდა, თუ როგორ ემზადებოდა მამა ახალი როლებისთვის – როგორ სწავლობდა სიტყვებს, როგორ გარდაიქმნებოდა და როგორ ჩნდებოდა მისთვის ახლობელი ადამიანის ნაცვლად, სრულიად უცხო პიროვნება. მამის ასეთი ტრანსფორმაცია მომაჯადოვებლად მოქმედებდა პატარა გოგონაზე და ის ოცნებობდა, რომ ოდესმე, «ვინმე სხვა» ისიც გახდებოდა... თუმცა, ლოდინი დიდ ხანს არ დასჭირდა.

გლორია 5 წლის იყო, როდესაც მამამ ის «პატარა ობოლის» (1968) გადასაღებ მოედანზე მიიყვანა, სადაც გოგონამ ეპიზოდური როლი შეასრულა. ამ პატარა გამოცდილებამ გლორიას ოცნებას უფრო მეტი სიმტკიცე შესძინა და მისი მომავალი პროფესია განსაზღვრა.


image


ამის შემდეგ, გოგონა ეკრანებზე, უკვე 9 წლის ასაკში გამოჩნდა. თუმცა, პირველი დიდი რომი, მხოლოდ 15 წლის ასაკში მიიღო. მან მარისა მატოსი როლი შეასრულა სერიალში – «Dancin' Days» (1978) და პოპულარული გახდა საკუთარ სამშობლოში. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო და არა მარტო გლორიასთვის... იმ პერიოდისთვის მამამისი ავად იყო და მუშაობა აღარ შეეძლო. ამიტომ, გლორიას ჰონორამა ოჯახს, შეიძლება ითქვას, რომ სულზე მოუსწრო.

იქიდან მოყოლებული გლორია პირესი მტკიცედ მიაბიჯებდა პოპულარობის მწვერვალისკენ, ვიდრე სახელი მთელს მსოფლიოში არ გაითქვა. 2013 წელს მსახიობი ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს. ხოლო, Forbes Brazil–ის სიაში მან 28 ადგილი დაიკავა... და თუ კარიერაში მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, პირადი ცხოვრებაზე ამას ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდობის წლებში.


მთელი ცხოვრების სიყვარული


ცნობილი მსახიობი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. 70–იანი წლწბის ბოლოს, გლორია მსახიობს ნიზო ნეტოს ხვდებოდა, მაგრამ ახალგაზრდები ერთმანეთს მალე დაშორდნენ. ამის შემდეგ, მას 18 წელი ძლივს შეუსრულდა და ცოლად მომღერალ ფაბიო ჟუნიორს გაჰყვა.



image


მაშინ გლორია თავდავიწყებით იყო შეყვარებული, რამაც იმის გაცნობიერების უფლება არ მისცა, თუ რამდენად განსხვავებული ადამიანები იყვნენ ის და ფაბიო. ოჯახში სიმშვიდე თითქმის არასდროს იყო, გამუდმებით ჩხუბობდნენ და კონფლიქტური სიტუაციები იქმნებოდა. 1982 წ. ქალიშვილის, კლეოს დაბადებამაც კი, არაფერი შეცვალა. შვილის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, ფაბიოს ქალიშვილთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

ხუთი წლის მანძილზე, მსახიობი მხოლოდ კარიერით და შვილის აღზრდით იყო დაკავებული. ხოლო, 1987 წ. სერეიალის – «სიყვარულის უფლებაზე» მუშაობის დროს, მან მუსიკოსი ორლანდო მორაისი გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული გახდა. გაცნობიდან 5 თვის შემდეგ, მსახიობმა და მუსიკოსმა შეხვედრები დაიწყეს, კიდევ სამი თვის შემდეგ კი – დაქორწინება გადაწყვიტეს.

წყვილის ნაცნობები, მათმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ გააოცა და მათ მოცდას და ერთმანეთის კარგად გაცნობას ურჩევდნენ... თუმცა, ისინი საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულები იყვნენ და 1988 აპრილში დაქორწინდნენ.


image


ორლანდო ნამდვილ მამა გახდა მისი ქალიშვილი კლეოსთვის და მას ისე უვლიდა, როგორც საკუთარ შვილს. ხოლო, 1992 წ. მათ ქალიშვილი შეეძინათ, 8 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ქალიშვილი, ხოლო, 2004 წ. – ვაჟიშვილი.


სიმშვიდის ძიებაში


ბრაზილიურ პრესაში, იმ დროს, სტატიები გამოჩნდა, მსახიობის მეუღლის და ქალიშვილის რომანის შესახებ. გლორიას და ორლანდოს ყველა მცდელობა, ბრალდების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად, უშედეგო აღმოჩნდა. არ იყო გათვალისწინებული არც თავად კლეოს განცხადება. ხოლო, ოჯახზე ზეწოლა, წარმოუდგენლად დიდი იყო.

საზოგადოების დაჟინებული ყურადღების და პაპარაცების მუდმივი დევნისგან ახლობლების დასაცავად, გლორიამ ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ოჯახი საცხოვრებლად ლოს–ანჯელესში გადავიდა. იქ მათ მართლაც რომ ამოისუნთქეს და დამშვიდდნენ. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, სტუდია Globo–ს ხელმძღვანელობამ, რომელთანაც მსახიობს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, გლორიას სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა. საბედნიეროდ, იმ პერიოდისთვის, მსხიობის ოჯახის ირგვლივ ატეხილი სკანდალი უკვე მივიწყებული იყო.


imageგლორია და ორლანდო შვილებთან ერთად


გლორიამ და ორლანდომ 2018 წ. ქორწინების 30 წლისთავი აღნიშნეს. ხოლო, 33-ე წლისთავზე, მსახიობმა სოციალურ ქსელში, მეუღლისადმი მიძღვნილი, მადლიერებით აღსავსე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ორლანდოს მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრების თანამგზავრად, სწორედ ის აირჩია და ყველაფრის მიუხედავად, მასთან დარჩა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გლორიას სამივე ქალიშვილი დედის კვალს გაჰყვა და ისინიც მსახიობები არიან. თუმცა, დედისგან განსხვავებით, გათხოვებას არ ჩქარობენ, რადგან მათ ცხოვრებაში, ჯერ–ჯერობით, ყველაზე მთავარი, –კარიერაა.

imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები

ისტორია, რომელმაც ფსიქოლოგიც კი შოკში ჩააგდო


20 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ფოტოშოპის გარეშე: ფოტოები სერიიდან – «Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?»


0
505
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0