ქალი და მამაკაცი ღიპი რომ გაქრეს (აბა, კაცებო, ქალებს ღიპი არ მოსწონთ!) 2012, 11 სექტემბერი, 23:12 მარტო ქალებს კი არ სჭირდებათ წონაში დაკლება, ეს პრობლემა კაცებსაც აწუხებთ. ზოგი მათგანი თავს იწონებს თავისი "პატივცემული" ღიპით, მაგრამ ქალებს ღიპიანი მამაკაცები არ მოსწონთ.
გთავაზობთ მხოლოდ სამდღიან დიეტას, რომელიც თქვენს "სანაქებო" ღიპს გვარიანად შეათხელებს. ისე, ქალებსაც გამოადგებათ. ეს დიეტა დაბალკალორიულია(900 კილოკალორია დღე-ღამეში), მაგრამ მისი დაცვა არ გაგიჭირდებათ. დიეტის დროს თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისაგან, ხშირად დაისვენეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ 3 დღეში 2-3 კილოგრამს დაიკლებთ, ეს კი ცოტა ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი სასმელისა და მინერალური წყლის, ასევე ბალახეულის ჩაის სმა შეუზღუდავია(არანაკლებ 6-8 ჭიქა დღეში). | დღე. საუზმე: (9-10 სთ) უშაქრო შავი ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი შავი პური, 2ს/კ მურაბა. მეორე საუზმე: (12 სთ) ნახევარი გრეიფუტი. სადილი: (3-4 სთ) 100გ ქათამი (უკანოდ და უცხიმოდ), 1 პატარა თეფში მწვანე ლობიო, 1 თეფში მოხარშული ჭარხალი, 1 ცალი ხრამუნა ("ხლებცი") პური. ძილის წინ (23-24 სთ) 1 ცალი ვაშლი. || დღე. საუზმე: შავი ყავა ან ჩაი უშაქროდ, 1 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი. მეორე საუზმე: 1 ცალი ბანანი. სადილი: 2 ცალი სოსისი და 1 თეფში უხორცო ბორშჩი. ძილის წინ: 2 ცალი შავი ქლიავი. ||| დღე. საუზმე: უშაქრო შავი ყავა ან ჩაი, 5-6 ცალი კრეკერი და 1 ნაჭერი უცხიმო ყველი. მეორე საუზმე: 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი. სადილი: 200გ მოხარშული, კანგაცლილი ქათმის ხორცი. 1 ცალი მოხარშული ჭარხალი, 1 პატარა ნაჭერი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ცალი ხრამუნა პურის ნაჭერი. ძილის წინ: პატარა ნესვის ნახევარი ან ვაშლი. 266 7-ს მოსწონს
|