x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
"ისეთი რამ იქნება, არავინ რომ არ ელოდებით, ყველაფერს ვხედავ" - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმატყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ოფიციალურ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც მისივე თქმით, მან ჯერ კიდევ 2017 წელს იწინასწარმეტყველა. ჩანაწერი, რომელიც ნათელმხილველმა სულ ცოტა ხნის წინ გააზიარა თქვენც უცვლელად გთავაზობთ: "ახალი სიტყვა: ქართულ პოლიტიკაში იქნება ძლიერი ცვლილებები — ისეთი, არავინ რომ არ ელოდება (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 89)



2017 წელი, 26 აპრილი



ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად ფუჭია. ჩინეთთან ერთად ამერიკასთვის წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოა. აშშ თავის პროგრამას ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მაინც განახორციელებს, ანუ სარაკეტო სისტემას მაინც განალაგებს კორეის ნახევარკუნძულზე. უნდა აღვნიშნო, რომ სარაკეტო სისტემების იქ განთავსებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ამერიკის ვერცერთმა პრეზიდენტმა ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან ყოველთვის იყო ავანტურისტული გამოხტომები რუსეთის მხრიდან, დაპირისპირებები, და ამერიკის პრეზიდენტებს ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიჰყავდათ.

დღეს კი სხვანაირი სურათი გვაქვს. ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაზე რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს კიდეც. მთავარი საა, რომ მის ქმედებებს აგრესიულს ვერ უწოდებენ, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკა ჭაობშია მოქცეული და ერთადერთი, ამერიკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გმირული ნაბიჯები გადაარჩენს მსოფლიო პოლიტიკას. ანუ სწორი ნაბიჯები. რუსეთისა და ჩინეთის შეხმატკბილებული ურთიერთობა, განსაკუთრებით, ერთნაირი პოლიტიკური ხედვები, არ დაიჯეროთ. ეს ბლეფია! ისე ჩანს, რომ ჩინეთი რუსეთის პრეზიდენტს თითქოს ანგარიშს უწევს გამომდინარე იმ პოლიტიკური საკითხებიდან, რომლებიც რუსეთთან აკავშირებს. მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩინეთის ყველა ნაბიჯი დაპროექტებულია თეთრ სახლში. არცერთ შემთხვევაში ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამს. ის რუსეთს მომავალში არ ენდობა ისევე, როგორც არ ენდობოდა წრსულში. ამერიკის პრეზიდენტი უკან არ დაიხევს. მისი ძალა უკვე შეიგრძნი რუსეთმაც, ჩინეთმაც და მთელმა ახლო აღმოსავლეთმაც. სხვათა შორის, ევროპაში ამერიკის პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკა კარგ ნაყოფს გამოიღებს და სასიკეთო ცვლილებები მოჰყვება ევროპის ქვეყნებში. მომავალში ევროპას ვხედავ აყვავებულს, გალამაზებულსა და გაძლიერებულს იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. როგორც 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, ევროპის ქვეყნები დაიწყებენ საკუთარი ტერიტორიების „დასუფთავებას“ და მუსლიმებს კანონის სახელით გააძევებენ. ეს აუცილებლად მოხდება და ამას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. ამ წინასწარმეტყველების ასრულების დრო უკვე ძალიან ახლოსაა. ვხედავ, რომ რუსული პოლიტიკა შეეწირება ახლო აღმოსავლეთში გატარებულ ამერიკულ პოლიტიკას. რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად ვერაა ხასიათზე და ძალიან ჩაფიქრებულია, იმიტომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას გაასწრო. დიახ, ის არაფრის დამთმობი არ არის. ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ უფრო ძლიერი ჩანდეს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. ამიტომ გაგზავნა სამხედრო საზღვაო ხომალდები კორეის ნახევარკუნძულისკენ, რომელთა იარაღი პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაზეა დამიზნებული. ვხედავ, საომარ მზადყოფნაშია „ჰაერიც“, „ზღვაცა“ და „ხმელეთიც“. და ამერიკის მიერ შეკრულ ამ ჯაჭვს — სამხედრო ჯავს, რუსეთი კი არა, კოსმოსიც ვეღარ დაარღვევს. ვხედავ ბრძანებას კოსმოსიდან, რომ ორი კორეა უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება კიდეც არა რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის დროშის ქვეშ. ვხედავ, რუსეთისა და ჩინეთის თანადგომა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს ძალას აძლევს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი საჩვენებლ ბომბს აუფეთქებს ზედ თავზე და მაშინვე გამოფხიზლდება. შედეგად, თითქოს დაძაბულობა შეჩერდება, მაგრამ ამერიკა მაინც არ დაიხევს უკან არცერთ შემთხვევაში და მაინც დაარტყამს ჩრდილოეთ კორეას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და მეორეც, ამით დაანახებს მსოფლიოს, რომ ჩრდილოეთ კორეა — ეს არაფერი სახელმწიფო არ არის. დიახ, ვხედავ, რომ სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეა არ იარსებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ლტოლვილები საკუთარ სახლებსა და ქვეყნებს დაუბრუნდებიან, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ამერიკა ახლო აღმოსავლეთს შეუბრუნდება: სირიას, ერაყს… და ახლა იქ გაუმართავს ომებს, რომელიც უკვე მოგებული აქვს, ვხედავ. იმასაც ვხედავ, რომ ხალხის სიმპათიები ამ ქვეყნებში რუსეთის მიმართ ნულის ტოლია. ამერიკა და ნატო არ შეჩერდებიან. ნატო საკუთარი ბაზების გაძლიერებას განაგრძობს. მე წლების განმავლობაში ვწინასწარმეტყველებდი შავ ზღვაში ნატოს გემების შემოსვლას და ეს აუცილებლად მოხდება: ოღონდ ეს ისეთი შემოსვლა არ იქნება, როგორიც აქამდე იყო — შემოდიოდნენ, ორიოდე დღე ჩერდებოდნენ და უკან გადიოდნენ. ახლა სამხედრო ხომალდები შემოვლენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე და აღარ გავლენ! ვხედავ, საქართველოს მთელ ტერიტორიას თეთრი ჯვარი აქვს გადახატული. ეს კოსმოსის მიერ მონიშნული ადგილია და ვაი მას, ვინც მიეკარება! მწარედ ინანებს, რომელი სახელმწიფოც უნდა იყოს. გაფრთხილებთ!!! ვხედავ, დედამიწაზე ყველა და ყველაფერი რომ გადაშენდეს, საქართველო მაინც იარსებებს! მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი უზომოდ, მაგრამ ამ სიტყვებს სიყვარული კი არ მალაპარაკებს, არამედ კოსმოსის ნება — ეს ნამდვილად კოსმოსიდანაა ნაბრძანები. ვხედავ, რომ თურქეთში არსებული არეული ვითარება ჩაწყნარდება. თურქეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს ამერიკასა და ვეროპას, რომლებიც თურქეთს რუსეთთან ძალიან გულთბილ თანამშრომლობაში დაადანაშაულებენ და განაცხადებენ, რომ ეს ქვეყანა რუსულ პროგრამას ასრულებს, რაც ძალიან რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს მას. ვხედავ, რომ თურქეთში კანონები რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შეიცვლება და მთავრობაც შეიცვლება. ეს გადაარჩენს თურქეთს, რათა შეუნარჩუნდეს დადებითი ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან. ვხედავ, რომ კოსმოსიდან ძალიან დიდი ენერგია მოდის ევროპის დასაცავად. ტერაქტები ძალიან რთულ სახეს ღებულობს და ზუსტად ეს დააჩქარებს იმიგრანტების სასწრაფო გასახლებას ევროპიდან, რაც მე ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე — ევროპის გათავისუფლება მუსლიმებისგან. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. პირველ რიგში კი კანონები, იმიტომ რომ ეს სულელური კანონები იყო და რთულ პოლიტიკურ ჩიხში აყენებდა ევროპას. ვხედავ, რომ დიდ სამუშაოს ჩაატარებენ დიდი ცვლილებებისთვის. ეს არის ევროპის თავდაცვითი გეგმა. ამ ყველაფერს ისეთი სახე ექნება, როგორც ანდაზაშია, ჯერ თავო და თავოო... დიახ, დემოკრატიულობის თამაშმა მიიყვანა ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებამდე, ამ ჭაობამდე ევროპა. ამიტომაც ვხედავ, რომ არცერთი ლტოლვილი არ იქნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ იქნება არავითარი ხელშეწყობა. ევროპელების ქმედებებს საფუძვლად კანონები დაედება, ანუ ახალ კანონებს ამოეფარებიან. მოხდება უზარმაზარი ცვლილებები და ამაზე დიდი ამბები ატყდება. ვხედავ, იქით ამერიკა, ასე ვთქვათ, თავისას შეუბერავს. ამერიკელი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. აქ ამერიკის პრეზიდენტს ხელ-ფეხი გაეხსნება და მთელ მსოფლიო პოლიტიკას თავდაყირა დააყენებს —კარგი გაგებით. ვხედავ, რომ ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში თანდათან მაღლა აიწევს. თავად მას საერთოდ არ აინტერესებს, ვის რა მოსწონს. პრეზიდენტს პირველ რიგში აინტერესებს და აღელვებს ამერიკისა და ამერიკელი ხალხის არსებობა და მერე დანარჩენი ყველაფერი. ასე რომ, ამერიკა ნომერ პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში და დაამტკიცებს კიდეც ამას თავისი ქმედებებით. რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა. ვხედავ, მუსლიმები კიდევ უამრავ ტერაქტს მოუწყობენ. სულ ვაფრთხილებდი რუსებს დაღესტანზე, ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებზე და უკვე ახლოსაა დრო, როცა ისინი დიდ დარტყმას მიაყენებენ რუსეთს. ეს ყველაფერი ისე გააცოფებს და გაამწარებს რუსეთის პრეზიდენტს, რომ სასტიკი ზომების გატარებაში თვითონ მუსლიმებს გადაასწრებს. ის არავის დაინდობს. დაიწყებს მუსლიმების გაძევებას რუსეთიდან და შემოიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ხელს შეუშლის მისლიმების შემდგომ შედინებას რუსეთში. ვხედავ, ეს მხოლოდ მუსლიმებს ეხებათ. ამაზე მუსლიმები აყაყანდებიან, რომ რუსებს მუსლიმები სძულთ, რაზეც პრეზიდენტი უპასუხებს: „თქვენ ტერორები გვიწყოთ და ჩვენ დაგითმოთ? არცერთ შემთხვევაში! სათითაოდ გაგისწორდებით!“ მინდა აღვნიშნო, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია იყო და დარჩება. როგორც წლების წინ აღვნიშნე, აფხზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. აქ უკვე ამერიკა და ევროპა იქნება ჩარეული და მათი მხარდაჭერა მხოლოდ ქაღალდზე დოკუმენტის გაფორმებით კი არ შემოიფარგლება, არამედ საქმით: რუსეთს პირდაპირ მოსთხოვენ, დატოვოს საქართველო და გაიყვანო ჯარები. ვხედავ, როგორ ტოვებს რუსული ჯარი ჩემ საქართველოს!!! ჩემს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ. ჩემი ქართველების თვალებში უკვე ცრემლებს კი არა, ღიმილს ვხედავ, თავისუფალ და გაღიმებულ სახეებს ვხედავ. მოდის ხალხი (მთავრობას ვგულისხმობ), რომლებიც სწორ მიმართულებას მისცემენ ქართულ პოლიტიკას მომავალში და როგორც მუდამ ვწინასწარმეტყველებ, გვექნება ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო და ვიქნებით ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ერი. მერწმუნეთ, საქართველო ერთ-ერთი მდიდარი და წამყვანი ქვეყანა იქნება მსოფლიოში. ჩემს ხალხს კი — ყველაზე ნიჭიერ, ლამაზსა და სტუმართმოყვარე ერს, მებრძოლს, თავდადებულსა და სამშობლოს მოჭირნახულეს — თავის საუკეთესო თვისებებს ვერავინ წაართმევს. ეს დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარეა, ყველა რომ გაბოროტებულია და გამწარებულია, მაგრამ კოსმოსი ამ კუთხითაც ყველაფერს დაალაგებს. ვიმეორებ: ყველაფერი კოსმოსში წყდება და არა დედამიწაზე. ამიტომ, ადამიანებო, ფრთხილად იყავით. კოსმოსი თვალყურს გადევნებთ და დაუკვირდით საკუთარ ნაბიჯებს. ვხედავ, საქართველო ის გზაჯვარედინია, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება. დიახ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარობა მსოფლიოს სჭირდება და კოსმოსი არ დაუშვებს ჩემი ქვეყნის დაქუცმაცებასა და განადგურებას. ვინც ამას ცდილობს, ზუსტად იმას ვხედავ დაქუცმაცებულსა და განადგურებულს. სხვათა შორის, ამწუთას ვხედავ, რომ აზერბაიჯანში მთავრობა უნდა შეიცვალოს. ეს მოულოდნელად მოხდება. იქნება დიდი ცვლილებები. ახალი ხალხი მოვა მთავრობაში, რომელიც თავისი პოლიტიკის გატარებას, ანუ საქმიანობას კორუფციის აღმოფხვრით დაიწყებს. ეს კი ნამდვილად სჭირდება აზერბაიჯანს, რომელიც გადაგვარების გზაზე იყო შემდგარი. და ისევ ვხედავ, რომ ახლა აზერბაიჯანის მფლობელობაში შემავალი ქართული მიწები კანონის სახელით დაგვიბრუნდება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპისა და ამერიკის ჩარევა. მინდა ისევ გავიმეორო: საქართველო არის ის აბრეშუმის გზა, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება. ეს არის შემაერთებელი რგოლი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. ვხედავ, სომხეთი რა მდგომარეობაშიც არის დღეს, იგივე მდგომარეობაში რჩება ახლო მომავალში, ანუ რუსეთის ჩექმის ქვეშ. ეს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ თამაშია, ვინაიდან სომეხი ხალხის კეთილდღეობისთვის თითქმის არაფერი კეთდება. მთელი სომხეთი რუსეთის ბაზადაა ქცეული. მაგრამ ვხედავ, მომავალში სომეხი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება, ვინაიდან მათ ქვეყანას სომხეთის სახელმწიფოდ არც მოიხსენიებენ, თითქოს არც არსებობდეს. და ეს რუსეთის პრეზიდენტის დამსახურებაა. ამ თემაზე უამრავი წინასწარმეტყველება მაქვს წარსულში წარმოთქმული, რომლებიც მთელი სიზუსტით სრულდება. მოკლედ რომ ვთქვა, ელოდეთ კავკასიაში დიდ ცვლილებებს. ვხედავ, ქართული პოლიტიკა თურქეთს რაღაც მნიშვნელოვან ნაწილში მხარს უჭერს ევროსაბჭოში, ანუ საქართველო ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მისი მეზობელი და მოსაზღვრე, ასე ვთქვათ, „მონსტრი“ სახელმწიფოსთვისაა საჭირო და ჩვენი ქვეყნის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ვხედავ, რომ ამერიკა და ევროპაც ასეთი პოლიტიკის მხარდამჭერები არიან. დიახ, საქართველომ არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური. ეს პოლიტიკაა, ბატონო. სწორედ ამიტომ თურქეთი ყოველთვის მოერიდება საქართველოსთან რაიმე პოლიტიკურ გამწვავებებს. პირიქით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ავანტურას კი არ აჰყვება, დაუპირისპირდება კიდეც. ხოლო იმ სამხედრო გემებზე, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე ჩამწკრივდებიან, ხმასაც ვერავინ ამოიღებს. ვხედავ კიდევ მეტ საოცრებას: თურქეთმა რომ საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას, უკვე რუსეთი დაუპირისპირდება მას! და ეს გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ ე ქვეყნები სულაც არ არიან მეგობრები, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. ვხედავ, შავ ზღვაზე ვითარება დაიძაბება, ვინაიდან ამერიკის სამხედრო გემები საქართველოს აკვატორიაში განლაგდებიან და აქ უკვე ნათლად გამოჩნდება, რომ თურქეთი არა რუსეთის, არამედ ამერიკის მხარეს იჭერს. საქართველო კი ამ რთული პოლიტიკური ჭიდილიდან გამარჯვებული გამოვა. ვხედავ, ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნები თითქოს ომებისთვის ემზადებიან. ეს განაპირობა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში დატრიალებულმა პოლიტიკამ. რუსეთი ყველა წამოწყებას, ყველა ამბოხს ახშობს თითქოს, მაგრამ ეს ამბოხება ომში გადაიზრდება. ყველა მუსლიმი ხალხი მიემხრობა თავიანთ ძმებს და საერთო სარწმუნოებრივ ომს გამოუცხადებენ რუსეთის პრეზიდენტს. დაღესტანი!!! აი, რომელია ყველაზე საშიში ქვეყანა რუსეთისთვის. ისინი არ ეგუებიან და არც შეეგუებიან რუსულ ჩექმას. ჩრდილოეთ კავკასიაში ომის მომასწავებელი სიჩუმეა. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს არ და ვერ შეეხება. რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უკრაინა არაფერს უთმობს და იქ ომი ჯერ არ დამთავრდება, კიდევ გაგრძელდება. საბოლოოდ ყველაფერს დედამიწაზე კოსმოსი თავის ადგილს მიუჩენს. მსოფლიოში ისედაც ყველაფერი გადასაწყობი და დასალაგებელი იყო და კოსმოსი, ასე ვთქვათ, დედამიწას ასუფთავებს.



28 ოქტომბერი, 2017 წელი



ვხედავ, კატალონია არც დღეს და არც მომავალში დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება. კატალონიას დამოკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს არცერთი წამყვანი ქვეყანა არ აღიარებს. გამორიცხულია! ამას არც ესპანეთი დაუშვებს და არც ის ქვეყნები, რომლებსაც თავიანთი „კატალონიები“ აქვთ. ვხედავ, რომ ეს, ასე ვთქვათ, „შეგდებული“ თემაა. აქ რუსეთის ხელი ჩანს. ვხედავ, ძალიან დიდი დიპლომატიური ომი მიდის რუსეთსა და ევროპას, ასევე სხვა ქვეყნებს შორის. რუსეთს ხომ ყველანაირად აწყობს ამ თემის წამოწევა, იმიტომ რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას აქამდე ელის მსოფლიოსგან. თუმცა რუსებმა იციან, რომ ეს არის ზღაპარი და არასდროს მოხდება ის, რაც ჩაფიქრებული აქვს რუსეთის პრეზიდენტს — საქართველოს დანაწევრება და რუკიდან წაშლა. გავიმეორებ ასჯერ და ათასჯერ ნაწინასწარმეტყველებს: აფხაზეთის მოსახლე აფსუების გადაშენებას ზუსტადაც რუსეთი უწყობს ხელს და არა საქართველო. კრემლს აინტერესებს ბაზების განლაგება რუსეთის სამხრეთ ნაწილში, რათა კავკასიის მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვას. შესაბამისად, არც საქართველოსი. მაგრამ კოსმოსის მიერ სხვაგვარადაა გადაწყვეტილი: ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა არასდროს მოექცევა რუსეთის წნეხის ქვეშ. ზოგი ქართველი პოლიტიკოსის სირბილი რუსეთის კარზე კი იმით დამთავრდება, რომ ისინი რთულ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებენ. ქართველი ახალგაზრდობა, პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე არიან და კიდევ მოვლენ, რუსეთს კეთილგანწყობილ მეზობლად არ მიიჩნევენ და კრემლის კარზე მორბენალ ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩევ, შეწყვიტონ ეს უაზრო თამაში. ქართველი ხალხი მათ გამყიდველებს უწოდებს. ვიმეორებ: კატალონიის საკითხში, რომელიც ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს, კრემლის ხელი ურევია. რუსეთი კუთხეშია მიმწყვდეული, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. ამიტომ კრემლი ყველანაირად ცდილობს, თუკი შეძლებს, ავნოს ეევროპასაც და ამერიკასაც, მაგრამ არაფერი გამოუვა. ვხედავ, ახლა თვითონ რუსეთში დაიწყება გამოსვლები და ხალხი გარეთ გამოცვივდება. ძალა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ქუჩაში გამოსულ რუს ხალხს, უკვე არსებობს, მაგრამ კოსმოსი ჯერ არ გამოაჩენს მას. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები იმდენად არაადეკვატურია, რომ მას შეუძლია მომწამლველი გაზი კი არ გამოიყენოს, არამედ პირდაპირ ესროლოს ხალხს. დიახ, ახლა ის ერთპიროვნული მმართველია. რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც აქამდეც უნდა ემოქმედა და ძალა გამოეჩინა. იმიტომ რომ თავად არიან მთავრობასთან შეკრულები და წყნარად მიუყვებიან გზას, რომელიც რუსეთისთვის დამღუპველია. რაც შეეხება ერაყის ქურთისტანს და იქ ჩატარებულ რეფერენდუმს დამოკიდებლობის თაობაზე, ეს თემაც „შეგდებული“ თემაა, მაგრამ აქ უკვე ამერიკაა ჩართული და თავის პროგრამას ატარებს ქურთებთან დაკავშირებით. მე წარსულში ნაწინასწარმეტყველები მაქვს, რომ ქურთები სახელმწიფოს შექმნიან. ასე რომ, გატარდება ამერიკული და არა რუსული პროგრამა, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია. ვხედავ, კატალონია არც იმსახურებს ცალკე სახელმწიფოდ არსებობას, ანუ ესპანეთისგან გამოყოფას, იმიტომ რომ ეს არის ესპანეთის მიწა და მას დაყოფა არ აწერია! სხვათა შორის, რაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთია საქართველოსთვის, ის კატალონიაა ესპანეთისთვის. ვიმეორებ: დედამიწაზე რაც ხდება, ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერს წყვეტს კოსმოსი და ფრთხილად, ადამიანო, კოსმოსი არ გაპატიებს! მინდა მივმართო ქართველ პოლიტიკოსებს, რუსეთში რომ დარბიან: ერთი სიკეთე დაასახელონ, რომელიც რუსეთს ან საქართველოსთვის, ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთვის აქვს გაკეთებული — ერთი მაგალითი მოიყვანონ! ჰოდა, საკუთარ ტერიტორიებს რომ შეედევებიან რუსეთს, მაშინ მიხვდებიან, რა არის მშობლიური მიწის დაყოფა და წართმევა. ყველაფერს ვხედავ, რაც დედამიაზე ხდება, ყველაფერს! და ზუსტად ისე ასრულდება ყოველივე, როგორც ვწინასწარმეტყველებ. წარსულში არაერთხელ ვთქვი, მსოფლიო აირევა-მეთქი. ახლა სახელმწიფოთა სათავეებში ისეთი პრეზიდენტები არიან მოსულები, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არჩევენ დიპლომატიას, რაც ძალიან საშიშია. თქვენ იცით, რომ ყველა წამში შეიძლება დაიწყოს დიდი ომი? მსოფლიო მზადაა, ყველანაირ იარაღი გამოიყენონ, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ: ბირთვულიც, ბაქტერიოლოგიურიც, ქიმიურიც და ა.შ. ვხედავ, როგორც უნდა ეცადოს, რუსეთი თავის პოლიტიკას მაინც ვერ გაატარებს, ვერაფერს გახდება ვერც ამერიკასთან და ვერც ევროპასთან. კრემლში ვხედავ დაგჯუფებას, რომელიც პუტინის წინააღმდეგ წავა და ეს იქნება დიდი მოულოდნელობა, დიდი დარტყმა მისთვის. ზუსტად ეს გუნდი მოთხრის რუსეთის პრეზიდენტს. ის უცბად შეიქმნება, მოულოდნელად ჩამოყალიბდება, წარსულში მსგავსი გუნდი არ ყოფილა. ამას განაპირობებს ის ჩავარდნები, რომლებიც რუსეთს ყველა მიმართულებით აქვს მისი პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გამო. ეს უკვე მეტად საშიში ძალაა პუტინისთვის. აქედან დაიწყება დიდი გამოსვლები ქვეყანაში. ტელეარხები იტყვიან, რომ ეს ხუთ წუთში ჩამოყალიბებული ოპოზიციაა (пятиминутная оппозиция) სხვათა შორის, ვხედავ, რომ ამ გუნდის წევრები მართლა დემოკრატები არიან და სწორედ მათში ვხედავ რუსეთის გადარჩენას. ხალხი ელოდება სულ სხვას, მაგრამ ამ დროს სულ სხვა გზიდან მოდის ხსნა. დიახ, ქართველი წინასწარმეტყველის სიტყვები ყოველთვის ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ისინი ყოველთვის სრულდება და ფრთხილად, ადამიანო, ნუ გვეთამაშები! ვხედავ, კრემლში ამ ოპოზიციური გუნდის გამოჩენაში ამერიკაა ჩართული!!! დიახ, ამერიკა აფინანსებს ამ გუნდს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ძალა წამოქაჩოს. ვხედავ, ფაროსანა, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა საქართველოს, ბუნებრივი გზითაა შემოსული ჩვენს ქვეყანაში. ანუ ისინი სპეციალურად, დივერსიის მიზნით არ გაუვრცელებია არავის. და საქართველო მოერევა ამ, ასე ვთქვათ, „ეპიდემიასაც“. საქართველოს ისეთი ფარი აქვს გადაფარებული, რომ ვერავინ დაძრავს მას. აი ქართულ პოლიტიკაში კი იქნება სერიოზული ძვრები და მოულოდნელი, ძლიერი ცვლილებები — ისეთი, არავინ რომ არ ელოდება. და ეს ყველაფერი მოხდება ჩემი ქართველების სასიკეთოდ. საინტერესო რამეს ვხედავ: ეს ვულკანური ამოფრქვევები, წყალდიდობები, მიწისძვრები თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც კიდევ უფრო გააქტიურდება, ისეთ ადგილებში ურტყამს, რომლებსაც „ცოდვიან ადგილებს“ დავარქმევდი... იცოდე, ადამიანო, ყველა ქიმიურ თუ ბაქტერიოლოგიურ ომზე სახიფათო და საშიში — ეს ბუნების მიერ გამოცხადებული ომია, ბუნების აფეთქებაა. ჩემო ქართველებო, ნუ შეშინდებით! ბუნების ის ძვრები, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, ეს მხოლოდ პატარა ბიძგებია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიოში ხდება და კიდევ მოხდება. მე არაერთი წინასწარმეტყველება მაქვს იმაზე, რომ რუსეთში მუსლიმები მოაწყობენ არნახულ აფეთქებებს, ტერაქტებს, რომ ააფეთქებენ ხალხმრავალ ადგილებს, მეტროებს საკონცერტო დარბაზებს, სადგურებს, სავაჭრო ცენტრებს… ახლა რუსეთში უამრავი მუსლიმი ცხოვრობს. მოსაზრება, თითქოს მათ ისე მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული, რომ ლამის მეორე სამშობლოდ აღიარებენ რუსეთს და არაფერს დაუშავებენ ქვეყანასა და მის ხალხს, ძალიან მცდარია! პირიქით, კავკასიური წარმოშობის მუსლიმები — ჩეჩნები, ინგუშები და სხვანი, არასდროს შეეგუებიან რუსულ ჩექმას. ვხედავ, ნაბდების ქვეშ ხმლები აქვთ გადამალული. ყოველ წუთს მზად არიან, ომი წამოიწყონ რუსეთის წინააღმდეგ. ვხედავ, ის გახშირებული ანონიმური შეტყობინებები, რომლებიც ასე მომრავლდა ბოლო პერიოდში რუსეთში და ლამის ყოველდღე აცხადებენ ევაკუაციას ხან სად და ხან — სად, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ცრუ შეტყობინებებს მალე რეალური აფეთქებები მოჰყვება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურადღების მოდუნება! გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები ბავშვთა სამყაროში მოსალოდნელ ტერაქტზე და იმაზეც, რომ მუსლიმები კრემლის კედელსაც ააფეთქებენ და ვარსკვლავსაც კი ესვრიან პატარა რაკეტას. სხვათა შორის, ვხედავ, რომ რუსეთში ძალიან მძლავრად მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა. ვხედავ, პრესა და ტელევიზიები ეფექტურ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევიან. ადამიანს, რომელიც მშიერი ზის, არწმუნებენ, ამწუთას ჭამ და მშვენიერ ვახშამს მიირთმევო და იმასაც სჯერა. ვხედავ, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა, ვინაიდან ამის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ამერიკას აწყობს ამ თემის ასე გახმოვანება. ვხედავ, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ისე ვერ მართავს ქვეყანას, „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელებიც“ იყვირებენ, ეს პრეზიდენტი ჩვენი არჩეული არ არის, მისი გამარჯვება რუსეთის ჩარევის ამბავიაო და დააჯერებენ კიდეც ამერიკელ ხალხს. რუსეთს კიდევ აწყობს ამგვარი ხმების გავრცელება, იმიტომ რომ ეს მისთვის იმიჯის საკითხია. ამიტომ სულაც არაა წინააღმდეგი, რომ ასეთი რამ დააბრალონ, აქაოდა, აი, რა მაგრები ვართ, ამერიკაშიც კი მიგვიწვდება ხელიო. ახლა გერმანიაში კვლავ ანგელა მერკელი დარჩა ქვეყნის სათავეში, მაგრამ მერე ხედვიდან ქრება... გერმანიაში მთავრობა შეიცვლება და პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, ეს იქნება ლტოლვილი მუსლიმების გაყრა და ქვეყნის დასუფთავება. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, თვითონ არ იცის, რა უნდა. სიბრძნეს მე ამ კაცში ვერ ვხედავ. უცნაური ჩვევა აქვს: რატომღაც, თუ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი რამეს იტყვის, მიაჩნია, რომ მანაც უნდა გაიმეოროს. წარსულში, დიდი ხნის წინ მე ვიწინასწარმეტყველე, რომ საფრანგეთში მოვა პრეზიდენტად ნაციონალისტი, ნაცისტი. ეს მაკრონი არ არის. ის ვერ გაწმენდს საფრანგეთს. მომავალში მოდის პრეზიდენტად პიროვნება, რომელიც ჰიტლერს ჩამოჰგავს, ანუ ნაცისტი ნაციონალისტია — „ერთ დღეში“ დასუფთავებს საფრანგეთს. და არა მარტო ამ საკითხში, სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც ასეთი ექნება — ნაცისტური. დღეს ისეა ყველაფერი არეული, რომ ძალიან უჭირს მსოფლიო პოლიტიკას. ყველას თითქოს გონება აქვს დახშული. კეთდება არასწორი ანალიზები, იდგმება არასწორი ნაბიჯები. მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს თითქოს ერთმანეთისა არ ესმით, ისეთ ენაზე ლაპარაკობენ. ვხედავ, პლანეტაზე არასდროს დადგება იდილიური დრო, ანუ ისეთი, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება სიმშვიდე და მათ შორის არ იარსებებს დაპირისპირება. როგორც არსებობს დღე და ღამე, ისე არსებობს ბოროტი და კეთილი და ასე იქნება ყოველთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში ლტოლვილების შესევა ძალიან ცუდ კვალს ტოვებს. თითქოს, ამასთანავე, ევროპა იშლება, ანუ ევროკავშირს საშიშროება ემუქრება. მაგრამ ვხედავ, რომ კავშირი ბოლომდე არ იშლება. პირიქით, ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ლტოლვილებს თავიანთ სახლებში დააბრუნებენ. ემიგრანტებსაც მიაყოლებენ. ვიმეორებ: იმდენად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროპელები, რომ ასე რომ არ მოიქცნენ, გადაშენების გზაზე დადგებიან. ასე მოხდება. პარალელურად დიდი გამოსვლებია ბრიტანეთშიც, მაგრამ ერთი პერიოდი ის მაინც დარჩება ევროკავშირში. მომავალში კი ვხედავ, რომ დიდი ბრიტანეთი ნახევრად გადის ევროკავშირიდან და არა მთლიანად. ვხედავ, რომ დანგრეული დედამიწა ბორგავს და თითქოს სულს ღაფავს. მეც თითქოს სუსტად ვგრძნობ თავს, მაგრამ უზარმაზარი, უკიდეგანო ენერგიით ვარ სავსე და ვხედავ, როგორ მივფოფხავ ნანგრევებში, როგორ მიკვალავს გზას კოსმოსი, რათა, ადამიანებო, მოგიტანოთ ახალი სიტყვა, რომელიც ახალი სიცოცხლის დასაწყისია დედამიწაზე! ახალი სიტყვა, ანუ ახალი წინასწარმეტყველებები, რომლებიც, ადამიანო, სულს შთაგბერავს, ფეხზე დაგაყენებს, ახალ სიცოცხლეს გჩუქნის. ეს არის დასაწყისი დედამიწის გამთლიანებისა. ყველას თითქოს რაღაც ემართებს, ყველა ნანგრევებში ჰყვება, მაგრამ ჩემი ხალხი და ჩემი საქართველო გადარჩება! ბოროტება უკან დაიხევს და სიკეთე გაიმარჯვებს. ვინც დამიპირისპირდება, ის პასუხს აგებს კოსმოსის წინაშე. ფრთხილად! არცერთ სიტყვას არ შეგარჩენთ კოსმოსი, ვინაიდან დღეს წყდება დედამიწის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვხედავ, დედამიწა ისევ მწვანითაა შემოსილი; ვხედავ, დედამიწა ისევ მზის სხივებითაა განათებული; ვხედავ, ადამიანები როგორი იმედით შეჰყურებენ მომავალს და ვხედავ ჩემს საყვარელ ქართველებსა და საქართველოს გაბრწყინებულს! (გაგრძელება იქნება)"- წერს ლელა კაკულია.

0
515
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
515