სხვა ჭაობსა და ბუჩქებში დაკარგული 3 წლის ბიჭი ოთხი დღის შემდეგ იპოვეს 2021, 6 სექტემბერი, 19:56 3 წლის ბიჭი ენტონი ელფალაკი, რომელსაც ოჯახი ოთხი დღე ეძებდა, პოლიციამ ბუჩქებში იპოვა, საბედნიეროდ ცოცხალი და უვნებელი. შემთხვევა ავსტრალიაში, სამხრეთ უელსში მოხდა. პოლიციამ ბიჭი ვერტმფრენიდან შენიშნა, როცა ის წყალს სვამდა ოჯახის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ადგილას. ბიჭს აუტიზმი აქვს და არ ლაპარაკობს. მის ოჯახს ეშინოდა, რომ ის გაიტაცეს. თუმცა მაშველებმა მდინარის ნაპირზე, მისი სახლიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ოპოვეს. ახალ სამხრეთ უელსის პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის მაშველების ნათქვამი "მე ბიჭი მყავს". 230 1-ს მოსწონს
|