x
image
პოკაჰონტასი
13 ცხოვრებისეული ფაქტი, რომელიც შესაძლოა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ
image


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუსლიანი ფეხსაცმელი მკვეთრად არის განსაზღვრული, როგორც ქალის მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, თავდაპირველად იგი მამაკაცებისათვის იყო განკუთვნილი. მე -16 საუკუნის ბოლოს, ევროპაში ქუსლები განიხილებოდა როგორც შესანიშნავი გზა მამაკაცის სიმაღლის რამდენიმე სანტიმეტრით გასაზრდელად.






image


თურმე, ის ბამბის პატარა ბურთი, რომელიც მოყვება აბების ბოთლს და ტაბლეტების უსაფრთხოდ გადაზიდვისთვისაა განკუთვნილი, უნდა მოიხსნას. ბამბას შეუძლია შეაგროვოს ტენიანობა მისი შთანმთქმელი ბუნების გამო, რაც აბებს სწრაფად აფუჭებს.






image


თუ გსურთ მიმტანის კარგი მომსახურებისათვის განკუთვნილი 20 პროცენტი თავადვე უცებ გამოთვალოთ, ამას კალკულატორის გარეშეც სულ მარტივად გაართმევთ თავს. გადაიტანეთ ათობითი წერტილი ერთი ციფრით მარცხნივ და შემდეგ გააორმაგეთ ეს რიცხვი. მაგალითად, თუ გადასახადი არის 35.50 აშშ დოლარი, ათწილადი გადაიტანეთ მარცხნივ, რაც გაძლევთ 3.55 აშშ დოლარს. გაორმაგეთ ეს რიცხვი და თქვენ მიიღებთ 7.10 დოლარს.





image


აღმოჩნდა, რომ ყალბმა ბედნიერებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. 2011 წელს ჩატარდა სპეციალური კვლევა, მკვლევარები დააკვირდნენ იმ პროფესიის ადამიანების ქცევას, ვისთვისაც საჭიროა ბევრი ღიმილი და მეგობრული ურთიერთობა მთელი დღის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ეს ადამიანები იღიმიან მხოლოდ ვალდებულებისათვის, გარშემომყოფთა საჩვენებლად. ამან კი, შესაძლოა, ჯანმრთელობისათვის მავნე შედეგები გამოიწვიოს.






image


თქვენ ხართ პლანეტა, რომელიც სავსეა მიკრობებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზმში ტრილიონი მიკრობი ბინადრობს. ეს კი, დაახლოებით სხეულის უჯრედების 90 პროცენტს შეადგენს.






image


მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, ადამიანები, რომლებსაც აქვთ აქტიური სოციალური ურთიერთობები და ჰყავთ ახლო მეგობრები, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ოჯახს ეყრდნობიან. ასე რომ, შეძლებისდაგვარად დაუთმეთ დრო თქვენი სოციალური წრის გაფართოებას და მეგობრების მონახულებას, თუნდაც ეს მხოლოდ ყავის დასალევად შეხვედრა იყოს.






image


მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ადამიანის თმა წელიწადში დაახლოებით ექვსი ინჩით იზრდება, არსებობს გარკვეული განსხვავება ზრდის ტემპებში ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. დერმატოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აზიური წარმოშობის ადამიანებს აქვთ უფრო სწრაფად მზარდი თმა, ვიდრე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხს.






image


ხედავთ უცნაურ სიზმრებს? მაშინ, დროა უარი თქვათ ლურჯი ყველით მომზადებულ სალათებზე. ბრიტანული ყველის საბჭოს კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ლურჯი ყველის ჭამა განსაკუთრებით ასოცირდება უცნაურ და მრავალფეროვან სიზმრებთან.






image


გამოიყენეთ Amazon Smile ძველი Amazon-ის ნაცვლად და იგი თქვენი შესყიდვების 0, 5 პროცენტს გადასცემს თქვენს მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.





image


არ გყავთ ახლო მეგობრები, ან საყვარელი ნათესავები, რომლებსაც თქვენს ქონებას გადასცემდით მემკვიდრეობით? პრობლემა არ არის. შესაძლებელია, რომ თქვენი შინაური ცხოველები იყვნენ ჩამოთვლილი თქვენივე ნების ბენეფიციარებად. თუმცა, როგორც ცნობილი სასტუმროს მფლობელი, ლეონა ჰელმსლის, ძვირფასი ძაღლის შემთხვევაში მოხდა, მათი ჯამური ანაზღაურება შეიძლება შემცირდეს, თუ თქვენი მემკვიდრეები დაუპირისპირდებიან ამ ნებას - საბოლოოდ, ლეონას ლეკვს მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ერგო, როცა 12 მილიონი დოლარის მემკვიდრეობა უნდა მიეღო.






image


თუ თქვენ ექიმის დანიშნულების წინააღმდეგ წახვალთ და უდროოდ შეწყვეტთ ანტიბიოტიკების მიღებას, ნებისმიერ ბაქტერიას, რომელიც არ მოკვდა, შეიძლება განუვითარდეს იმუნიტეტი ამ ანტიბიოტიკზე და გახდეს სუპერ-შტამი, რომლის მოკვლაც მომავალში გაცილებით რთული იქნება. ასე რომ, მიჰყევით ექიმის გეგმას და ბოლომდე ჩაამთავრეთ მკურნალობის კურსი მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.





image


თუ თავს ოდნავ დაბალ ადამიანათ თვლით, გაიზომეთ სიმაღლეში გაღვიძებისთანავე. იამაიკის საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის თანახმად, ეს ფენომენი შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის გრავიტაციული შეკუმშვით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში (მაგალითად, როგორიცაა მუხლები), როდესაც ვდგავართ, ან ვზივართ მთელი დღის განმავლობაში. კვლევაში ნათქვამია, რომ დაწოლილ და მოსვენებით მდგომარეობაში, ხერხემალი "იშლება". ასე რომ, როდესაც დილით ვიღვიძებთ, უფრო მაღლები ვართ, მთელი ღამე საწოლში წოლის შემდეგ.






image


ნუ ანერვიულდებით, თუმცა იცოდეთ, რომ თქვენს სახეზე ობობის მსგავსი არსებები ბინადრობენ. საბედნიეროდ, ისინი მიკროსკოპული ზომისანი არიან და მათი დანახვა შეუძლებელია. BBC– ს თანახმად, ისინი არიან ტკიპები, გრძელი, მატლის მსგავსი სხეულებით, რომლებიც ცხოვრობენ თმის ფოლიკულებსა და ფორებში, ან ცხიმოვან ჯირკვლებში.






ასევე დაგაინტერესებთ:



11 ფაქტი, რომელიც ისტორიაზე შეხედულებას შეგიცვლით

image



12 ისტორიული ფაქტი, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ

image











0
108
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0