ანეკდოტები თქვენ თუ იცით რა სურთ ქალებს? – სახალისო ისტორიები 2021, 2 სექტემბერი, 15:52 რა სურთ ქალებს?ერთი კაცი კალიფორნიის სანაპიროზე დასეირნობდა. მოულოდნელად ფეხი ძველ ლამპას წამოკრა. აიღო და ხელი ისე, ყოველი შემთხვევისთვის გაუხახუნა – იქნება და ჯინი ამოძვრესო და მართლაც ასე მოხდა. ჯინმა უთხრა: "კარგი, კარგი. ფაქტია, რომ შენ ლაპიდან ამომიყვანე. რომ იცოდე, ეს უკვე მეოთხედ ხდება ამ თვეში და სიმართლე გითხრა სერიოზულად დამღალა ამ თქვენმა სურვილებმა, ასე რომ, შეგიძლია დაივიწყო სამი სურვილის შესახებ, მხოლოდ ერთს შეგისრულებ!" კაცი იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ცოტა ხანი იფიქრა და ბოლოს უთხრა: "ყოველთვის მინდოდა ჰავაიზე წასვლა, მაგრამ ფრენის მეშინია და ამასთან ზღვის ავადმყოფობაც მემართება. თუ შეგიძლია ხიდი ამიგე აქედან ჰავაიმდე, მანქანით რომ შევძლო იქ წასვლა." ჯინს გაეცინა და თქვა: "ეს შეუძლებელია! ლოჯისტიკურ მხარეზე იფიქრე! წარმოგიდგენია მაინც როგორ უნდა ჩაწვდეს წყნარი ოკეანის ფსკერს ხიდის საყრდენები? ან რამდენი ცემენტი დაჭირდება?... და რკინა? არა, ძმაო, მოდი სხვა სურვილი ჩაიფიქრე." კაცი დათანხმდა და შეეცადა ნამდვილად კარგი სურვილი მოეფიქრებინა. ბოლოს მან თქვა: "ცხოვრებაში ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული და გაყრილი. ჩემი ცოლები ყოველთვის მსაყვედურობდნენ, რომ მე ისინი არ მანაღვლებდა და ვიყავი უგრძნობი. ასე რომ, მე მსურს შევძლო ქალების გაგება... ვიცოდე, თუ რას გრძნობენ შინაგანად და რას ფიქრობენ, როდესაც არ ლაპარაკობენ... ვიცოდე, რატომ ტირიან ან რა უნდათ სინამდვილეში, როდესაც ამბობენ რომ "არაფერი"... ვიცოდე, თუ როგორ გავაბედნიერო ისინი და საერთოდ – რა სურთ ქალებს." ჯინმა შეხედა კაცს და უთხრა: "რაო, წეღან რას მეუბნებოდი?..ხიდიო?.. ორ სავალიანი გინდა თუ ოთხიანი?" ქმრები გასაყიდადქალაქ ნიუ-იორკში გაიხსნა მაღაზია, სადაც, გაგიკვირდებათ და, ქმრები იყიდებოდა. ქალს შეეძლო მისვლა და თავისთვის ქმრის არჩევა. თუმცა, მანამდე უნდა გასცნობოდა ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა ამის გაკეთებას: "თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ! სულ ექვსი სართულია და მამაკაცის ღირსებები იზრდება ყოველ სართულზე ასვლასთან ერთად. ამასთან, არის კიდევ ერთი რამ, რაც გასათვალისწინებელია: თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი განსაზღვრული სართულიდან ან ზემოთ ახვიდეთ, მაგრამ უკან ვერ დაბრუნდებით, იმ შემთხვევის გარდა, თუ შენობის დატოვებას მოისურვებთ." ასე რომ, ერთ დღესაც ერთი ქალბატონი მივიდა მაღაზიაში შესაფერისი ქმრის საპოვნელად... პირველ სართულზე აბრა იყო, სადაც ეწერა: "I სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ." მეორე სართულზე ქალმა წაიკითხა: "II სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ და უყვართ ბავშვები." შემდეგ სართულზე კი აბრაზე შემდეგ რამ ეწერა: "III სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან." ქალი უკვე დაფიქრდა ამაზე, თუმცა, რაღაც ძალამ აიძულა გზა გაეგრძელაბინა. ის ავიდა მეოთხე სართულზე, სადაც წაიკითხა: "IV სართული – ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, გული რომ წაგივა ისეთი სიმპატიურები არიან და სახლის დალაგებაში ეხმარებიან." "ოჰ, ღმერთო ჩემო!" წამოიყვირა ქალმა, "ძლივს ვიკავებ თავს!" ისევ გააგრძელა გზა და მეხუთე სართულის აბრას მიაშტერდა: "V სართული – ამ კაცებს მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვთ, აღმერთებენ ბავშვებს, არიან თვალისმომჭრელად ლამაზები, გულმოდგინედ ასრულებენ სახლის სამუშაოებს და რომანტიული სიურპრიზების გაკეთება უყვართ." ქალმა ცდუნებას ძლივს გაუძლო, თუმცა, გზა მაინც გააგრძელა. მეექვსე სართულზე აბრაზე შემდეგი რამ წაიკითხა: "VI სართული – თქვენ 31 456 012-ე ვიზიტორი ხართ. აქ კაცები საერთოდ არ არიან. ეს სართული წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ შეუძლებელია ქალს ბოლომდე ასიამოვნო და დააკმაყოფილო. მადლობა რომ ესტუმრეთ ჩვენს მაღაზიას." ასევე დაგაინტერესებთ: სახალისო ტესტი მძღოლებისთვის, რომლის ამოხსნა ბევრმა ვერ შეძლო უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია მტვერსასრუტების ყოჩაღი გამყიდველი – სახალისო ისტორია ინტრიგანი თუთიყუში და ილუზიონისტი – სახალისო ისტორია ევოლუცია თუ?... – სახალისო ისტორია თან ვერ წაიღებ – სახალისო ისტორია გართობის მოყვარულები – სახალისო ისტორია 327 4-ს მოსწონს
|