x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125461
  • ვიდეო:355945
  • სურათი:498370
მტვერსასრუტების ყოჩაღი გამყიდველი – სახალისო ისტორია
image


ჰენრი ლეინი მტვერსასრუტების გამყიდველი იყო. მას უამრავი მტვერსასრუტი ჰქონდა

გაყიდული. როგორც ამ საქმის დიდი პროფესიონალი, ერთ დღეს მენეჯერმა სოფელში

გააგზავნა გასაყიდად.


ჰენრი მივიდა ერთ-ერთ სახლთან და დააკაკუნა. კარი ფერმერის ცოლმა გააღო. მან

ქალს აზრზე მოსვლა არც კი აცადა ისე დააყარა კითხვები:

"ქალბატონო, რამდენი დრო გჭირდებათ იატაკის დასაგველად?"

"ჰმ...ძალიან ბევრი. ეს ფერმაა და ყველაფერი სწრაფად ჭუჭყიანდება." უპასუხა დიასახლისმა.

"და რამდენ დროს ხარჯავთ ხალიჩების ბერტყვაში?" დაინტერესდა ჰენრი ლეინი.

"ძალიან ბევრ დროს. ეს სახლი სწრაფად მტვრიანდება, თანაც ჩემს ძაღლს უყვარს ხალიჩაძე კომფორტულად წოლა."

"კარგი" თქვა გაბრწყინებული გამომეტყველებით გამყიდველმა, "მინდა გითხრათ, რომ

იღბლიანი დღე გაგითენდათ!"

ჰენრიმ აჩვენა თავისი მტვერსასრუტი და თქვა:

"თქვენ ამის საშუალებით შეძლებთ მთელი სახლის დალაგებას სულ რაღაც 5 წუთში!"

მიუხედავად ბატონი ლეინის შთამბეჭდავი სარეკლამო გამოსვლისა, ფერმერის ცოლი მაინც არ ჩანდა ამით დაინტერესებული.

მაშინ ჰენრიმ შემდეგი, წინასწარ გათვლილი სვლა გააკეთა: ამოიღო ნაგვით, ჭუჭყითა

და მტვრით სავსე დიდი ტომარა და სახლის იატაკზე მიმოაბნია. სანამ გაოცებისგან და აღშფოთებისგან პირდაღებული ქალი რამეს იტყოდა, ლეინმა დაასწრო და

თავდაჯერებული ტონით ასეთი რამ უთხრა:

"ქალბატონო, თუ ეს საოცარი მტვერსასრუტი მტვრის უკანასკნელ ნაწილაკს ორ წუთში არ აიღებს, მე ჩემს მიერ დაყრილ მთელ ამ ნაგავს შევჭამ!"

ფერმერის ცოლმა ირონიულად შეხედა ჰენრის და თქვა:

"კარგით, მაშინ მე წავალ და კოვზს მოგიტანთ. დენი გვაქვს გათიშული."

3
435
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
435
  
2015, 7 აგვისტო, 10:47
:D:D:D
2015, 3 აგვისტო, 13:55
ჰაჰაჰაჰაჰააჰ
0 1 3